დღესასწაულთა ტროპარ-კონდაკები

12 საუფლო დღესასწაული

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი

ტროპარი: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

კონდაკი: დაღაცათუ ნებსით თჳსით დაფლავად შთახედ, უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღჳე და აღდეგ, ვითარცა მძლჱ, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

 

ბზობა (ბაიობა) ანუ უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში - დიდ-მარხვის მეექვსე შაბათი

ტროპარი: ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

ტროპარი: დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი: ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაჲ დღეს და ყრმათა გალობაჲ ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მჴსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.

 

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი - აღდგომიდან მე-40 დღე

ტროპარი: ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.

კონდაკი: ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

კონდაკი: სრულ-ჰყავ რა ცხოვრებაი ჩუენი და ზეცისათა  შეაერთე ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არა სადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.

 

სულთმოფენობა - აღდგომიდან 50-ე დღე

ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდება შენდა.

კონდაკი: რაჟამს იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაჰყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლოაწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყუნა, ერთბამად მოიყუანნა იგინი, ამისთჳსცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა.

 

განცხადება - ნათლისღება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი
(6 იანვარი / 19 იანვარი)

ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თავყანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გვდა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.

კონდაკი: განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.

 

მირქმა
(2 თებერვალი / 15 თებერვალი)

ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.

კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.

 

მირქმის წინადღესასწაული
(1 თებერვალი / 14 თებერვალი)

ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდი მოიწივნის ქვეყნად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა წინაშე ტაძრისა პირმშო ყოველთა დაბადებულთა დედისაგან უქორწინებელისა და ჩუენთანა უგალობენ ანგელოზნი წინადღესასწაულსა ამას, ყოვლადსაკვირველსა საკვირველებათასა.

კონდაკი: მამისა თანა სიტყუა უხილავი აწ უკუე იხილვების ხორცითა, გამოუთქუმელად ქალწულისაგან შობილი და ხელთა ზედა მოხუცებილისათა მიეცემის, თაყვანს ვსცემთ მას, ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა.

 

ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა
(25 მარტი / 7 აპრილი)

ტროპარი: დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს, და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოჲსა გამოცხადებაჲ, რამეთუ ძე ღმრთისაჲ ძედ ქალწულის იწოდების, და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩუენცა ჴმამაღლად უღაღადოთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

კონდაკი: ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ჴსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ, მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

ყოვლადწმინდა ხარების წინადღესასწაული
(24 მარტი / 6 აპრილი)

ტროპარი: დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამია წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს, რამეთუ აჰა ესერა გაბრიელ მოვალს, მტვირთველი ქალწულისა ხარებისა, და მისა მიმართ ხმობს: გიცაროდენ მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

კონდაკი: დასაბამი იგი ცხოვრებისა ცუენ ქვეყანისათა ყოველთა შენ ხარ, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ მსახური ღმრთისა ზეცით მოივლინა წინა წარდგომად შენდა, რომელ არს დიდი იგი წესთმთავარი გაბრიელ, და ხარება სახარულევანი მოგართვა შენ; ამისთვისცა ყოველნი გიღაღადებთ: გიხაროდენ სძალო უსძლოო.

 

წინადღესასწაული უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ფერისცვალებისა
(5 აგვისტო / 18 აგვისტო)

ტროპარი: ქრისტეს ფერსიცვალებასა მივეგებნეთ სურვილით ბრწყინვალედ მედღესასწაულენი, მორწმუნენო, და ვხმობდეთ: მოიწია დღე საღმრთოსა სიხარულისა, რამეთუ აღვალს მთად თაბორად მეუფე, განბრწყინვებად ელვარებითა საღმრთოსა შუენირებისათა.

კონდაკი: დღეს საღმრთოთა ფერისცვალებითა უფლისათა კაცობრივი ბუნებაი საღმრთოთ განბრწინდების და სიხარულით ღაღადებს: იცვალებს ფერს ქრისტე, მაცხოვარი ყოველთა.

 

ფერისცვალება იესუ ქრისტესი
(6 აგვისტო / 19 აგვისტო)

ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.

 

ღვთისმშობლის მიძინების წინადღესასწაული

ტროპარი: ერნო გიხაროდენ და სარწმუნოებით აღიპყრენით ხელნი თქუენი, და სურვილით შემოკრებდით, და სიხარულით ღაღადებდით, რამეთუ დედასა ღმრთისასა ეგულვების ქუეყნით ზეცად ამაღლებაი, რომელსა ძალნი ცათანი შიშით უგალობენ.

კონდაკი: დიდებულსა ხსენებასა შენსა ყოველი სოფელი უნივთოთა სიხარულითა სეიმკვების, ხოლო გონებითა მოხარული ხმობს შენდა მომართ: გიხაროდენ ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო.

 

მარიამობა - მიძინება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა
(15 აგვისტო / 28 აგვისტო)

ტროპარი: შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

კონდაკი: მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიცგვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა.

 

წინადღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობისა
(7 სექტემბერი / 20 სექტემბერი)

ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა, რამეთუ სიხარულით იხარებს ყოველი და განახლდების და ერთბამად იხარებენ ცანი და ქუეყანაი, აქებდით მას, ტომნო წარმართთანო; იოაკიმ განსცხრებოდე და ანა დღესასწაულობდ და ღაღადებდ: ბერწი შობს ღმრთსმშობელსა და მზრდელსა ცხორებისა ჩუენისასა.

კონდაკი: ქალწული დღეს ღმრთისმშობელი მარიამი, სასძლო შეუგინებელი ზეცათა სიძისა იშვების უნაყოფოსგან ღმრთისა განზრახვითა, ეტლი სიტყვისა კეთილად განიმზადების, რამეთუ ამას ეწოდა საღმრთო ბჭე და დედა ცხორებისა ჭეშმარიტისა.

 

ღმრთისმშობლობა - შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა
(8 სექტემბერი / 21 სექტემბერი)

ტროპარი: შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგჳბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დაჴსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.

კონდაკი: იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ჴრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანა-მდებობისაგან ბრალთასა ჴსნილი ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა.

 

ჯვართამაღლება - მსოფლიო ამაღლება ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა
(14 სექტემბერი / 27 სექტემბერი)

ტროპარი: აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

კონდაკი: რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.

 

ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა
(21 ნოემბერი / 4 დეკემბერი)

ტროპარი: დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

კონდაკი: ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.

 

ქრისტეშობა - ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი
(25 დეკემბერი / 7 იანვარი)

ტროპარი: შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.

კონდაკი: ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.

 

დღესასწაულები

წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი
(1 იანვარი / 14 იანვარი)

ტროპარი: რომელი საყდართა ზედა ცეცხლის ფერთა, მაღალთა შინა მჯდომარე იყავ თანა დაუსაბამოსა მამისა და სულისა წმიდისა, სათნო იყავ შობად ქუეყანასა ზედა ქალწულისა უქორწინებელისა დედისა შენისაგან იესუ, ამისთვისცა მერვესა დღესა წინა-დაცვეთა თავს იდევ ვითარცა კაცმან. დიდება სახიერსა განზრახვასა შენსა, დიდება განგებულებასა შენსა, დიდება გარდამოსლვასა შენსა, მხოლოო კაცთმოყვარე.

კონდაკი: უფალი ყოველთა და მეუფე წინა-დაცვეთასა თავს იდებს, და კაცთა ცთომასა ვითარცა სახიერი განკვეთს, და მისცემს მაცხოვარებასა დღეს სოფელსა, ხოლო იხარებს მაღალთა შინა, მაღლისა მღუდელ-მთავარი და ნათლით შემოსილი, საღმრთო მესაიდუმლე ქრისტესი ბასილი.

 

წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა
(24 ივნისი / 7 ივლისი)

ტროპარი: წინასწარმეტყველო და წინამორბედო ქრისტეს მოსლვისაო, ღირსად ქებად შენდა ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ, რომელნი სურვილით პატივს-გცემთ, რამეთუ ბერწობაჲ დედისა და უტყვებაჲ მამისა დაიხსნა დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, და განხორციელებაჲ სიტყვისა ღმრთისა სოფელსა ექადაგა.

კონდაკი: ბერწი ჰშობს დღეს ქრისტეს წინა-მორბედსა, და იგი არს სავსებაჲ ყოვლისა წინასწარ-მეტყუელებისა, რამეთუ რომელი წინასწარ-მეტყუელთა პირველვე ქადაგებს, ამან იორდანესა შინა ნათელ-სცა, და გამოჩნდა ღმრთისა სიტყვისა, წინასწარ-მეტყუელად ქადაგად და წინამორბედად.

 

თავისკვეთა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი (+33)
(29 აგვისტო / 11 სექტემბერი)

ტროპარი: ხსენება მართლისა ქებით აღესრულებით, ხოლო შენდა კმა არს წამება უფლისა, წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინასწარმეტყველთა და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ, წყალთა შინა ღირს იქმენ ნათლისცემად და იწამე ჭეშმარიტებისათვის, და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორითა და სიხარულით ახარე გამოჩინებული, და აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

კონდაკი: წინა-მორბედისა დიდებულისა თავის კვეთა, განგებულება იქმნა საღმრთო, რათამცა მყოფთა ჯოჯოხეთისათა უქადაგოს მოსლუაჲ მაცხოვრისა, გოდებდინ აწ იროდიადა უსჯულოსა მისთჳს მკულელობისა, რამეთუ არა შეიყუარა სჯული ღმრთისა ცხოველისა, არცა სუფევა საუკუნო, არამედ საწუთო ესე ამაო.

 

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის შემდგომი დღე
(30 აგვისტო / 12 სექტემბერი)

კონდაკი: იროდი უსჯულო-ქმნილმან მისცა დედაკაცსა თავი შენი პატიოსანი, წინამორბედო, რომლისა თაყუანისმცემელნი ვიხარებთ, ხოლო იროდია სტირს და ჰგოდებს და იროდი და მროკველიცა იგი.

 

მცხეთობა-სვეტიცხოვლობა
დღესასწაული საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტისა
(1 ოქტომბერი / 14 ოქტომბერი)

ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული სუჱტისა წმიდისა და კუართისა საუფლოსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა უკუდავებად წმიდად მირონსა გჳწყაროებს: რომელნი წმიდასა ღუთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანისვჰსცემთ: რათა ვჰპოვოთ ცხორება სულთა ჩუჱნთა.

კონდაკი: ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და შემწისა უძლეველისა, სვეტისა წმიდისა და ღვთივბრწყინვალისა, რომელი ნათობს საუფლოსა და ზეგარდამო ქსოვილსა კვართსა ზედა და ელვებრ აკრთობს ცათა მობაძავსა საყდარსა და მგალობელთა და მედღესასწაულეთა თვისთა განაშვენებს და ცისკროის და სიხარულსა მრჩობლსა მიანიჭებს, რომელნი ქებასა შეასხმენ: გიხაროდენ სვეტო ბრწყინვალეო.

 

დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა (395-408)
(31 აგვისტო / 13 სექტემბერი)

ტროპარი: ღმრთის მშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელო და სარტყელო უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად გიან მარადის, რამეთუ შენ ზედა გონებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა, ამისთჳს გევედრებით: მშვიდობა სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი: ღმრთის შემწყნარებელი მუცელი შენი, ღმრთის-მშობელო, რომელი შეიცვა პატიოსანმან სარტყელმან შენმან, არს სიმტკიცე ქალაქისა შენისა უბრძოლველისა, და საუნჯე კეთილთა მოუკლებელი, მხოლოო მშობელო, მარადის ქალწულო.

სხვა კონდაკი: პატიოსნისა სარტყელისა შენისა დადებასა დღესასწაულობს დღეს ტაძარი შენი, ყოვლად საგალობელო, და ლმობიერად გიხმობს შენ: გიხაროდენ ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო.

 

აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა წმიდისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონითგან ქალაქ ბარში (1087)
(9 მაისი / 22 მაისი)

ტროპარი: მოიწია დღე ბრწყინვალისა დღესასწაულისა, და ქალაქი ბარავისა იხარებს, და მის თანა ყოველი სოფელი განსცხრების გალობითა სულიერითა, რამეთუ დღეს უკუე საღმრთო დღესასწაული პატიოსანთა და მრავალ მკურნალთა ნაწილთა წმიდისა და საკვირველთ მოქმედისა ნიკოლაოსისთა, ვითარცა მზე დაუვალი აღმობრწყინდა ბრწყინვალითა ნათლისა შარავანდედითა, რომელნი განდევნიან ბნელსა განსაცდელთა და ჭირთასა, სარწმუნოებით მგალობელთაგან, რომელნი უღაღადებთ მას ესრეთ: გვაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა შესავედრებელმან ჩუენმან, დიდო ნიკოლაოს.

კონდაკი: აღმობრწყინდეს ვითარცა ვარსკულავნი აღმოსავალით დასავალად  ნაწილნი შენნი, მღუდელ-მთავარო ნიკოლაოს, რამეთუ ზღუა განწმდა სლვითა შენითა, და ბარავისა ქალაქმან მადლი შენ მიერ მიიღო, ვინათგან ჩუენ-თჳს გამოსჩნდი სასწაულთა მოქმედად, და საკვირველად მოწყალედ.

 

ჩამოყვანება ედესით კონსტანტინოპოლს ხელთუქმნელისა ხატისა
უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი (944)
(16 აგვისტო / 29 აგვისტო)

ტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

კონდაკი: გამოუთქმელსა შენსა ღვთაებასა და კაცთა-მომართსა განგებულებასა, გარე შემოუწერელო სიტყვაო მამისაო, ხატსა გამოუწერელსა და ღვთის გამოხატულსა განხორციელებისა შენისასა საძლეველად შეუორგულებელად ვიცნობთ ჩვენ და პატივს ვსცემთ მას და ამბორს უყოფთ.

 

ანჩისხატობა-მამა ანტონობა მარტყოფში
(16 აგვისტო / 29 აგვისტო)

ტროპარი: ლიტანიობითა და გალობითა აქებდით და ადიდებდით ყოველი სული და ყოველი დაბადებული სოფლისა მხსნელსა და მფარველსა საშინელსა ანჩისხატსა, რომელსა უღაღადებენ ერნი კლარჯეთისანი: იერაპოლისით მოვიდა ხატი ესე საშინელი და ჩუენ, მოსავთა მისთა მოგვანიჭებს ცოდვატა შენდობას და დიდსა წყალობასა.

კონდაკი: ტილოსა ზედა დაჰბეჭდა დამბადებელმან, პირმშომან ხატმან მამისამან, სახე თვისი ღმრთული ბეჭედად შეუძვრელად, რაითა მართლმადიდებელნი ყოველნი ვდგეთ მიუდრეკელად უმართლესსა სარწმუნოებასა ზედა უკუნისამდე.

 

საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი
(1 სექტემბერი / 14 სექტემბერი)

ტროპარი: ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ მეფე და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთის-მშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.

კონდაკი: რომელი მკვიდრ-ხარ მაღალთა შინა ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა, დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი მეფეჲ და ქალაქი, და ერი შენი, მრავალ მოწყალე.

 

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ ხონას შინა
(6 სექტემბერი / 19 სექტემბერი)

ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზო მიქაელ, გევედრებით უღირსნი ესე, რათა მეოხებითა შენითა შეგვზღუდნე ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი, შეგივრდებით, და ხელ აღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენ ჩუენ, დიდნო მთავარო ზეცისა ძალთაო.

კონდაკი: მთავარ-ანგელოსო ღმრთისაო, მსახურო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოსთა-მთავარო და წინამძღვარო შეცდომილთაო უმჯობესისა ჩუენცა გვიოხე დიდისა მის წყალობისა უხორცოთა ძალთა ერის მთავარო.

 

პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა პატიოსნისა თავისა
წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი
(24 თებერვალი / 8 მარტი)

ტროპარი: ქუეყანით აღმობრწყინდა თავი იგი წინამორბედისა და უხრწნელებისა მცხინვარებასა მიჰფენს ყოველთა საკურნებელად სარწმუნოებით მვედრებელთა მისთა, რამეთუ ზეცას აქებენ სიმრავლენი ანგელოზთანი, და ქუეყანასა ზედა კაცნი ერთ ხმობით უღაღადებთ. ქრისტე ღმერთო, ვედრებითა მისითა გარდამოავლინე დიდი წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა.

კონდაკი: წინასწარ-მეტყუელო ღმრთისაო და წინამორბედო მადლისაო, თავი შენი ვითარცა ნიჭი საღმრთო ვპოვეთ ქუეყანით, და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კუალადცა, ვითარცა პირველ, ქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა.

 

ხსენება სასწაულისა პატიოსნისა ჯვარისა, რომელი გამოცხადდა ცასა შინა იერუსალიმს (351)
(7 მაისი / 20 მაისი)

ტროპარი: ნიში ჯუარისა შენისა, უფალო, უფორის მზისა გამობრწყონდა აწ, რომელი იგი ვიდრე მთით წმინდითადგილადმდ თხემისა განვრცობილ იყო და ამისა მიერ ძლიერებასა შენსა საცნაურ ყოფდა, მაცხოვარ; ამის მიერვე განაძლიერენ მორწუმნენი მთავრობა და მხედრობა ჩუენი, რომელნი მშვიდობით შეზღუდენ მარადის მეოხებითა ღმრთისმშობელისათა და შეგვიწყალენ ჩუენ.

კონდაკი: განმხმელმან ცათა დახშულთამან ცათა ზედა ყოვლადბრწყინვალე შარავანდედი ქუეყანასა შინა გამოაბრწყინვა ჯუარმან ყოვლადწმინდამან; ამისთვის რომელთა შევიწყნარეთ მაცხოვარებაი მოქმედებისა მისისა დაუალისა მიმართ ნათლისა განსწავლულ ვიქმნენით, და ბრძოლასა შინა გუაქვს საჭურველად მშვიდობისა უძლეველი იგი საძლეველი ჯუარი ყოვლადძლიერი.

 

მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა
წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი (დაახლ. 850)
(25 მაისი / 7 ივნისი)

ტროპარი: ვითარცა საღმრთო საუნჯე დაფარული ქვეყანასა ზედა, ქრისტემან გვიჩუენა ჩუენ თავი შენი, წინამორბედო და ნათლისმცემელო, ყოველნი უკუე პოვნასა მისსა შემოკრებულნი გალობით მაცხოვარსა ყოველთასა უგალობთ, რომელი აცხპვნებს სულთა ჩუენთა მეოხებითა შენითა.

კონდაკი: წინასწარმეტყველო ღმრთისაო და წინამორნედო მადლისაო, თავი შენი, ვითარცა ნიჭი საღმრთო ვპოვნეთ ქუეყანით და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კვალადცა, ვითარცა პირველ ქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა.

სხვა კონდაკი: იროდის მიერ უსჯულოთა ბილწთა დედათათვის თავი მოგეკვეთა, წინამორბედო, ხოლო ჩუენ პატიოსანსა ამას თავის პოვნას შენსა ვიხარებთ და გიღაღადებთ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი.

სხვა კონდაკი: ნათელ-საჩინო და საღმრთო სუეტი, სანთელი მზისა, თავი თვისი წინამორბედმან ნათელშემოსილი განცხადებულ-ჰყო კიდეთა შინა და განწმენდს სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა მისთა და ესრეთ მწოდებელთა: ნათლისმცემელო ქრისტესო ყოვლადბრძენო, გვაცხოვნენ ჩუენ ყოველნი.

 

მცხეთის ჯვრის დღესასწაული
(სულთმოფენობის შემდგომი ოთხშაბათი)

ტროპარი: ღმრთისმსახურისა მეფესა, მირულებულსა თუალთა წინაშე მარტოდ იჩუენა სახე ჯუარისა, ხოლო აქა, წმიდასა ქალაქსა, განცხადებულად ყოველსა სიმრავლესა ერისასა გამოუბრწყინდა ნათლითა შემკული პატიოსანი ჯუარი, რომელთა იხილეს და რწმენა, თაყუანისცეს და დიდებასა მისცემდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: საკვირველთმოქმედო ღმერთო, დიდებაი შენდა.

 

დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა ვლაქერნას
(2 ივლისი / 15 ივლისი)

ტროპარი: ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა სენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი: ყოველთა მორწმუნეთა სამოსელო უხრწნელებისაო, ღმრთივმიმადლებულო უბიწოო, მოანიჭე სამღვდელო სამოსელი შენი, დაფარე სამოსელად კაცთა, ვინაცა დიდებასა მისსა ვდღესასწაულობთ სუვილით და გიგალობთ შენ წადიერად, უსძლოო: გიხაროდენ ქალეულო, ქრისტიანეთა სიქადულო.

 

ხსენება დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის სასწაულისა (451)
(11 ივლისი / 24 ივლისი)

კონდაკი: ღუაწლნი მოღუაწებასა შინა და ღუაწლნი სარწმუნოებასა შინა მხურვალედ აჩვენენ ქრისტესთვის, სიძისი შენისა, არამედ აწცა, ვითარცა წვალებანი, ეგრეთვე ზახებაი მტერთა ფერხთა ქუეშე მეფისა ჩუენისათა დამორჩილებად ითხოვე ღმრთისმშობელისა მიერ, რომელმან ექვსას ოცდა ათთა ღმრთისმშობელისათა მამათაგან საზღვარი სჯულისა მიიღე და დაიმარხე, ყოვლადქებულო.

 

წინადღესასწაული უფლის ცხოველმყოფელი ჯვარის პატიოსანთა ძელთა შემოყვანებისა
(31 ივლისი / 13 აგვისტო)

ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

 

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
(1 აგვისტო / 14 აგვისტო)

ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი: რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენი მოგუანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღვთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევა მომადლე მას ბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძელველი, ჯუარი შენი ყოვლადძლიერი.