ხატების ტროპარ-კონდაკები

ხელთუქმნელი ხატი უფლისა

ტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

კონდაკი: გამოუთქმელსა შენსა ღვთაებასა და კაცთა-მომართსა განგებულებასა, გარე შემოუწერელო სიტყვაო მამისაო, ხატსა გამოუწერელსა და ღვთის გამოხატულსა განხორციელებისა შენისასა საძლეველად შეუორგულებელად ვიცნობთ ჩვენ და პატივს ვსცემთ მას და ამბორს უყოფთ.

 

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთა ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელი შეუორგებელითა სულითა მოვლენან შენდა.

კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამი დაუცხრომელად: დამიცევ მე დედოფალო.

 

ყაზანის ღვთისმშობლის ხატი

ტროპარი: მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათვის ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩვენთანი გვტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ – წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩვენ და სიკეთეი მომმადლენ ყოველთა, მიხსნენ ყოველნი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღვთაებრივი მონათა შენთათვის.

 

ივერიისად (ქართულად) წოდებული ღვთისმშობლის ხატი

ტროპარი: იხარებენ მართლმადიდებელნი ერნი, ყოვლადწმინდაო დედუფალო ღვთისმშობელო, მჭვრეტელნი ყოვლადსაკვირველისა და სასწაულმოქმედისა ხატისა შენისანი და მეოხებითა შენითა სულიერსა და ხორციელსა კურნებასა მარადის მიემთხუევიან. და ჩუენცა, თაყუანისმცემელნი მისნი, გულითა მხურვალითა გიგალობთ შენ: შეგვიწყალენ, დედაო სახიერო, მდაბალნი მონანი შენნი და ყოვლისაგან ბოროტისა და ზედამოსვლისაგან მტერთასა მიხსნენ ჩუენ, ევედრე ძესა შენსა, უფალსა ჩუენსა იესოს, რაითა ცხოვნებულნი დაგვამკვიდროს ზეციურსა მოქალაქეობასა მადლითა და კაცთმოყუარებითა მისითა.

ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელი შეუორგებელითა სულითა მოვლენან შენდა.

ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლაწმიდაო.

კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგსალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამო დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო.

 

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ილინ-ჩერნიგოვის ხატი

ტროპარი: ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო, მეოხო ყოველთა ქროსტეანეთაო, არა არს ჩუენდა სასო თვნიერ შენსა, ყოვლადუხრწნელო დედუფალო ჩუენო, ღუთისმშობელო, დედაო ქრისტეს ღუთისა ჩუენისაო, შემიწყალე და განმათავისუფლე ყოველთა ცოდუათა ჩემთაგან და ძესა შენსა და მოწყალესა ღმერთსა ჩუენსა ევედრე, რაჲთა შეიწყალოს მოწყლული სული ჩემი, მიხსნას საუკუნოჲსა საშჯელისაგან და ღირს მყოს მე თვსსა სასუფეველსა.

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „წყარო ცხოვრებისა“

კონდაკი: წყაროსაგან წარმოუცალიერებისა მადლისა შენისა მომეც მე, ღმრთივმიმადლებულო, რომლელმან აღმოაცენე წყარო მადლისა, მარადის მომდინარე უფროის სიტყვისა, და გვიშევ სიტყუაი ღმრთისა უაღრეს გონებისა, და შემაცვრიე მე მადლითა შენითა, რაითა გიღაღადებდე შენ: გიხაროდენ, წყაროო ცხოვრებისაო.

 

ღვთისმშობლის ხატი „ბარძიმი შეუსმელი“

ტროპარი: სამართლად შეუვრდებით დღეს ღუთივსახიერსა და ყოვლადსასწაულთმოქმედსა ხატსა ყოვლადწმიდისა ღუთისმშობელისასა და მართლითა გულითა უგალობთ ზეციურსა ბარძიმსა აღუვსებელსა მოწყალებისასა და მორწმუნეთა ერთათვის სასწაულთა მიმთუალველსა. რამეთუ ჩუენცა მხილველნი და მსმენელნი მათნი ვიხარებთ სულითა და ხმითა გალობისათა ვხმობთ: ყოვლადმოწყალეო დედუფალო, ვნებანი და წყლულებანი ჩუენნი განკურნენ, ევედრე ძესა შენსა - ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

ტროპარი: თაყუანისა ვსცემთ რწმენითა ღმრთიურსა და საკვირველსა ხატსა შენსა, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, რომელი ბარძიმისა შეუსმელისაგან გულმოწყალებისა შენისაგან დაარწყულებ ჩუენთა გულთა და კეთილმორწმუნეთა კაცთა მოუვლენ საწაულთა. ჩუენცა, მხილველნი და მსმენელნი ამისა, ვიხარებთ სულიტა და ლხურვალედ გიღაღადებთ: დედოფალო უმოწყალესო, განკურნენ სნეულებანი და ვნებანი ჩუენნი, ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, დახსნისათვის სულთა ჩუენთა.

 

ვლადიმერის ღმრთისმშობლის ხატისა

ტროპარი: ბრწყინვალედ იხარებს დღეს ღვთივდაცული ერი ჩუენი, დედუფალო, მიმრქმელი, ვითარცა ნათლისა მზისასა, სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, რომლისა ქვეშე შევრდომილნი მოვილტვით შენდამი და გიგალობთ ესრეთ: ჰოჲ, ყოვლადსაკვირველო დედუფალო ღვთისმშობელო, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა იჴსნას ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და მხარენი ქრისტეანეთანი და უვნებლად დაიცვნეს იგინი ყოველთა მბრძოლთა მათთაგან და იჴსნენ სულნი ჩუენნი,

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ცოდვილთა ხელისამპყრობელი“

ტროპარი: აწ დაყუდნების მწუხარებაჲ ყოველი და შიში სასოწარკუეთილებისაჲ განქარდების, შემუსვრილებითა გულისაჲთა ნუგეშის-იცემინ ცოდუილნი და სხივი ზეციურისა სიყუარულისა გარდამოეფინების მათ ზედა: დედაჲ ღუთისა განგვიპყრობს მხსნელსა ხელსა თვისსა დღესა ამას და ყოვლადწმიდითა ხატითა თვისთა განგუასწავლის: მე ვარ ხელისამპყრობელი ცოდუილთა წინაშე ძისა ჩემისა, რომელმან კადნიერ მყო მე, რაჲთა ვედრებისა ჩემისა ისმინოს მარადჟამს და ჩუენცა მრავლითა თანანადებითა ჩუენითა დამძიმებულნი შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა და ცრემლით ვხმობთ ესრეთ:შუამდგომელო ყოვლისა ქუეყანისაო, ხელისამპყრობელო ცოდუილთაო, დედობრივითა ლოცუითა შენითა ევედრე მხსნელსა ყოველთასა, რაჲთა ღუთაებრივი კაცთმოყუარებითა თვისთა დაჰფაროს ცოდუანი ჩუენნი და სამოთხისა ბჭენი განგვიხუნნეს. რამეთუ შენ ხარ მეოხებაჲ და ცხორებაჲ ყოველთა ქრისტეანეთაჲ.

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“ („მოწყალე“)

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

ტროპარი: სამართლად კადნიერებით მოვილტვით მოწყალისა ხატისა შენისა მომართ, ღუთისმშობელო და ლმობიერებითა ვხმობთ მისდა მომართ: გარდამომივლინენ მდიდარნი წყალობანი შენნი: განამტკიცე ეკლესიაჲ ჩუენი, კეთილდღეობანი კაცთანი დაიცევ და იხსენ ქუეყანაჲ ჩუენი ყოვლისაგან გარემოდგომილებისა, ერსა ამას მშვიდობაჲ მოჰმადლე და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

 

ხატი ღმრთისმშობლისა „მოალერსე“ ანუ „ყოველთა სიხარულთა სიხარული

ტროპარი: ღუთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ცოდუითა მოწყლულნი ესე, სასწაულთმოქმედსა მოალერსესა ხატს მისსა ამბორს-უყოფდეთ და ცრემლით უგალობდეთ: დედუფალო, შეიწირენ უღირსთა მონათა შენთა ლოცუანი და მოგუანიჭე ჩუენ, მვედრებელთა შენთა, დიდი წყალობაჲ.

 

ხატი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა სმოლენსკის ოდიგიტრია (გზის მაჩვენებელი)

ტროპარი: ღუთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩუენ ცოდუილნი და ესე გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად-ვყოთ სიღრმით გულისაჲთ. ჰოი, დედუფალო წყალობითა შემწე მეყავ ჩუენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ შემეწიე, რამეთუ წავრწყმდებით ჩუენ სიმრავლისაგან ცოდუათა ჩუენთასა, ნუ გარე მაქცევ მონათა ამათ შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩუენი წინაშე ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა.

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ვნებისა“

ტროპარი: გამოუთქმელად გაბრწყინდა დღეს სამეუფოსა ამას ქალაქსა შინა ხატი ღუთისმშობელისა და ვითარცა სხივცისკროვანმან მზემან გამოჩინებითა თჳსითა ქუეყანაჲ ყოველი განანათლა. დღესასწაულობენ გონებითა ზეციურნი ძალნი და სულნი მართალნი, ჩუენცა მჭვრეტელნი მისნი ვიხარებთ და ცრემლითა ვხმობთ ღუთისმშობელისა მიმართ: ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღუთისმშობელო, შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ევედრე, რაჲთა მშვიდობაჲ და სიმრთელეჲ მოანიჭის ყოველთა ქრისტეანთა, დიდითა და გამოუთქმელითა წყალობითა თჳსითა.

 

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „აღმადგინებელი“

ტროპარი: ქალწულო წმიდაო, სიყუარულით პატივისმცემელთა ხატისა წმიდისა შენისათა და ჭეშმარიტისა დედისა ღუთისა განმადიდებელთა და სამართლად თაყუანის-მცემელთა მკურნალად გამოსჩნდი, განმაშორენ ყოველნი სენნი და ბოროტნი ჩუენგან, ვითარცა მრავლისშემძლებელ ხარ.

 

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი
„ყოველთა დედუფალი“ („პანტანასსა“)

კონდაკი: ახალგამოცხადებულისა ხატისა შენისა წინაშე წარდგომილ-ვართ ლმობიერად მორწმუნენი და გიგალობთ შენ, ყოველთა დედუფალო: გარდამოგვივლინე კურნებანი შენდამი მოლტოლვილთა, რათა სიხარულითა ვხმობდეთ შენდამო: გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.

 

კალუგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

ტროპარი: მამულისათვის ჩუენისა და უცხო თესლთა ზედამოსვლისა ჟამსა მბრძოლო უბრძოლველო და სიკუდილშემოსილისა წყლულებისაგან მხსნელო მოწყალეო, ყოველთა ჭირთა და სენთაგან მიხსნენ მონანი შენნი, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეუვრდეთ სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.