აგვისტო

1

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა

ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი: რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენი მოგუანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღვთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევა მომადლე მას ბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძელველი, ჯუარი შენი ყოვლადძლიერი.

 

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი,
ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)

ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმინდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აქ მეოხებად ჩუენთათვის და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნენ, კაცთმოყუარე, გევედრებით.

კონდაკი: სიბრძნისა ღმრთისა სვეტნო, შვიდ რიცხვედნო, ბაზმანკო ნათლისანო, საღმრთონო შვიდ ნათელნო, მაკაბელნო ყოვლადბრძენნო, პირველმოწამეთა დიდნიმოწამენო, მათ თანა ღმერთსა ყოველთასა ევედრენით ცხოვრებად მაქებელთა თქუენდა.

 

2

აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი იერუსალიმით კონსტანტინოპოლს (დაახლ.428)
და პოვნა ნაწილთა მართალთა ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა

ტროპარი: ბრწყინვალე და დიდო სამკაულო მოწამეთაო, უძლეველო საჩინო მნათობო, ახოვნად მოთმინეო სტეფანე, სანატრელო ქრისტეს მხედარო, მეო0გუეყავ ჩუენ ცოდვილთა.

ტროპარი: სამეუფოი გვირგვინი დაიდგ თავსა შენსა ღუაწლთა მათ მიერ, რომელნი თავს ისხენ ქრისტეს ღმრთისათვის, მოწამეთა დასაბამო სტეფანე, რამეთუ შრნ ურიათა სიცბილსა ამხილე და იხლიე მაცხოვარი მამისა მჯდომარე, მას ევდრე შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: პირველად დათესულ იქმენ შენ ქუაყანასა ზედა ზეციერისა მოქმედისა მიერ, ყოვლადქებულო, პირველად დასთხიე სისხლი შენი ქუეყანასა ზედა ქრისტესთვის, სანატრელო, პირველადვე მის მიერ ძლევისა გვირგვინითა შეიმკვ, მოწამეთა დასაბამო სტეფანე, პირველ ყოველთასა მოღუაწეო.

 

3

პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (+457)

ტროპარი: ხენეშისა სარწმუნოებისა დამტევებელმან, და ჭეშმარიტებისა გზათა მავალსა, ქრისტესთვის მრავალთა ჭირთა მიმთვალველსა, მოწამეთა შორის საჩინოსა, საქართველოს მნათობსა, დიდსა მოწამესა რაჟდენს შევასხმიდეთ მორწმუნენო ძნობითა საღმრთოთა, რათა მეოხებითა მისითა ვიხსნნეთ განსაცდელთაგან.

კონდაკი: მწყემსისა ჭეშმარიტისა შედგომილო, და სუფევისა მისისა საღმრთოსა ზიარო, მონაო სარწმუნოო, და მსგავსად მთიებისა საჩინოო მნათობო, სასურველისა შენისა ქრისტესა შეწირულო, დიდო მოწამეო რაჟდენ, გვიოხენ ჩუენ მაქებელთა შენთა.

 

ღირსი ისააკი, დალმატი და ფავსტო (IV-V)

კონდაკი: მარხვითა განბრწყინვებულსა, ვითარცა მნათობსა და მწვალებელთა სარწმუნოებად მომაქცეველსა, ღირსად ვაქებთ ისააკსა, დალმატის თანა და ფავსტოსსა, ვითარცა ქრისტეს სათნოთა, რამეთუ მას ევედრებიან ჩუენ ყოველთათვის.

 

4

შვიდნი ყრმანი ეფესელნი: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე,
იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე (+დაახლ. 250)

ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: სოფლის შინაჲსა ხრწნილებისა მომძაგებელნი, და უხრწნელთა ნიჭთა მიმღებელნი, მომკუდარნი, თვინიერ ხრწნილებისა, დაადგრეს წმიდანი შვიდნი ყრმანი, რომლისათჳს აღსდგეს შემდგომად მრავალთა წელთა, ყოველთა სიბოროტეთა ურწმუნოებისათა დამფვლელნი, რომელთაცა ქებით შემსხმელნი, მორწმუნენი, დღეს ქრისტესა უგალობდეთ.

 

5

წინადღესასწაული უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ფერისცვალებისა

ტროპარი: ქრისტეს ფერსიცვალებასა მივეგებნეთ სურვილით ბრწყინვალედ მედღესასწაულენი, მორწმუნენო, და ვხმობდეთ: მოიწია დღე საღმრთოსა სიხარულისა, რამეთუ აღვალს მთად თაბორად მეუფე, განბრწყინვებად ელვარებითა საღმრთოსა შუენირებისათა.

კონდაკი: დღეს საღმრთოთა ფერისცვალებითა უფლისათა კაცობრივი ბუნებაი საღმრთოთ განბრწინდების და სიხარულით ღაღადებს: იცვალებს ფერს ქრისტე, მაცხოვარი ყოველთა.

 

6

ფერისცვალება იესუ ქრისტესი
(6 აგვისტო / 19 აგვისტო)

ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.

 

7

ღირსმოწამე დომენტი სპარსი და ორნი მოწაფენი მისნი (+363)

ტროპარი: მარხვითა აღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარისათა წარსწყმინდენ, ყოვლადსანატრელო, და კვალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურე, და მრჩობლნი გვირგვინი მოიხვენ ღმრთისა მიერ, ღირსო მოწამეო დომენტი, მარადის სახსენებელო.

კონდაკი: შეაიწრენ ხორცნი შენი და განიძარცვენ ქუეყანანი ზრახვანი, ღირსო მოწამეო დომენტი, და გამოსჩნდით დიდად წინამძღურად მონაზონთა, და არა შეუშინდი მეფისა გულისწყრომასა, რომელმან არა ინება თაყუანისცემაი ქრისტესი; ამისთვის აღესრულე ესრეთ მღაღადებელი: ვითარმედ ღმერთი არს ჩემ თანა და ვერ ვინ შემძლებელ არს ვნებად ჩემდა.

 

8

წმიდა ემილიანე აღმსარებელი, კვიზიკელი ეპისკოპოსი (+815-820)

კონდაკი: ახოვნად მბრძოლად გამოსჩნდი შენ სამებისა და განიოტენ მწვალებელთა ერნი, და განბრწყინვებულ-ჰყავ ეკლესია ქრისტესი, რომლისათვისცა ივნე, ღირსო ემელიანე: ამისთვის პატივს ვსცემთ ხსენებსა შენსა, წარმართთა ზედა მოსვლისაგან იხსნენ მონანი შენი.

 

9

წმიდა მოციქული მატათა (დაახ. +63)

ტროპარი: მოციქულო წმიდაო, მატათა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი: სახედ ნათლისა, ვითარცა მზე, ყოველსა ქუეყანასა განხდა სიტყვა შენი, და განანათლებს წარმართთა ეკლესიასა მადლითა, ღმერთ შემოსილო მატათა მოციქულო.

 

10

წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე
და აღაპიტე დიაკონნი, რომანოზ მხედარი - რომაელნი (+258)

კონდაკი: ცეცხლითა ღმრთაებისათა აღტკინებულმან ცეცხლნი ვნებათანი სრულიად დაშრიტენ, მოწამეთა სიმტკიცეო, ღმერთშემოსილო ლავრენტი, და ვნებათა შინა სარწმუნოდ ღაღადებდი: ვერარამან განმაშოროს სიყვერულსა ქრისტესსა.

 

11

წმიდა მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი (+304)

კონდაკი: სჯულსა ქრისტესსა ხელთა შინა შენთა მტვირთველი შეუდეგ მტერთა მიმართ, მღაღადებელი ესრეთ, ვითარცა ღუაწლთა შინა ჩინებულ ვარ მტკიცედ წამებად, ვინაიცა სიხარულით მოუდრიკე ქედი შენი და მისცენ მახვილსა წარკვეთად აღმსარებელმან სრბისა შენისამან.

 

13

აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა მაქსიმე აღმსარებლისა

ტროპარი: მართლმადიდებლობისა წინამძღვარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღუარო, მონაზონტა ღმრთივსულიერო პოხიერებაო, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღვდელმთავართა კანონო რმრთივ-სულიერო, ყოვლადბრძენო მაქსიმე, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანატლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა სეწყალებად სულტა ჩუენთათვის.

კონდაკი: სამებისა წმინდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეტ ყოველნი, რამეთუ სარმწუნოებაი ღმრთისა ხმამაღლად ქადაგა, ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა და ღირსად სარწმუნოებით პატივს ვსცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ მქადაგებელო სარწმუნოებისაო.

სხვა კონდაკი: ნათელი სამ-ბრწყინვალისა სამებისა დაემკვიდრა სულსა შინა შენსა და ჭურად რჩეულად გამოსჩნდი, ყოვლადნეტარო, და გამოუცხადე ყოველთა კიდეთა ღმრთაებაი მისი, ძნიად მისაწდომელი გულისხმის-გყოფად, და სამება წმიდა ცხადად გვიქადაგე, მაქსიმე, ზესთ არსად დაუსაბამოდ.

 

14

ღვთისმშობლის მიძინების წინადღესასწაული

ტროპარი: ერნო გიხაროდენ და სარწმუნოებით აღიპყრენით ხელნი თქუენი, და სურვილით შემოკრებდით, და სიხარულით ღაღადებდით, რამეთუ დედასა ღმრთისასა ეგულვების ქუეყნით ზეცად ამაღლებაი, რომელსა ძალნი ცათანი შიშით უგალობენ.

კონდაკი: დიდებულსა ხსენებასა შენსა ყოველი სოფელი უნივთოთა სიხარულითა სეიმკვების, ხოლო გონებითა მოხარული ხმობს შენდა მომართ: გიხაროდენ ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო.

 

15

მიძინება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

ტროპარი: შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

კონდაკი: მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიცგვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა.

 

16

ჩამოყვანება ედესით კონსტანტინოპოლს ხელთუქმნელისა ხატისა
უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი (944)

ტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

კონდაკი: გამოუთქმელსა შენსა ღვთაებასა და კაცთა-მომართსა განგებულებასა, გარე შემოუწერელო სიტყვაო მამისაო, ხატსა გამოუწერელსა და ღვთის გამოხატულსა განხორციელებისა შენისასა საძლეველად შეუორგულებელად ვიცნობთ ჩვენ და პატივს ვსცემთ მას და ამბორს უყოფთ.

 

ანჩისხატობა-მამა ანტონობა მარტყოფში

ტროპარი: ლიტანიობითა და გალობითა აქებდით და ადიდებდით ყოველი სული და ყოველი დაბადებული სოფლისა მხსნელსა და მფარველსა საშინელსა ანჩისხატსა, რომელსა უღაღადებენ ერნი კლარჯეთისანი: იერაპოლისით მოვიდა ხატი ესე საშინელი და ჩუენ, მოსავთა მისთა მოგვანიჭებს ცოდვატა შენდობას და დიდსა წყალობასა.

კონდაკი: ტილოსა ზედა დაჰბეჭდა დამბადებელმან, პირმშომან ხატმან მამისამან, სახე თვისი ღმრთული ბეჭედად შეუძვრელად, რაითა მართლმადიდებელნი ყოველნი ვდგეთ მიუდრეკელად უმართლესსა სარწმუნოებასა ზედა უკუნისამდე.

 

17

წმიდა მოწამე მირონ ხუცესი (+250)

კონდაკი: სიყრმითგან შეიუყუარე ქრისტე, ყოვლადდიებულო, და დაიმარხენ საღმრთონი მცნებანი მისნი, და მისსა მიმართ მიილტოდი, ყოვლად უმანკო მირონ ყოვლადპატიოსანო, ანგელოზთა თანა ევედრე წადიერად და ითხოვე ყოველთა პატივისმცემელთა შენთათვის მოტევებაი ცოდვათა.

 

18

წმიდა მოწამენი ფლოროსი და ლავროსი (II)

ტროპარი: ყოვლადშუენიერითა და ღმრთივგანბრძნობილთა მოწამეთა ბრწყინვალედ ვაქებთ ღირსად, მორწმუნენო, ფლოროსს ყოვლადსანატრელსა და ლავროსს ყოვლადპატიოსანსა, რომელთა გულსმოდდგინედ სამებაი მტკიცედ უქადაგეს ყოველთა, ვინაიცა იღუაწეს ვიდრე სისხლთადმდე და გვირგვინითა ყოვლადბრწყინვალითა შეიმკვნეს, და ევედრებიან ქრისტესა ღმერთსა ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ვითარცა ღმრთისმსახურებისა მოწამეთა და ღუაწლისა მძლეთა ღმრთივგანბრძნობილთა, ყოველი სოფელი ყოვლადდიებულად პატივს სცემს ფლოროსს და ლავროსს დღეს, რაითამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა მათითა, და ვიხსენთ ჭირთა, და განსაცელთაგან, და რისხვათა, და მწუხარებათაგან დღესა სასჯელისასა.

 

19

წმინდა მოწამე ანდრია სტრატილატი (+284-305)

ტროპარი: ქვეყნიერი წესი დიდებისა დაუტევე, და ზეცათა მეუფისა დაიმკვიდრე, სისხლთა წვეთითა, ვითარცა ყოვლადსაკვირველითა ქვითა, უხრწნელი გვირგვინი შეიმკვე, და ქრისტეს მიმართ მიიწოდენ კრებული ღვაწლისა მძლეთა, გუნდთთა თანა ანგელოზთასა დაუვალი მზე, ქრისტე, მოიპოვე, წმიდაო ანდრია სტრატილატო, მას ევედრე თანავნებულთა შენთა თანა მარადის, რათა აცხოვნეს სულნი ჩვენნი.

კონდაკი: წინაშე უფლისა ჰსდგა შენ, ვითარცა ვარსკვლავი წინამსრბოლი მზისა, და საუნჯედ გულის სათქმელად იხილვე სასუფეველისა, სიხარულითა გამოუთქმელითა აღვსებული, და უკვდავსა მეუფესა, დაუსრულებელსა შინა საუკუნესა, ანგელოზთაგან დაუცხრომელად საქებელსა, უგალობ, ანდრია სანატრელო, მათთანავე ევედრე დაუცხრომელად ჩვენ ყოველთათვის.

 

20

წინასწარმეტყველი სამოელი (XI ს. ქრისტეს შობამდე)

კონდაკი: ვითარცა მრავალ პატიოსანი ძღუენი, პირველ მუცლადღებისა მიეცი შენ ღმერთსა და სიყრმითგან, ვითარცა ანგელოზმან, მსახურე, ყოვლადსანატრელო, და ღირსიქმენ უფროს ყოფადისა მოთხრობად; ამისთვის გიგალობთ შენ: გიხაროდენ წინასწარმეტყელო ღმრთისაო სამუელ, დიდო მღვდელმთავარო.

 

21

წმიდა მოციქული თადეოზი, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 44)

კონდაკი: ვითარცა რა ვარსკვლავი ყოვლადბრწყინვალე, მოგიგო შენ ეკლესიამან, მოციქულო თადეოზ, სასწაულითა შენითა მარადის განათლებულმან, აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი.

 

22

წმიდა მოწამენი: აღათონიკე, ზოტიკე, თეოპრეპე, აკვინდინე, სევერიანე, ზენონი და სხვანი (IV)

კონდაკი: გონებაი კეთილი მოიგე, ღმრთივგანბრძნობილო და ყოვლად ურწმუნონი კაცნი მოაქციენ სარწმუნოებად, და არა შეუშინდი სატანჯველსა, აგათონიკე დიდებულო, ვინაიცა მკვიდრ იქმენ კეთილთა და მიიღენ ვნებულთა შენთა თანა ღირსად გვირგვინი.

 

24

მღვდელმოწამე ევტიქი - მოწაფე წმიდა იოანე ღვთისმეტყველისა (I)

კონდაკი: მოციქულთა თანა მოსაყდრე და მღვდელთმთავართა შუენიერებაი იქმენ, ევტიქი, მოწამეობაი ადიდენ და განბრწყინდი, ვითარცა მზე, და განანათლებ ყოველთა, და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა; ამისთვის პატივსგცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღვდელსა, მესაიდუმლოესა ქრისტესსა.

 

25

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი (VI)

კონდაკი: იხილვედ დიდად მზედ ეკლესიისა მოძღურებათა ელვითა და სასწაულითა საკვრველთათ ნათელ მყვანებელ პატივისმცემელთა შენთა, ბართლომე, უფლის მოციქულო.

 

წმიდა მოციქული ტიტე, სამოცდაათთაგანი - კრეტელი ეპისკოპოსი (I)

კონდაკი: პავლეს თანა მზრახველად გამოსჩნდი, მოციქულო, და მას თანა ქადაგებაი მოგვითხრენ ჩუენ საღმრთოსა მადლისა, საიდუმლოთა მეტყელო, ტიტე ნეტარო; ამისთვის გიღაღადებთ შენ: ნუ დასცხრები ვედრებად წინაშე ღმრთისა ჩუენ ყოველთათვის.

 

26

წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IV)

ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო ადრიანე და ნატალია ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: დედაკაცისა ღმრთივ-განბრწყინვებულისა საღმრთონი იგი სიტყვანი გულსა დაიდევ, ანდრიანე, მოწამეო ქრისტესო, და სატანჯველთა მიმართ გულს მოდგინეთ შებმა ჰყავ, და მეუღლისა თანა მოიღენ გვირგვინი უხრწნელებისა.

სხვა კონდაკი: მოწამეთა საღმრთო ხსენება გამობრწყინდა, და კიდენი სოფლისანი ბრწყინვალედ განანათლნა, და სიხარულით ესრეთ ღაღადებენ: შენ ხარ, ქრისტე, გვირგვინი მოწამეთა შენთა და სიხარული.

 

27

ღირსი პიმენი დიდი (+დაახ. 450)

ტროპარი: ცრემლთა მდინარითა უდაბნოჲ უქმი მოიმუშაკე, და სიღრმით სულისათ სულ თქმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყვენ, და იქმენ მნათობ და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო პიმენ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთა-თვის.

კონდაკი: ბრწყინვალეთა შენთა ღვაწლთა, ღირსო მამაო, წარმოსდგა დღეს წმიდა სახსენებელი, ღმრთის-მსახურთა სულთა განმამხიარულებელი, პიმენ ღმრთივ-განბრძნიბილო, ღირსო მამაო ჩუენო.

 

28

წმიდა დიდებული მოწამე შუშანიკი (+476)

ტროპარი: წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო, წმიდაო შუშანიკ და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაჲ წარუვალი და აწ კადნიერად მდგეომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკვდავისა ქრისტესა, მეოხ გვეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო.

კონდაკი: დღეს მოხარული არს ერი ქართველთა ხსენებისა შენისათვის, დედოფალო, წმიდაო შუშანიკ, და ღვაწლთა შენთა სიმრავლისა მაქებელნი, ვითხოვთ ქრისტესაგან მეოხებითა შენითა სოფლისათვის მშვიდობასა და სულთა ჩუენთათვის დიდსა წყალობასა.

 

ღირსი მოსე შავი (+400)

ტროპარი: უდაბნოსა მოქალაქე, და ხორცითა ანგელოზად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი, ღმერთ შემოსილო მამაო წმიდაო მოსე, მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და კურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან, დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

კონდაკი: შავთა მათ ყვრიმალთა ეც ძლიერად, და პირსა ეშმაკთასა შენერწყვე გონიერად, და განბრწყინდი, ვითარცა მზე ბრწყინვალე, წმიდითა ცხოვრებითა, და მოძღურებითა შენითა უძღვი სულთა ჩუენთა.

 

29

თავისკვეთა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი (+33)

ტროპარი: ხსენება მართლისა ქებით აღესრულებით, ხოლო შენდა კმა არს წამება უფლისა, წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინასწარმეტყველთა და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ, წყალთა შინა ღირს იქმენ ნათლისცემად და იწამე ჭეშმარიტებისათვის, და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორითა და სიხარულით ახარე გამოჩინებული, და აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

კონდაკი: წინა-მორბედისა დიდებულისა თავის კვეთა, განგებულება იქმნა საღმრთო, რათამცა მყოფთა ჯოჯოხეთისათა უქადაგოს მოსლუაჲ მაცხოვრისა, გოდებდინ აწ იროდიადა უსჯულოსა მისთჳს მკულელობისა, რამეთუ არა შეიყუარა სჯული ღმრთისა ცხოველისა, არცა სუფევა საუკუნო, არამედ საწუთო ესე ამაო.

 

30

წმიდა ალექსანდრე (+340), იოანე (VI) და პავლე ახალი (+784) - კონსტანტინოპოლის პატრიარქნი

კონდაკი: ქრისტეს სიყვარულითა აღტკინებულთა, დიდებულნო, უღელი მისი აღიღეთ, პატიოსანი ჯვარი, და მობაძავ ცხოვრებისა მისისა გამოსჩნდით, და საღმრთოსა დიდებისა მისისა ზიარ იქმენით, ალექსანდრე ღმრთივგანბრძნობილო იოანეთურთ საკვირველით და პავლე დიდებულითა, ვინაიცა საყდრისა მისისა წინაშე მდგომარე ხართ წადიერად, მას ევედრენით სულთა ჩუენთათვის.

 

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის შემდგომი დღე

კონდაკი: იროდი უსჯულო-ქმნილმან მისცა დედაკაცსა თავი შენი პატიოსანი, წინამორბედო, რომლისა თაყუანისმცემელნი ვიხარებთ, ხოლო იროდია სტირს და ჰგოდებს და იროდი და მროკველიცა იგი.

 

31

დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა (395-408)

ტროპარი: ღმრთის მშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელო და სარტყელო უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად გიან მარადის, რამეთუ შენ ზედა გონებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა, ამისთჳს გევედრებით: მშვიდობა სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი: ღმრთის შემწყნარებელი მუცელი შენი, ღმრთის-მშობელო, რომელი შეიცვა პატიოსანმან სარტყელმან შენმან, არს სიმტკიცე ქალაქისა შენისა უბრძოლველისა, და საუნჯე კეთილთა მოუკლებელი, მხოლოო მშობელო, მარადის ქალწულო.

სხვა კონდაკი: პატიოსნისა სარტყელისა შენისა დადებასა დღესასწაულობს დღეს ტაძარი შენი, ყოვლად საგალობელო, და ლმობიერად გიხმობს შენ: გიხაროდენ ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო.