ტროპარი: სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან სათნოებითა წარმართე ყოველი ცხორება შენი, ღმერთშემოსილო და სასწაულთა, ღვთისა მიერ მოცემულთა, იღვწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლითა სულიერითა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩუენთა.
ტროპარი: მღვიმე ფრთედ, მიწა მკვეთ ეთერისა ჰქმენ, მთხრებლ კიბედ კამარათა ცისათა, ზესთა ზენაისა მყის ამაღლდი სუფევად, მამაო შიო ასურო, სურის ქართველთა შენდა და მოილტვიან სამარხოდ შენდა, მეოხ გვეყავ ჩვენ.
კონდაკი: ცხოვრება შენი ღვთისმსახურებით წარმართე და ჯვარისა აღმღებელმან, დაუტევე ყოველივე სოფლისა, უდაბნოსა შვენიერებაო, შიო, ვინა ვითარცა ცხოველსა გხადით ერი ქართველთა და ნაწილთა შენთა მღვიმით აღმოსრულთა სურვილით შევეტკბოთ, მამაო, ნუ დააცადებ ოხასა ჩუენთვის.
კონდაკი: ვიტარცა სარწმუნოებისა ქადაგთა და ურწმუნოებისა დამადუმებელთა, ღმერთშემოსილთა მამათა კრებული განაბრწყინვე უბრწყინვალე მზის, ქრისტე ღმერთო, ყოველსა შინა სოფელსა; მათითა ვედრებითა, მყუდროთა მშვიდობითა მგალობელნი შენი აღგვავსენ, მხსნელო, და თანა წარგვხადენ სოფლისა ღელვათა, რაითა გიგალობდეთ და გადიდებდეთ განათლებულნი გალობით: ალილუია.
ტროპარი: დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი.
ტროპარი: იშუებს ტირონი და განსცხრების ღუაწლთა შენთა სიმრავლესა, მხნეო თოდორე ღირსო, აღმოსდის კურნება სასწაულთა შენთა და ჩუენ, მგალობელთა შენთა გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობა.
კონდაკი: სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი, მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო.
ტროპარი: მართლმადიდებლობის სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო და მოძღვარო, მონაზონთა სამკაულო, ღმრთისმეტყველებისათვის მბრძოლო უბრძოლველო, საკვირველთმოქმედო გრიგოლ, თესალონიკისა სიქადულო, მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო, მარადის ცხოვრებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: საღმრთოსა და ყოვლადბრძენსა ორღანოსა მას ღმრთისამეტყუელსა, რომელმან გონიერებითა მოიპოვე სიბრძნე იგი უპირველესი და მდგომარე არს წინაშე მისა, და აწ ჩუენცა უღაღადოთ: წარგვიმართე, მამო ყოვლადსაკვირველო, მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო.
კონდაკი: აწ ჟამი მოღუაწებითა გამობრწყინდა, წინაშე ბჭეთა მარხვისათა მსაჯული მოახლებულ არს, აღვსდგეთ უკუე, ვიმარხვიდეთ და მოვიგოთ ცრემლნი, ლმობიერება და მოწყალება, და ვღაღადებთ: შეგცოდეთ უფროის ზღვისა ქვიშისა, არამედ დამიტკბი, დამბადებელი ყოვლეთაო, რაითა მოვიღოთ უხრწნელებისა გვირგვინი.
ტროპარი: უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად, და სასწაულთა მოქმედთა გამოცნდი, ღმერთშემოსილო წმინდაო მამაო იოანე: მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომლნი სარმუნოებით შენდა მოილტვიან, დიდებაი, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.
კონდაკი: ვითარცა რა დიდი მზე, მოძღურებითა და საკვირველებითა ბრწყინვალებითა სამარადისოთ განანათლებ სოფლისა სავსებასა, ზეცისა მესაიდუმლეო ღირსო იოანე.
ტროპარი: ბრძანებული საიდუმლო მიიღო გონიერად და მეყვსეულად კარვად იოსებისა მოიწია უხორცო, და ეტყოდა უქორწინებელსა: რომელმან სიმდაბლით ცანი მოსდრიკნა ყოვლითურთ უცვალებლად შენ შორის დატევნილ იქმნების, რომელსა ვხედავ მუცელსა შენსა მონისა ხატისა, განვსცვიფრდები და გიღაღადებ: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
კონდაკი: ზეთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ, მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაი, უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმანთავისუფლენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ტროპარი: შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო მარიამ.
კონდაკი: მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულით შეწყნარებულ იქმნა, ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯვრისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვის მეუფისა გამოსჩნდა სძლად მარიამ დიდებული.
ტროპარი: ვარსკულავებ მცხინვარე გამოჩნდით, სიმრგულესა ზედა სათნოებათასა უქცეველსა, განმდევნეთ სიბნელესა დახსნილობისასა, ხოლო განრწყინდით ვითარცა მზენი სასუფეველსა შინა ზეცისასა, ვითარცა მმარტველნი და ვითარცა მოწამენი ქრისტესნი.
კონდაკი: სიყრმე უსრული სიჩჩოსა ასაკ სრულ სიბერედ იხსენ და დანერგენ შორის შენსა ღუაწლნი მამათანი, რწყულნი იგი მათ მიერ მდიდრად ცრემლითა, და შენდა რაევე უდებ-ჰყავ ნამცნებანი მათნი, და გამოგვიჩნდი შვილთა ეკლესიისათა მფარველად, თანამოდასეო ზეცისათა მატ ძალთაო და თანამოკარვეო დავით გარეჯელისაო, სრულებაო მამათაო, ღირსო დოდო.
ტროპარი: ოფლითა მით მოღვაწებისათა, განზავებულნი ცრემლთა წყარონი ძღუნად მიუპყრენ აწ სავედრებელად მეუფესა, და ითხოვე აღორძინებაჲ მისი, რამეთუ ცრემლით სთესე, და სიხარულით მოიმკენ ნაყოფნი უდაბნოსანი, ჰოი დავით, ბრწყინვალებაო სოფლისაო, და მეოხო სულთა ჩუენთაო.
ტროპარი: საზრდელითა პირუტყელითა იზრდებოდი სიბრძნითა და ცხოვრებითა ანგელოზებრ სცხოვრებდი, სანატრელო გარეჯელო დავით, დასცნენ მტერნი ჩვენნი, ვითარცა ვეშაპნი იგი.
კონდაკი: შუამდინარით აღმოხედ ვარსკულავი ყოვლად-ბრწყინვალე, და მოიწიე უდაბნოდ გარესჯად და მიერითგან მოსლვითა შენითა, ვითარცა სამოთხე ნერგთაგან წმიდათა სცენდებიან, ნერგნი სიტყვიერნი, რომელთათვის ოხასა ნუ დააცადებ, დავით სანატრელო.
ტროპარი: უფროსად დიდებულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენი დააფუძნენ და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართენ, მრავალმწოყალე ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
კონდაკი: მოციქულთა ქადაგებაი და მღვდელთავართა მოძღურებაი სწორად ბეჭედად სარწმუნოებისა და კვართად საღმრთოდ ღმრთისმსახურებისა ქრისტეს ეკლესიასა ბრწყინვალედ მოსიეს და მართლმადიდებლობით ადიდებს დიდსა და უბიწოსა ღმრთისმსახურებისა საიდუმლოსა.
ტროპარი: ღმრთისმსახურისა მეფესა, მირულებულსა თუალთა წინაშე მარტოდ იჩუენა სახე ჯუარისა, ხოლო აქა, წმიდასა ქალაქსა, განცხადებულად ყოველსა სიმრავლესა ერისასა გამოუბრწყინდა ნათლითა შემკული პატიოსანი ჯუარი, რომელთა იხილეს და რწმენა, თაყუანისცეს და დიდებასა მისცემდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: საკვირველთმოქმედო ღმერთო, დიდებაი შენდა.