იანვარი

1

წმიდა ბასილი დიდი, კესარია-კაბადუკიის მთავარეპისკოპოსი (+379)

ტროპარი: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყვა შენი, რომლითა ღმრთივშუენიერად ჰქადაგე სარწმუნოება, ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ, წესნი კაცთანი განაბრწყინვენ და სამეფო იგი მღუდელობა განაშუენე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: გამოსჩნდი შეუძრველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა, და მიანიჭებ ყოველთა კაცთა მადლთა საღმრთოთა, რამეთუ განფინენ სწავლანი საღმრთონი ყოველსა ქუეყანასა ზედა, და ბრწყინავ ზეცათა შინ ყოვლად პატიოსანო მნათობო სოფლისაო ღირსო ბასილი.

 

2

წმიდა ღირსი მამა სერაფიმე საროველი (+1833)

ტროპარი: სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადე­ბე­ლითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოჲ მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამის­თვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოჲ ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.

 

8

წმიდა მოწამე აბო თბილელი (VIII)

ტროპარი: მოწამემან შენმან, უფალო აბო ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისასა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერ ძალი, და მძლავრი დაამხვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: დღესასწაულობს დღეს ეკლესია ხსენებასა შენსა, და შემოკრებს შვილთა ეკლესიისა და ემბაზისათა შენისა ამის ღვაწლისა და უძლეველისა ახოვნებისა ქებად და დიდებად, თვალო მოწამეთაო აბო.

 

14

წმიდა მოციქულთა სწორი ნინო (IV)

ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

 

17

წმიდა ღირსი მამა ანტონი დიდი (+356)

ტროპარი: მოშურნისა ილიას საქმეთა მიემსგავსე, და იოანე ნათლისმცემელისა კუალსა შეუდეგ, ღირსო მამაო ანტონი, უდაბნოს მკვიდრ იქმენ, და სოფელი განანათლე ლოცვითა შენითა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მსოფლიონი შფოთნი განიშორენ, და მყუდროებით ცხოვრება შენი აღასრულე, ნათლისმცემელსა მიემსგავსე ყოვლითავე სახითა ღირსო, მისთანავე უკუე პატივს-გცემთ, მამაო მამათაო ანტონი.

 

19

წმიდა ღირსი მამა ანტონ მარტყოფელი (VI)

ტროპარი: ხატად ღმრთისა შექმნილმან წმიდაო, არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი, თჳნიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოჲთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა, და მოუძღვანე ქართველთა ერსა, მოღვაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი: მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი, მოძღვარნი ყოვლისა სოფლისანი, და შვენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი იდიდებინ დღესა ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისვენა ხატი ღმრთისა, ხელით უქმნელი, მფარველად მეფისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა სოფლისა.

 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

კონდაკი: სახლსა შინა ღვთისასა დაიდევ ჭეშმარიტისა მოღვაწებისა უცთომელი ვარსკვლავი განმანათლებელად ყოველთა კიდეთა, მამაო მამათაო, ღირსო მაკარი.

 

25

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (+389)

ტროპარი: მწყემსობით ქნარი ღმრთის-მეტყველებისა შენისა, რიტორთაცა მძლე ექმნა სიტყვებსა, რამეთუ სიღრმესა სულისასა მეძიებელთა, სიკეთეცა სიტყვათა მიემატოს მათ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მამაო წმიდაო გრიგოლი, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ღმრთის-მეტყველითა ენითა შენითა თხზულებაჲ იგი რიტორთა დაარღვიე დიდებულო, და მართლ-მადიდებლობისა ზე ქსოვილითა კვართითა შემკულ-ჰყავ ეკლესია ქრისტესი, რომელი იგი შეიმოსა რა, ხმობს ჩუენ თანა შვილთა შენთა: იხარებდ მამაო, ღმრთის-მეტყველებისა გონებაო ყოვლად ვრცელო.

 

წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (+1896)

ტროპარი: სოფელსა შინა მწუხარებაჲ დაითმინე, ხოლო ქრისტესთანა მშვიდობაჲ შეიძინე, სიტყჳთა შენითა ქართველთა ერი განანათლე და უპოვარებისა საუნჯენი მას შინა განამრავლე, ღვაწლით შემოსილო წმიდაო მღუდელმთავარო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მოციქულთა თანამოსაყდრე და მღუდელმთავართა შუენიერება იქმენ, გაბრიელ, გაბრწყინდი ვითარცა მზე, და განანათლებ ყოველთა და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა. ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღუდელსა, მესაიდუმლესა ქრისტესსა.

 

26

წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი (+1125)

ტროპარი: საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

კონდაკი: ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილ-მსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა ერნი და ქალაქნი, შორის ხმისა, გვირგვინსა შეუთხზვიდეთ, განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო, მფარველო ჩუენო.

 

27

წმიდა იოანე ოქროპირი (+407)

ტროპარი: პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანის-ცემა სამებისა მხოლოისა ღმრთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლად-სანატრელო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.

 

28

ღირსი ეფრემ ასური (+დაახლ. 373-379)

კონდაკი: წინასწარ ხედვიდი მარადის ჟამსა სასჯელისასა და იგლოვდი მწარედ, ეფრემ, ვითარცა დაყუდების მყარე, ხოლო იქმენ საქმიანად და საქმეთა მიერ საღმრთოთა მასწავლელად, ვინა ყოვლადღირსო მამაო და ყოვლად შემკობილო, უდებთა აღადგენ სინანულად.

 

30

წმიდა ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი

ტროპარი: ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

კონდაკი: სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა, სამ-მზეობისა ღმრთაებისათა, რომელთა ყოველი სოფელი შარავანდედითა დოღმატთა საღმრთოთა განანათლებს და თაფლთ-მწოლვარითა მდინარითა სიბრძნისათა, ყოველი სოფელი ცნობისა ღმრთისა ნაკადულითა მორწყეს, ბასილის დიდსა და ღმრთისმეტყველსა გრიგოლის თანა იოანეს ენა ოქროვან წოდებულსა ყოველნი, რომელი სიტყვათა მათთა ტრფიალთ-ვართ, მოვედით თანად და გალობად პატივს ვსცემდეთ მათ, რამეთუ ესენი ყოვლადწმინდასა სამებასა ჩვენთვის მარადის ევედრებიან.

კონდაკი: სამღვდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა, და მღვდელმთავართა თავთა, უფალო, კეთილთა შენთაგან მიიღეს განსვენება, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა მხოლოთ, რომელმან ადიდენ წმინდანი შენი.

 

31

წმიდანი საკვირველმოქმედნი, უვეცხლონი, კვიროს და იოანე და
მათთანა მოწამე ათანასია და ასულნი მისნი, თეოდოტია, თეოქსისტა და ევდოქსია (+311)

ტროპარი: საკვირველებანი წმინდათა შენთა მოწამეთანი ზღუდედ უბრძოლველად მოგვანიჭებ, ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახვანი წარმართთანი განაქარვენ და სკიპტრა მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთ-მოყვარემან.

კონდაკი: საღმრთოთა მადლთაგან საკვირველებათა ნიჭი მოგიღებიესთ, წმიდანნო, და დაუცხრომელად საკვირველმოქმედებთ, ყოველთა ვნებათა ჩვენთა უხილავად ხელთმოქმედებითა გარდამკვეთელნი, კვიროს ღმრთივგანბრძნობილო იოანეთურთ ყოვლადქებულით, რამეთუ თქუენ ხართ საღმრთონი მკურნალნი.