ივლისი

1

წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი (+284)

ტროპარი: წმინდანო უვერცხლოთა მკურნალნო, საკვირველთმოქმედნო კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოს მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ.

კონდაკი: რომელთა მადლნი კურნებათანი მიიხუენით და მოჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუენითა მბრძოლთაცა სილაღე დააცხრვეთ, სოფლის მკურნალნო, საკვირველებათა მიერ.

 

2

დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა ვლაქერნას (V)

ტროპარი: ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა სენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი: ყოველთა მორწმუნეთა სამოსელო უხრწნელებისაო, ღმრთივმიმადლებულო უბიწოო, მოანიჭე სამღვდელო სამოსელი შენი, დაფარე სამოსელად კაცთა, ვინაცა დიდებასა მისსა ვდღესასწაულობთ სუვილით და გიგალობთ შენ წადიერად, უსძლოო: გიხაროდენ ქალეულო, ქრისტიანეთა სიქადულო.

 

3

წმიდა მოწამე იაკინთე (+108)

კონდაკი: ხედ ცხორებად სულსა შორის თვისსა სარწმუნოებაი შენი მოიგო, ქრისტე, მოწამემან შენმან და ხე გველისა საცთურისა წარსწყმინდა კადნიერებითა სულისათა, ამისთვისცა გვირგვინოსან-ჰყავ დიდებითა შენითა, მრავალმოწყალე.

 

4

წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)

ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ანდრია, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: დაბერე მაღლად საყვირსა საღმრთოსა გალობათასა, და გამოსჩნდი მნათობად სოფლისა, ყოვლად ელვარედ მნათობი ნათლითა სამებისათა, ყოვლად ღირსო ანდრია, ვინა ყოველნი გიღაღადებთ: მეოხებად ნუ დასცხრები წინაშე უფლისა ჩუენ ყოველთა-თჳს.

 

5

ღირსი ათანასე ათონელი (+1000)

ტროპარი: ხორციელი ცხოვრებაი შენი დაუკვირდა ანგელოზთა გუნდსა, რამეთუ, ვითარცა უხორცო, უხილავად შეერთე, ყოვლადქებულო, და ეშმაკთა მანქანებანი ყოველნი გაქარვენ, ათანასე; ამისთვისცა ქრისტემან მოგანიჭნა შენ მდიდრად ნიჭნი საღმრთონი, მამაო ღირსო, ევდრე ქრისტესა ღმერთსა ცხოვრებად სულთა ჩუენთა.

კონდაკი: ვითარცა უნივთოთა არსებათა მხილველსა სახარულევანსა, მოქმედსა და მაუწყებელსა ჭეშმარიტისასა, გიწოდს შენ სამწყსო შენი, ღმრთისმეტყუელო: ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთათვის ხსნად გარე მოდგომილთა განსაცდელტაგან. რომელნი გიხმობთ შენ: გიხაროდენ, მამაო ათანასე.

 

6

ღირსი სისო დიდი (+429)

კონდაკი: გამისჩნდი სენ მოღუაწებითა ქუეყანასა ზედა ანგელოზად და განანათლებ, ღირსო, მორწმუნეთა გონებასა ღმრთისმეტყუელებითა მარადის; ამისთვის სარწმუნოებით პატივს გცემთ შენ, სოსო.

 

7

ღირსი თომა მალეელი (X)

კონდაკი: დიდად მხნედ და უძლეველად გამოსჩნდი შენ, აღეტყინე რა საღმრთოთა სიყვარულითა, და მეფესა ხორციერლსა და ყოველსა მშუენიერებასა მძლე-ექმენ, მტასა ზედა მალეელისა მკვიდრობაი აღასრულე და მიერითფგან არხედ ცათა მეუფისა მიმართ; თომა, მას ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

ღირსი აკაკი მორჩილი, „კლემაქსსა“ შინა მოხსენებული (VI)

კონდაკი: სოფელი ესე დაუტევე და ქრისტესა შეუდეგ სიყრმითგან, ყოვლადბრძენო აკაკი ღირსო, და მიბარე მისსა ნებსით სიმდაბლესა, და დაამხუე ამპარტავანებაი მძალავრისა; მას ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათავის.

 

8

დიდმოწამე პროკოპი იერუსალიმელი (+303)

კონდაკი: საღმრთოთა შურითა ქრისტესითა განხურვებულმან და ჯურითა პატიოსნითა შეზღუდვილმან, მტერთა ზახებაი და მძლავრებაი დაამხუე, პროკოფი ყოვლადსანატრელო, და პატიოსანი ეკლესია აღამაღლე სარწმუნოებით წარმატებულმან და განმანათლებელმან ჩუენმან.

 

9

მღვდელმოწამე ბაგრატი - ტავრომენიელი ეპისკოპოსი (I)

კონდაკი: მნათობად ღმრთივბრწყინვალედ აღმოუჩებრწყინდი ტავრომენელთა, ბაგრატ, და მღვდელმოწამედ გამოსჩნდი ქრისტეს ღმრთისათვის, რომლისაცა წინაშე სდგა შენ აწ კადნიერად, ევდრე მას პატივისმცემელთა შენთათვის, ნეტარო.

 

10

წმიდანნი ორმოცდახუთნი მოწამენი, წამებულნი ნიკოპოლს სომხეთისასა:
ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი,
მენევსი, ბირილადე და სხვანი (+დაახლ. 319)

კონდაკი: სატანჯველთა მრავალთა მიეცნით ქრისტესთვის, მოწამენო, და სამსახურებელნი იგი კერპთანი დაამხვენით, და დაარღვიეთ ყოველივე უღმრთოებისა საცდური ძალითა ქრისტესითა, და დასთრგუნეთ და ჩუენ ყოველთასარწმუნოდ და ცხადად გვასწავეთ გალობად: ალილუია.

 

11

ხსენება დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის სასწაულისა (451)

კონდაკი: ღუაწლნი მოღუაწებასა შინა და ღუაწლნი სარწმუნოებასა შინა მხურვალედ აჩვენენ ქრისტესთვის, სიძისი შენისა, არამედ აწცა, ვითარცა წვალებანი, ეგრეთვე ზახებაი მტერთა ფერხთა ქუეშე მეფისა ჩუენისათა დამორჩილებად ითხოვე ღმრთისმშობელისა მიერ, რომელმან ექვსას ოცდა ათთა ღმრთისმშობელისათა მამათაგან საზღვარი სჯულისა მიიღე და დაიმარხე, ყოვლადქებულო.

 

12

ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: იოანე - ექვთიმეს მამა და გაბრიელი (X)

კონდაკი: უაღრეს არსებისა კაცთასაგანაბრწყინეთ შრომანი თქვენი და ქვეყანაი აღავსეთ კეთილმასურებისა წერილითა, და ანგელოზნი განკვირდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძვად თქვენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკვირვო აჩვენეთ საქმენი, მამანო ათონელნი მნათობნო ყოვლისა სოფლისანო.

 

ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: იოანე - ექვთიმეს მამა, იოანე (თორნიკ-ყოფილი), გაბრიელი და ექვთიმე (X)

ტროპარი: ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.

სხვა ტროპარი: ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი, ბრძენნო, და მრავალ-წილად მოისთულენით სათნოებათა თქუენთა ნაყოფნი, და იქმენნით მწყემს სამწყსოთა ქრისტჱსთა, და გამოზარდენით იგინი მწუანვილოვანთა ზედა მოღუაწებისაჲთა, ხოლო განრაჲხვედით სოფლით დიდებით, მამათა კრებულსა თანა აღირაცხენით, ღირსნო მამანო ჩუენნო ათონელნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

წარდგომა: მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილეთ საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰჴდით, და იჴსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის თქუენ მარადის, ყოვლად-ქებულნო მამანო ჩუენნო, ათონელნო, და პატივს-სცემს ჴსენებასა თქუენსა. ქრისტესა ევედრენით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

კონდაკი: უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და ქუეყანაჲ აღავსეთ კეთილმსახურებისა წერილითა, ანგელოზნი განკჳრდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკჳრვოჲ აჩუენეთ საქმენი, მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ყოვლისა სოფლისა მნათობნო!

 

წმიდა მოწამენი: პროკლე და ილარიო (II)

კონდაკი: მსგავსად ვარსკულავისა მის მთიებისა აღმოგვიბრწყინდა ჩუენ მოწამეთა პროკლეს და ილარიონის პატიოსანი ღუაწლნი განმანათლებელად ჩუენდა  სასწაულთა ნათლითა; ამისთვის ვდღესასწაულობთ ხსენებსა მათსა და ვიტყვით: ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რათა აცხოვნეს სულნი ჩუენი.

 

ღირსი მიქაელ მალეინი (+962)

კონდაკი: ხორციელი სიმდიდრე დააწვლილენ საქმითა, ხოლო სულიერი  მკვეთელობაი მოიგე განწმენდითა, მიქაელ და გამოსჩნდი სამებისა სამკვიდრებელ, რომლისაცა მხედველ იქმენ ცხადად, მას ევედრე, ნეტარო, დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

13

კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა

ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მტავარანგელოზო გაბრიელ, გევედრებით უღირსნი ესე, რაითა მეოხებითა შენითა შეგვზღუდენ ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, უხორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსენ ჩუენ, დიდი მთავარო ზეცისა ძალთაო.

 

14

წმიდა მოციქული აკვილა - სამოცდაათთაგანი (I)

კონდაკი: ვითარცა რა მზე დიდი, მოგიგო შენ ეკლესიამან, დიდებულო აკვილა, და ბრწყინვალებითა მოძუღურებისა შენისატა განათლდებიან სარწმუნოებიტ პატივისმცემელნი შენნი უფლისა მოციქულო.

 

15

წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა (+დაახლ. 305)

კონდაკი: მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილნი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: წრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა.

 

16

მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი (+დაახლ. 311)

კონდაკი: მეუფისა ბრძანებასა შეუდეგ ვითარცა რჩეული მწყემსი, და დასდევ სული შენი ქრისტეს ცხოვართათავის, მღვდელმოწამეო ათინოგენე: ამისთვის გაქებთ შენ და შენ თანა ათთა მოწაფეთა შენთა, რომელთა ივნეს შიშითა ღმრთისა შენთა მოძღურებათა წინამძღობითა, და ამის მიერ სათნო-ეყავ მეუფესა, და გვირგვინოსან-გყოთ თვენ ცხოვრებისა დასაბამისა მარჯვენითა, რომელსა ევედრენით ჩუენ ყოველთათვის.

 

17

წმიდა დიდმოწამე მარინე (IV)

ტროპარი: ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

სხვა ტროპარი: ბრწყინვალედ განაშუენე ლამპარი შენი სისხლითა ზეთითა ბრძენთა მათთანა ქალწულთა,  სიძისა მომლოდნელთა, ქალწულთა შორის დიდებულო მოწამეო მარინე, მეოხ-გვეყავ ჩუენ.

კონდაკი: ქალწულებისა სიკეთითა განშვენებულმან, ქალწულო, და წამებისა ღვაწლითა გვირგვინოსანმან, მარინე, სისხლითა ღვაწლთათა სხურებულმან, და კურნებათა საკვირველებითა განბრწყინვებულმან, კეთილ-მსახურებით მიითვალენ, მოწამეო, ძლევისა ნიჭნი ღვაწლთა შენისათანი.

 

18

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)

კონდაკი: საღმრთოთა შურითა აღტკინებული ცეცხლის მსახურთა არა შეუშინდა, არამედ არხედ უშიშითა გონებითა მას ზედა და იქმენ ყოვლადდასაწველი, და ვითარცა მსვერპლი მეუფისა შეიწირე, მოწამეო დიდებულო ემილიანე, ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობა.

 

19

წმიდა ღირსი მამა სერაფიმე საროველი (+1833)

ტროპარი: სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადე­ბე­ლითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოჲ მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამის­თვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოჲ ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.

 

ღირსი მაკრინე - და ბასილი დიდისა (+380)

კონდაკი: სახიერი ღმერთი შეიყუარე ყოვლითა გულითა, ღირსო მაკრინა, და ჯუარი მისი პატიოსანი ბეჭთა შენთა ზედა იტვირთე, და შეუდეგ მას გულსმოდგინედ, ვინასა შენდობაი ცოდვატა მოიპოვე.

 

ღირსი დიოსი (+დაახლ. 430)

კონდაკი: სიწმინდითა სულისათა საღმრთოდ შეიჭურე და დაუცხრომელი ლოცვაი, ვითარცა რა ლახვარი, ხელთ იდევ, განგმირე ეშმაკთა ბანაკნი, საკვირველმოქმედო მამაო ჩუენო დიოსი, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათავის.

 

20

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) (+1907)

ტროპარი: ღუაწლითა და სისხლითა შენითა უდაბნოი იგი სოფლისაი მოიმუშაკე და გონებითა ღმრთივბრწყინვალითა დაცემულნი კუალად აღგვადგინენ, ჭეშმარიტებაჲ სთესე და გვირგვინი უკუდავებისაჲ მოიპოვე, სიმართლისათვის დაითმინე და ზესთა სოფელი დიდებისაჲ დაიმკვიდრე, ძეო ქართველთა ერისაო, ერისათვის წამებულო, წმიდაო ილია მართალო, ყოვლადდიდებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ძმათა შენთათვის, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელი (IX საუკუნე ქრისტეს შობამდე)

ტროპარი: წინასწარმეტყუელო დიდო და პატიოსანო, რომელმან ლოცვითა შენითა განახმენ ცვარნი წმისანი და დაცსენ მტერნი წინააღმდგომნი, ილია, დიდად სახელოვანო, მეოხ-გვეყავ ჩუენ.

ტროპარი: ხორცითა ანგელოზმან და წინასწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსვლისა მეორემან წინამორბედმან, ილია ყოვლადდიდებულმან ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთოვანთა განწმენდად, და პატივისმცემელთა მისითა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობასა.

კონდაკი: წინასწარმეტყუელო და წინასწარმხილველო დიდებულთა საქმეთა ღმრთისა ჩუენისათა, ილია დიდად სახელოვანო, რომელმან სიტყუითა შენითა დააყენე წყალ მდინარე იგი ღრუბელი, მეოხ გუეყავ ჩუენ მხოლოსა მიმართ კაცთმოყყარისა.

 

21

წინასწარმეტყველი ეზეკიელი (VI საუკუნე ქრისტეს შობამდე)

კონდაკი: წინასწარმეტყუელად ღმრთისა გამოსჩნდი შენ, ეზეკიელ საკვირველო, და უფლისა განხორციელებაი უმეტესად ყოვლთასა მოგვითხრენ, ვითარმედ ესე კრავი და დამბადებელი ყოველთა საუკუნეთა ძე ღმრთისა გამოსჩნდეს.

 

ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და იოანე, თანამმარხველი მისი (+დაახლ. 590)

კონდაკი: ხორცთა შინა ვიოთარცა უხორცოთ გამოჩენა და სათნოებათა მიერ ყოვლისა სოფლისა განმანათლებელსა სვიმეონს, ანგელოზთა თანასწორსა და ღმერთშემოსილსა ვაქებდეთ მისთანავე იოანეს მარადის სახსენებელსა, სარწმუნოებით და სიყვარულით უგალობდეთ, რამეთუ ევედრებიან უფალსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

22

წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი (I)

ტროპარი: ქრისტეს ჩუენთვის ქალწულისაგან შობილსა შეუდეგ, სანატრელო მარიამ მაგდალინელო, რომლისა სჯული და მცნებანი დაიმარხენ; ამისთვისცა წიდასა ხსენებსა შენსა სიხარულით ვდღესასწაულობთ მორწმუნენი და წადიერად გაქებთ და გიგალობთ.

კონდაკი: ჰსდგე რა წინაშე ყოვლადდიდებულისა მაცხოვრისა ჯუარისა სხუათა მათ მრავალთა თანა და დედისა თანა უფლისა, შენცა მწუხრებით მტკივნეული საცრემლეოდი და ქებას ამას შესწირავდი, მეტყუელი: რა არს უცხო ესე და საკვირველი, ვითარ მყრობელმან ყოვლისა დაბადებულისამან, ვნება თავს-იდევ, დიდებაი ძლიერებასა შენსა.

 

აღმოყვანება ნაწილთა მღვდელმოწამისა ფოკასი (403-404)

კონდაკი: ვითარცა მღვდელმთავარმან მარადის მემსხვერპლემან მამაო, უკანასკნელ თავი თვისი შესწირე მსხვერპლად ცხოველად და იღუაწე სჯულისათვის ქრისტეს ღმრთისა, ანგელოზთაგან ძლევისა მომღებელმან, სიკუდილი მიითვალე, რომელი ფარავ შენთა მგალობელთა, მოვედ უკუე, წმიდაო ფოკა, ჩუენ თანაცა და გვარქუ: ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.

 

24

წმიდა მოწამე ქრისტინე (+დაახლ.300)

კონდაკი: ნათლისა სახედ ტრედად იცნობე, მქონებელი ფრთეთა ოქროვანითა, და სიმაღლისა მიმართ ცათასა აღფრინდი, ქრისტინე პატიოსანო; ამისთვისცა დიდებულსა დღესასწაულსა შენსა აღვასრულებთ და სარწმუნოებით თაყუანს ვსცემთ ნაწილთა შენთა ლარნაკსა, რომლისა მიერ აღმოცენებიან ყოველთა მდიდრად კურნებანი საღმრთონი სულთა და ხორცთა.

 

25

მიცვალება მართლისა ანასი - დედისა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

ტროპარი: ცხოვრებაი შევ, რომლისაგან იშუა ცხოვრებაი, მშობელი ქალწულისა ღმრთისა დედისა, რომელი ღვთივგონიერისა ანას მიერ მუცელსა შინა დატევნულ იყო, და აღვალს ზეცას სიხარულსა წინდათასა, და მათ თანა დაემკვიდრების დიდებით, ხოლო ვიხარებდეთ ყოველნი აწ მიცვალებასა სენსა და რომელნიცა სურვილიტ პატივს გცემთ შენ, ცოდვატა შენდობასა მოვიღებთ ვედრებითა შენითა.

კონდაკი: პირველთა მათ მშობელთა ქრისტესთა ხსნებაი ვიდღესასწაულოთ და სარწმუნოებით ვითხოვოთ მათგან შეწევნა, რაითა ვიხსნეთ ჩუენ თანა არს, რომელმან ადიდნა ესენი, ვითარცა სათნო იყო.

 

მეხუთე მსოფლიო კრების ხსენება (553)

ტროპარი: უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენ დააფუძნე და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალმოწყალე ქრისტე ღმერთო დიდებაი შენდა.

 

26

მღვდელმოწამენი ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესნი (+დაახლ. 305)

კონდაკი: ვითარცა რა მღვდელმთავარი, ღმრთისმსახურებით სცხორებდი და გვირგვინი მღუდელმოწამეობისა მიითვალენ, მსხვერპლი კერპთა დაშრიტე და იქმენ მწყემს კეთილი ქრისტეს სამწყსოსა, ნრძენო და მოძღუარ ჭეშმარიტ პანტელეიმონისა; ამისთვის პატივს-გცემთ შენ შესხმით მგალობელნი: გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან მარადის მეოზებითა შენითა ერმოლაოს, მამაო ჩუენო.

 

ღირსმოწამე პარასკევა (+138-161)

ტროპარი: ჰოი, სანატრელო პარასკევა, ღვაწლით შემოსილო, სამართლად გეწოდა სახელი ეგე, და სიბრძნითა შენითა შეუდეგ წესიერებით სახელსა მას, გარდაცვალებითა პირველისა სარწმუნოებისა შენისათა, დაემკვიდრე ზეცათა შვებასა, რომლისა-თჳსცა მიფენ სიმრთელესა ყოველთა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მოვედით ვაქებდეთ ყოველნი ერთ ხმობით წმიდასა პარასკევას, რამეთუ სარწმუნოებით იღვაწა, და სასწაულითა განაბრწყინვა სოფელი, რამეთუ მან განაქარვა მაცთურისა დაბნელებული სიცბილი, და მორწმუნეთა თვისთა მიანიჭებს მადლთა უშურველად, რომელნი ვღაღადებთ: გიხაროდენ ღირსო და მრავალ-მოღვაწეო.

 

27

წმიდა მკურნალი პანტელეიმონი (+305)

ტროპარი: ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

კონდაკი: მიმსგავსებულ იქმენ ყოვლად მოწყალისა, და მოიღე მადლი კურნებათა ღვაწლით შემოსილო მოწამეო ქრისტეს ღვთისაო, ლოცვითა შენითა სულთა ჩვენთა სენნი განჰკურნენ და განდევნენ ეშმაკის საცთურნი ჩვენგან, რომელნი ვღაღადებთ: გვაცხოვნენ ჩვენ, უფალო.

 

28

სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენ დიაკონნი (I)

კონდაკი: პატიოსანნი დიაკონნი და თვიტ მხილველნი სიტყუისა, და ჭურნი რჩეულნი გამოსჩნდით სარწმუნოებისა ნიკანორა და პროხორე, პარმენა და ტიმონა დიდებულნო; ამისთვის დღეს საღმრთოდა ხსენებსა თქუენსა ვდღესასწაულობთ და სიხარულითა გულისათა თქუენ გნატრით.

 

29

წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელი (+589)

ტროპარი: ნათლითა ელვარითა შემკულო, მხნეო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა მტავარო ევსტათ, ძით და მეუღლით შენით მეოხ-გუეყავვნ წინაშე ღმრთისა პატივისმცემელთა შენთა.

კონდაკი: მტკიცედ მოიგო კეთილმდგომარეობისა სახელწოდებაი უძლეველმან მოწამემან ევსტათი, რომლითა სიმხნით ეკვეთა სპარაზენტა უხილავტა მრძოლთასა და ყოვლითურთ შემუსრა სიმტკიცენი მათნი, ეჰა გამოუთქმელთა მათ განაგებისა საღმრთოთა კავშიურთა, რამეთუ ესე ვითარი საფასე სიმხნისა სათნო იყოფის დადებად კეცის ჭურთა შინა მხოლოსა მის მიერ მეცნიერისა დაფარულთასა.

 

წმიდა მოწამე კალინიკე (III-IV)

კონდაკი: ზეცისა შუენიერებაი ღირსად დამიკვიდრე, რამეთუ ქრისტეს სიყუარულითა ფრიად გამოიხურვე ცეცხლსა შინა, კალინიკე, ვინაცა მხნედ კადნიერ იქმენ, რომლისა აწცა წინაშე სდგა, ნუ დასცხრები მეოხებად ჩუენ ყოველთათვის.

 

30

წმიდა ცოტნე დადიანი - საქართველოსთვის თავდადებული და აღმსარებელი (XIII)

ტროპარი: აღმსარებელმან შენმან, უფალო, ცოტნე, რომელმან ერთგულებითა და სიმტკიცითა თვისითა განაცვიფრა მტერი ქართველთაჲ და იხსნა ერი თვისი განსაცდელთაგან, რამეთუ აქუნდა მას შენმიერი ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: დღესასწაულობს დღეს ეკლესიაჲ პატიოსანსა ხსენებასა შენსა, წმიდაო აღმსარებელო ცოტნე, და შემოკრებს შვილთა ივერიის ეკლესიისა, რომელნი ადიდებენ ღვრთივ-სათნოსა განზრახვასა შენსა, რამეთუ სახედ ექმენ ერსა შენსა, ვითარცა აღმსრულებელი მცნებისაჲ, ამისთვისცა სიხარულით აღვასრულებდეთ სახსენებელსა შენსა, წმიდაო აღმსარებელო საქართველოსთვის თავდადებულო ცოტნე.

 

წმიდა მოციქულნი: შილა, სალუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე - სამოცდაათთაგანნი (I)

კონდაკი: ვაზად გამოსჩნდით ქრისტეს ვენახისა, გამოიხვენით ტევანნი სიბრძნისანი სათნოებათა შინა, გვიწვდიეთ ჩუენ ღვინო ცხოვრებისა, რომლისა მიმღებელნი არვივსებით შვებითა, მედღესასწაულენი თქუენისა ხსენებასანი, რომელსა შინა ევედრენით მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა, უფლისა მოციქულნო.

 

31

მართალი ევდოკიმე კაბადოკიელი (IX)

ტროპარი: რომელმან ქუეყნით გიწოდა შენ სავანეთა მიმართ საუკუნეთა, მარხავს შემდგომად სიკვდილისა ხორცთა შენთა, წმინდაო ევდოკიმე, რამეთუ შენ სიწმინდით და პატიოსან მოქალაქობითა, მოქალაქე ქმნილმან, ნეტარო, არა შეამწიკლე ტაძარი ხორცთა რომლისათვის გაქუს კადნიერებაი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მაღლისა გსუროდა და მაღლისა თანა შეიერთე, ეტლითა ცეცხლისათა საღმრთოთა აღსავალითა სათნოებანი სრულ-ჰყავ სულისა ყოვლად-სანატრელო ევდოკიმე, ქუეყანასა ზედა სცხრებოდი, ვითარცა უხორცო, და დამბადებელსა ყოველთასა სათნო ეყავ.

 

წინადღესასწაული უფლის ცხოველმყოფელი ჯვარის პატიოსანთა ძელთა შემოყვანებისა

ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.