ივნისი

1

მოწამენი: იუსტინე ფილოსოფოსი და სხვა იუსტინე, და მათთან:
ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, რუსტი და ხარიტა (165)

კონდაკი: საღმრთოთა მათ ბრძენთა სიტყუათას შენთა მიერ, იუსტინე, ყოველნი ეკლესიანი ღმრთისანი შეიმკვებიან და ცხოვრებისა შენისა ბრწყინვალებითა სოფელი განათლდების, ხოლო სისხლთა დათხევითა გვირგვინი მოიღე და ანგელოზთა თანა სდგა წინაშე ქრისტესა, ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

2

წმიდა ნიკიფორე კონსტანტინეპოლელი (828)

კონდაკი: გუნდი მამათმთავართა წმიდასა ხსენებასა შენსა აქებენ და გალობით პატივს სცემენ, ნიკიფორე, რამეთუ მიიღეს სული შენი დიდებით; ამისთვის დღეს ეკლესია პატიოსანი, მადიდებელი ქრისტეს მეუფისა, ადიდებს მხოლოსა კაცთმოყვარესა.

კონდაკი: ზეცით მოიღე ღმრთისა მიერ ძლევისა იგი გვირგვინი, ნიკიფორე ყოვლედიდებულო, და ძლევაშემოსილად გამოსჩნდი; აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი შენი, ვითარცა მღვდელმთავარმან და ქადაგმან ქრისტესმან.

 

4

წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (326)

კონდაკი: სარწმუნოებაი ქრისტესი ცხადად და ხმამაღლად ჰქადაგე შენ, და წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ, და შერთე საწყსო შენი ანგელოზთა თანა, ვინაცა აწ იხარებ ქრისტეს თანა, მიტროფანე, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

5

მღვდელმოწამე დოროთე, ტვირელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 326)

კონდაკი: სათნოებითა და საღმრთოთა მოძღურებიოთა განბრწყინდი უფროის მზისა, და წამებითა ელვარე იქმენ, ნეტარო, და განანათლე ქუეყანაი, დოროთე, და განსდევნე ნისლი მრავალ ღმრთაებისა, და სიბოროტე მწვალებელთა; ამისთვის ხსენებასა შენსა ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ.

 

6

ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V)

კონდაკი: ძალთა ზეცათასა მიბარე, ღირსო, და ფრინველთა ცხოვრებისა სახითა სცხონდებოდი, და საწუთო ესე დაივიწყე უხრწნელისა მისთვის ზეცათა ქრისტეს მეუფისა შუენიერებისა სურვილითა, რომელსა ღირს-იქმენ მიწევნადცა, ბესარიონ; ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

ღირსი ილარიონ ახალი (+845)

კონდაკი: ცხოვრებაი შემოსილად შეზღუდენ არვენი შენი და მწყემსობითა უვნებელითა სამწყსო დაიმარხე, და გამოსჩნდი მაღალთ და დიდ საქმითა, ახალო ილარიონ, ვინაიცა ყოვლად სახარულევანი იგი ცხოვრებაი მაღლისა სიონისა დაიმკვიდრე შენ; ევედრე ღმერთსა ჩუენ ყოველთათვის.

 

8

წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი (+319)

ტროპარი: მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და მეუფისა ბრწყინვალედ მოიგე, თეოდორე, რამეთუ ჯაჭვ ჭური სარწმუნოებისა შეიჭურე გონიერებით და მოსარ ეშმაკთა ბანაკი, და ძლევაშემოსილას მოღუაწედ გამოსჩნდი; ამისთვის მარადის გნატრით მორწმუნენი.

კონდაკი: სიმხნისა სულისათა განიმტკიცე სარწმუნოებაი და სიტყა ღმრთისა, ვითარცა ლახვარი, ხელთ იდევ, და მტერი დასწერტე, მოწამეთა შორის დიდებულო თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

11

წმიდა მოციქული ბართლომე (+71)

ტროპარი: მოციქული წმიდაო ბართლომე, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი: იქმენ მსახურ ღმრთისა ყოვლითა ჭეშმარიტებითა, და სამეოცდა ათთა მოციქულთა შორის პირველად გამოსჩნდი, და განაბრწყინვე პავლეს თანა ქადაგებაცა შენი, და მიუთხარ ყოველთა ქრისტე ღმერთი, ამის-თჳსცა შესხმითა გალობათა საღმრთოსა ხსენებასა შენსა აღვასრულებთ, ბართლომე.

 

12

ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: იოანე - ექვთიმეს მამა, იოანე (თორნიკ-ყოფილი), გაბრიელი და ექვთიმე (X)

ტროპარი: ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.

სხვა ტროპარი: ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი, ბრძენნო, და მრავალ-წილად მოისთულენით სათნოებათა თქუენთა ნაყოფნი, და იქმენნით მწყემს სამწყსოთა ქრისტჱსთა, და გამოზარდენით იგინი მწუანვილოვანთა ზედა მოღუაწებისაჲთა, ხოლო განრაჲხვედით სოფლით დიდებით, მამათა კრებულსა თანა აღირაცხენით, ღირსნო მამანო ჩუენნო ათონელნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

წარდგომა: მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილეთ საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰჴდით, და იჴსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის თქუენ მარადის, ყოვლად-ქებულნო მამანო ჩუენნო, ათონელნო, და პატივს-სცემს ჴსენებასა თქუენსა. ქრისტესა ევედრენით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

კონდაკი: უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და ქუეყანაჲ აღავსეთ კეთილმსახურებისა წერილითა, ანგელოზნი განკჳრდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკჳრვოჲ აჩუენეთ საქმენი, მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ყოვლისა სოფლისა მნათობნო!

 

ღირსი ონოფრე დიდი (IV)

კონდაკი: ბრწყინვალებითა ყოვლადწმინდისა სულისათა განათლდი შენ, ღმრთივგანბრძნობილო, და დაუტევენ საყოფელი შფოთისანი, და მიიწიე უდაბნოდ, ღირსო მამაო, და იხარებდი ყოველთა ზედა ღმრთისა მიმართ დამბადებელისა; ამისთვის გადიდა შენ ქრისტემან ნეტარო, ნიჭთა დიდთა მომცემელმან.

 

ღირსი პეტრე ათონელი (+734)

კონდაკი: განაშირე თავი შენი კაცთა თანა ცხოვრებასა და ქუაბთა შინა კლდეთასა, და ნაპრალთა დაემკვიდრე სურვილითა საღმრთოთა და სიყუარულითა უფლისა შენისათა პეტრე, რომელისაგან მითხოვე ჩუენ მოცემად გვირგვინი იგი უხრწნელებისა.

 

13

წმიდა მოწამე აკვილინა (+293)

კონდაკი: ქალწულებისა შენისა სიკეთითა წინაისწარ განიწმინდენ სული შენი და მაღლისა მიმართ წამებისა მიისწრაფე, აკვილინა ყოვლადპატიოსანო, და სიყუარულითა სიძისა შენისა ქრისტესითა მოიწყალ, რომლისა წინაშე ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ მოხარული; მათ თანა დაუცხრომელად ევედრე ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა ტრიფილე კვიპრელი-ლევკუსიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 370)

კონდაკი: ცხოვრებისა აღრჩევითა სიწმიდე ქალწულებისა მოიგე, ტრიფილე, და პირველ მოსაყდრედლევკუსიისა გამოსჩნდი, და განსცხადენ ამის მიერ ყოვლადმომთხრობელ საღმრთოსა, მეცნიერებისა წინამძღუარ; ამისთვის სახარულევანად გიხმობთ შენ: გიხაროდენ, მღვდელმთავართა შუენიერებაო.

 

14

წინასწარმეტყველი ელისე (IX ს. ქრისტეს შობამდე)

ტროპარი: ხორცითა ანგელოზმან და წინასწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსვლისა მეორემან წინამორბედმან, ილია ყოვლადდიდებულმან ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთროვანთა განწმედად, და პატივისმცემელთა მისდთა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობასა.

კონდაკი: წინასწარმეტყუელ ღმრთისა გამოსჩნდი და მოიღე მრჩობლი მადლი ჭეშმარიტად ღირსებით, ელისე ნეტარო, რამეთუ იქმენ შენ თანა მკვიდრ ილიასა, მისთანავე ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა მეთოდე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+847)

კონდაკი: ქუეყანასა ზედა იღუაწე, ვითარცა უხორცომან, და დაიმკვიდრე ზეცისა იგი დიდებაი, მეთოდი, რამეთუ დაამკვიდრე კიდეთა შორის ქუეყნისათა თაყუანისცემა ხატითა, ხოლო შრომათა და სალმობათა შინა შენთა ეგენ და არა დააცხრვე კადნიერებით მხილებაი ხატისა ქრისტესისა უარისმყოფელთა.

 

15

წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი (VIII ს. ქრისტეს შობამდე)

კონდაკი: განწმენდილ იქმენ სულითა, წინასწარმეტყველო, და განანათლე ელვარედ გული შენი, დიდებულო ამოს, ხოლო წინასწარმეტყუელებისა მადლი ზეგარდამო მოიღე და კიდეთა შორის სოფლისათა ხმამაღლად ღაღადჰყავ: ესე არს ღმერთი ჩუენი და არა ესწოროს მას სხუა.

 

16

წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი (+425)

კონდაკი: ღმრთივსულიერად ეგენ შენ უდაბნოსა შინა, წმიდაო, და ძალი ნუგეშინისმცემლისა მიერ მაღლით მოიღე დამამხობელად კერპთა საცდურთსა, ხოლო ერთა ცხორებად და ეშმაკთა განმდევნელად, და სენთა და სალმობათა კურნებად; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა მეგობარსა ღმრთისასა, ტიხონ ნეტარო.

 

17

წმიდა მოწამენი მანუელი, საბაილი და ისმაილი (+362)

კონდაკი: სარწმუნოებითა ქრისტესითა მოწყლულთა ყოვლადნეტართა და მისთა სარწმუნოებით მსმელთა სასმელისათა სპარსთა სამისნონი და სამსახურებელნი ქუეყანად დააკვეთენით, სამებისა რიცხვნო, მეოხებასა ყოფდით ჩუენ ყოველთათვის.

 

18

წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79)

კონდაკი: ბოროტსა მას მანქანებასა მძლავრთასა არცხვინე შენ და წამრმართთა ამხილე უღმრთოებისა მსახურებაი, და აღმოუბრწყინვე ყოველთა კაცთა მეცნიერებაი იგი ღმრთისა მოძუღურებითა ღმრთისმსახურებისათა, ღმრთივგანბრძნობილო მოწამეო; ამისთვის ხსენებასა შენსა სიყუარულით პატივს ვსცემთ ჩუენ, ყოვლადბრძენო ლეონტი.

 

19

წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა (+დაახლ. 80)

ტროპარი: ნათესავად ქრისტესა, ჰოი იუდა, და მხნედ მოწამედ საღმრთოთ გქადაგებთ შენ საცთურისა უჩინომყოფელად და სარწმუნოებისა დამმარხველად, რომლისა თვისცა დღეს ყოვლადწმინდისა ხსენებისა შენისა მედღესაწაულენი ცოდვათაგან ხსნასა მოველით ლოცვითა შენითა.

კონდაკი: პავლეს თანამზრახველად გამოსჩნდი, მოციქულო, და მას თანა ქადაგებაი მოგვითხრენ ჩუენ საღმრთოსა მადლისა, საიდუმლოთა მეტყუელო იუდა ნეტარო; ამისთვის გიღაღადებთ შენ: ნუ დასცხრები ვედრებად წინაშე ღმრთისა ჩუენ ყოველთათვის.

სხვა კონდაკი: გონებითა მტკიცითა მოწაფედ რჩეულად გამოსჩნდი შენ და გოდლად უბრძოლველად ქრისტეს ეკლესიისა, და წარმართთა უქადაგე სახარებაი ქრისტესი, და რწმუნებად სიტყუისა ერთითა ღმრთაებითა, რომლისა მიერ იდიდე და მოიხვენ ნიჭნი კურნებათანი სენთა კურნებად, რომელნი მოვივლტვით შენდა მომართ, მოციქულო იუდა ყოვლადქებულო.

 

20

მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი (+312)

ტროპარი: სისხლი შენი, ბრძენო, საიდუმლოდ ღაღადებს ქუეყნით, ვითარცა აბელისა ღმრთისა მიმართ, ღმრთივგანბრძნობილო მღვდელმთავარო მეთოდი, ხცადად მქადაგებელო ღმრთისა განხორციელებისაო; ამისთვისცა არცხვინენ საცთურსა ორიგენისსა და მიიცვალე ზეცისა სასძლოსა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენი.

კონდაკი: ვითარცა რა მღვდელმან და მესაიდუმლოემან წმიდისა სამებისამან, უფროის გონებისა საღმრთონი იგი სიტყუანი ქადაგენ და მართლმადიდებელთა იქმენ სიმტკიცე, მეთოდი, ხოლო გონებასა ბოროტად მადიდებელთასა ამხილენ და წინაშე ქრისტესსა ანგელოზთა თანა სდგა; ევედრე მას ცხორებად სულთა ჩუენთა.

 

21

წმიდა მოწამენი, საქართველოს მეფენი არჩილი (+644) და ლუარსაბი (+1622)

ტროპარი არჩილ მეფისა: სიბრძნისა ზეცით მომღებელმან, სიბრძნე იგი ცრუ სჯულთა განაცოფე, და საქიქელ ჰყავ მათი იგი ამაო მსახურება, და დაიკალ მისთვის, რომელი ჩუენთვის დაიკლა ჯვარსა ზედა, და მეფობისა წილ საწუთოსა იშვებ საუკუნოდ განღმრთობილი. არჩილ, სამგზის სანატრელო მეფეო, მეოხ გვეყავ სულთა ჩუენთათვის.

ტროპარი ლუარსაბ მეფისა: იშვებდ დღეს ქვეყანა ქართველთა დღესასწაულსა დიდისა ამის მეფისასა, რამეთუ ქრისტესთვის მრავალ ფერნი ტანჯვანი მოითმინა და წარმავალისა მეფობისა დამტევებელმან წარუვალი სიმდიდრე სუფევისა მოიგო. მოწამეთა შორის საჩინომან ლუარსაბ და აწ მეოხ არს ჩუენ მაქებელთა მისთათვის.

კონდაკი: აწ განსხრებოდე ქუეყანაო ქართველთაო, რამეთუ შენ სორის დაითხია სისხლი, მრჩობლ მეფობითა შემკულისა არჩილ ღუაწლისა მძლისა და უძლეველისა, რომელმან დასდვა სული თვისი ერისთვის, მსგავსად მხსნელისა, და აწ წინაშე წიდისა სამებისა იხარებს, და მეოხ არს დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

კონდაკი: ნათელცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან, ახლად მოწამედ გამოჩინებულად, სპარსთა აღვირ აღმსხმელო და მართლუკუნ მქცეველო, ღუაწლით შემოსილო მეფეო, რომელმან უსჯულოსა მის მეფისა ქადაგებანი არად შერაცხენ და მეოხ ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

23

წმიდა მოწამე აგრიპინა (+253-250)

კონდაკი: ბრწყინვალეთა მათ ღუაწლთა შენთა ნათლით შემოსილი დღე წარმოგვიდგა ჩუენ, რომელსა შინა პატივისმცემელნი შენი საღმრთოსა ამას ეკლესიასა სიხარულით სემოვკრბებით გალობად სენდა: გიხაროდენ, ქალწულმოწამეო აგრიპინა, ყოვლადპატიოსანო.

 

24

შობა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა, იოანესი

ტროპარი: წინასწარმეტყუელო და წინამორბედო ქრისტეს მოსვლისაო, ღირსად ქებად შენდა ვერ შემძლებელთ ვართ ჩუენ, რომელნი სურვილით პატივს გცემთ სენ, რამეთუ ბერწობაი დედისა და უტყვებაი მამისა დაიხსნა დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, და განხორციელებაი სიტყვისა ღმრთისა სოფელსა ექადაგა.

კონდაკი: ბერწი შობს დღეს ქრისტეს წინამორბედსა და იგი არს სავსება ყოვლისა წინასწარმეტყუელთა პირველვე ქადაგეს, ამან იორდანესა შინა ნათელ-სცა, გამოსჩნდა ღმრთისა სიტყვისა წინასწარმეტყუელად, ქადაგად და წინამორბედად.

 

25

ღირსმოწამე თებრონია ქალწული (დაახლ. 304)

კონდაკი: სიძეო ჩემო ტკბილო ქრისტე, ღაღადებდა ფებრონია:  არა საშრომელ-ჰყავ სრბაი ჩემი შემდგომად შენდა, რამეთუ სიტკბოებითა სიყვარულსა შენისათა სულისა ჩემისა სასოებაო აღვისუბუქნე და შუენიერებამან წყალობისა სენისამან გულსა ცემსა დაატკბო სენთვის ვნებათა სასუმელისა შესმად, რაითა ღირსად სასძლოსა შინა ბრძენთა თანა ქალწულთა დღესასწაულობად შენ მიერ აღვირაცხო მე; ამისთვისცა, ღუაწლისა მძლეო, პატივისმცემელნი ესე ღუაწლთა და შრომათა შენთანი გევედრებით შენ: მეოხ გუეყავ, რაითა არა დაგვეხშას ჩუენცა ბჭენი სასძლოსანი.

 

26

ღირსი დავით თესალონიკელი (დაახ. 580)

კონდაკი: ვითარცა რა მტილმან მარადის აღყუავებულმან, სათნოებათა ნაყოფნი გამოიხვენ შენ და გამოსჩნდი თავსა ზედა ხეთასა მსგავსად სირთა მხმობელი კეთილად, ხოლო უფროის სამოთხისა ხე იგი ცხოვრებისა უფალი გულსა შინა შენსა შეიწყნარე, რამეთუ მოიმუშაკე ღმრთივგონიერებაი, რომლითა გვზრდი ჩუენ მადლითა მარადის; ევედრე ჩუენთვის, ყოვლადსანატრელო დავით.

 

27

წმიდა გიორგი მთაწმინდელი (+1065)

ტროპარი: მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილ-კრძალულებისა მოძღუარო გიორგი, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მონაზონთა კანონო, ღმრთივსულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგუანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი: ათორმეტთა მზეთა შორის, მნათობთა მათ სოფლისათა, ვითარცა მთიები ბრწყინავ ნათლითა ღმრთისმეტყუელებისაჲთა, ბრძენო გიორგი, რამეთუ ადიდა მიცუალებაჲ შენი დღესასწაულსა თჳსთა მეგობართასა, ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან, რომელთა თანა გადიდებთ, მეოხ-გუეყავ ჩუენ.

იკოსი: რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სიბრძნითა გამოუკვლეველითა, ქრისტემან ღმერთმან სოფლით გამოაჩინა უმეცარნი და უსწავლელნი მოწაფედ და მეგობრად თჳსად, ხოლო სულითა წმიდითა რაჲ აღავსნა, ღმრთივგანბრძნობილთა წარწყმიდეს სიბრძნჱ ბრძენთა ამაოთა, რომლისა მიერ შენცა აღივსე საკჳრველად, მამაო, სიბრძნითა საღმრთოჲთა, მეტყუელებად ენათა და თარგმანებად წიგნთა, ღმრთისმეტყუელთა და მოციქულთა თანა მადლისა ზიარ-ქმნილი, რომელთა თანა გადიდებთ, ღირსო გიორგი, მეოხ-გუეყავ ჩუენ.

სადიდებელი: ფშვის ქუეყანაჲ ქართლისაჲ, სუნნელებითა გადმოთარგმანებითა წერილთა შენთაჲთა, და უმეცრებისა გვალვითა განხმელი ერი ქართველთაჲ, სწავლათა შენთა წჳმისა სიხშოჲთა მწყურნები შენდავე მოვივლტით, ითხოვე ღმრთისაგან მშვიდობაჲ ერისა ჩუენისაჲ და ხსნაჲ მისი უღლისაგან მტერთაIსა.

წარდგომა: გიხმობ მუშაკობისა საღმრთოჲსა სეხნაო, გონებაო ვრცელო, ენაო ღმრთისმეტყუელო, და აღმწერელო უცთომელო თარგმანებითა წიგნთა შენთათა, ბრძენო, რამეთუ გულის-ჴმის-ყოფაჲ მიუწდომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან, დიდებულო, და ვითარცა რაჲ ღრუბელმან აღმოიწრიდენ მდინარენი სიბრძნისანი და დაათრვენ, მამაო, გულნი მორწმუნეთანი წერილთა მიერ და ეკლესიაჲ მსგავსად დედოფლისა განაშუენე, და პირად-პირადად შეამკევ იგი, ღმერთშემოსილო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ ჴსენებასა შენსა.

 

ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: იოანე - ექვთიმეს მამა, იოანე (თორნიკ-ყოფილი), გაბრიელი და ექვთიმე (X)

ტროპარი: ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.

სხვა ტროპარი: ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი, ბრძენნო, და მრავალ-წილად მოისთულენით სათნოებათა თქუენთა ნაყოფნი, და იქმენნით მწყემს სამწყსოთა ქრისტჱსთა, და გამოზარდენით იგინი მწუანვილოვანთა ზედა მოღუაწებისაჲთა, ხოლო განრაჲხვედით სოფლით დიდებით, მამათა კრებულსა თანა აღირაცხენით, ღირსნო მამანო ჩუენნო ათონელნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

წარდგომა: მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილეთ საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰჴდით, და იჴსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის თქუენ მარადის, ყოვლად-ქებულნო მამანო ჩუენნო, ათონელნო, და პატივს-სცემს ჴსენებასა თქუენსა. ქრისტესა ევედრენით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

კონდაკი: უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და ქუეყანაჲ აღავსეთ კეთილმსახურებისა წერილითა, ანგელოზნი განკჳრდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკჳრვოჲ აჩუენეთ საქმენი, მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ყოვლისა სოფლისა მნათობნო!

 

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)

ტროპარი: მოთმინებითა შენითა მოიგე სასყიდელი შენი, ღირსო მამო, და ლოცვითა შინა სამარადისოდ მღვიძარე იყავ, გლახაკნი შეიყუარენ და ესენი პოვნიერ-ჰყვენ, მამაო წმიდაო სამსონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ვითარცა მკურნალის ყოველად სახარულევანისა და მეოხისა ღმრთივშემწყნარებელისა საღმრთოსა ლარნაკისა შენისა მიმართ მილტოლვილნი, ღმრთივგანბრძნობილო სამსომ ღირსო, სიყუარულით მოსრულნი, ფსალმუნითა და გალობითა მოხარულნი ქრისტესა ვადიდებდეთ, რომელმან მოგცა შენ ესე ვითარნი მადლნი კურნებათანი.

 

28

წმიდანი და საკვირველთმოქმედნი კვიროს და იოანე (412)

ტროპარი: საკვირველებანი წმინდათა სენთა მოწამეთანი ზღუდედ უბრძოლვევლად მოგვანიჭე, ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახვანი წამრამრთთანი განაქარვენ და სკიპტრა მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთ-მოყვარემან.

კონდაკი: საღმრთოთა მადლითაგან საკვირველებათა ნიჭი მოგიღებიესთ, წმინდანნო, და დაუცხრომელად საკვირველმოქმედებთ, ყოველთთა ვენბათა ჩუენთა უხილავად ხელთმოქმედებითა გარდამკვეთელნი, კვიროს ღმრთივგაბრძნობილო იოანეთურთ ყოველადქებულით, რამეთუ თქუენ ხართ საღმრთონი მკურნალნი.

 

29

წმიდა დიდებულნი, ყოვლადქებულნი თავნი მოციქულნი პეტრე და პავლე (+67)

ტროპარი: თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ, მნათობნი ყოვლისა სოფლისანი, პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღუარი წარმართტა, რაითა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობაი ცოდვათაი.

კონდაკი: მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი: მტკიცენი და ღმრთისმეტყუელნი ქადაგნი და მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებლსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითვალენ უფროის ყოველთა მსვერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო, რომელმან უწყი დაფარულნი გულთანი.

 

30

კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა:
პეტრესი, ანდრიასი, იაკობ ზებედესი, იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი,
თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა-იაკობის (თადეოზისა), სვიმონ მოშურნესი და მატათასი

ტროპარი: მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი: შენ, სარწმუნოებისა კლდესა, გადიდებს ქრისტე ბრწყინვალედ, ყოვლადპატიოსნებასა მოწაფეთასა და პავლეს თანა ყოველსა ათორმეტ რიცხვსა კრებულსა, რომელთა ხსნებისა აღმასრულებელნი სარწმუნოებით მადიდებელსა მათსა ვადიდებთ.