ტროპარი: წმიდათა შორის საკვირველო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღვთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მხედრობანი ქრისტეს მოყვარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამხვენ სპანი აგარიანთანი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
კონდაკი: განწმენდილ იქმენ სულითა, დიდო წინასწარმეტყველო, და გული შენი ნალის სახედ ჰყავ, დიდებულო იერემია, და წინასწარმეტყველეისა მადლი8 ზეცით მოიღე, და ღაღად-ჰყავ მაღლითა ხმითა კიდეთა შინა სოფლისათა, ვითარმედ ეს არის ღმერთი ჩუენი და არა ესწორის მას სხუა, რომელი განხორციელდეს ქუეყანას ზედა განცხადებულად.
ტროპარი: სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლსიისა, მღვდელმთავარო ათანასე, რამეთუ თანაარსად მამისა ქადაგებითა ძისათა სირცხვილეულ-ჰყავ არიოზ, ღირსო მამო; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: მართლმადიდებლობისა მოძღურებანი რა დანერგენ, ბოროტად მადიდებლობისა ეკლანი აღმოსჭრენ და აღაორძინე თესლი სარწმუნოებისა წვიმითა სულისა წმინდისათა, ღირსო; ამისთვის გიგალობთ შენ, ათანასე.
კონდაკი: მრავალ სახენი წყლულებანი დაითმინენითა და გვირგვინი ღმრთისა მიერ მოიხვენით, იოხეთ ჩუენთვისცა უფლისა მიმართ სახსენებელთა თქუენთა საღმრთოთა აღმასრულებელთათვის, ყოვლად დიდო ტიმოთე და დიდებულ მავრა, რაითა მშვიდობით დაიცვას ქალაქი და ერი, რამეთუ იგი თავადი არს სიმტკიცე მორწმუნეთა.
კონდაკი: საწუთო ესე უგულებელს-ჰყავ და ზეცათა კეთილთა ზიარ იქმენ, და გვირგვი წამებისა მოიგე, პელაგია ყოვლადპატიოსანო, და ვითარცა ძღვენი, შესწირენ ხორცნი შენი სისხლითა შეღებილნი მეუფისა ქრისტესა, და აწ მას ევედრე ხსნად ჩუენდა ჭირთაგან, რომლენი აღვასრულებთ სახსენებელსა შენა.
კონდაკი: ქრისტეს ტრფილებითა მოწყლული და შედგომილი კვალთა მისთა, ასული მეფისა, განშუენებულ ხარ, ყოვლადქებულო, სულითა, ქალწულმოწამეო, ღუაწლთა მიერ, ირინე გვირგვინოსანმან მიიღე ცხოვრებაი საუკუნო და საშუებელი.
ტროპარი: სიმდიდრესა რა სათოებათასა იობისა ხედვიდა იგი მართალი მტერი, წარპარვასა მისსა განიზრახვიდა და ამისთვის განარღვევდა გოდოლს მას გვამისა მისის, გარნა საუნჯესა მას უბიწოსა გვამისა მისისასა ვერ შეუძლებდა წარპარვად, რამეთუ პოვებდა მას შეჭურველად, ხოლო მე უბადრუკი ესე შიშველ და ტყვე-მყო; ამისთვის ისწრაფე, მაცხოვარ, პირველ აღასასრულისა სხნად ჩემდა მზაკვრისა მისგან და მაცხოვნე მე.
კონდაკი: ვითარცა ჭეშმარიტად მშვიდი და ღმრთისა თანამზრახველი, წმინდა ქმნილად გამოსჩნდი შენ დიდებულო იობ, მონაო მართლაო, და განანათლე სოფელი მოთმინებითა შენითა, ჭირთა თავსდებითა და მოქალაქობითა ყოველნი ვაქებთ აღმასრულებელნი სახსენებლსა შენსა.
ტროპარი: ჰკამკამებ უდაბნოსა, ნათობ ქართველტა უმეტეს მზისთუალისა, მამო მამათაო იოანე, მეოხ-იქმენ მათვის, რომელნი პატივს სცემენ დღესასწაულსა შენსა და განათლდებიან.
კონდაკი: ასურით გამო მნათობად ქართლისად გამოსჩნდი და ათორმეტთა მამათა მამად იჩინე, ხოლო მადლთა სულისა წმინდისათა გვიწყაროებ და სასწაულთა სიმრვალითა განგვაბრწყინვებ, მამო წმინდაო იოანე, მოეც მშვიდობაი მთავრობასა და მხედრობასა ჩუენსა მორწმუნესა და ერნი მადიდებელნი შენნი, იხსნენ განსაცდელთაგან.
ტროპარი: ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი ღვთისმეტყველო იოანე, მეოხ-გვეყავნ ჩუენ.
ტროპარი: მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყუარელო, მსწრაფლ გუეწიე და გვიხსენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქვს შენ კადნიერება მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე, ღმრთისმეტყველო, რაითა ნისლი ცოდვათა ჩუენთა განაქარვოს და მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.
კონდაკი: დიდებულბანი შენნი, ქალწულო, ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოადინებ საკვირველებათა და აღმოაცენებ კურნებათა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის, ვითარცა ღმრთისმეტყუელი და მეგობარი ქრისტესი.
კონდაკი: რომისაგან აღმობრწყინდი, ვითარცა მზე დიდი, და მიიწიე სამეუფოსა მიმართ ქალაქისა, ყოვლადსანატრელო, განმანათლებელი მისი სიტყვითა შენია და საქმითა, და ყოვლისა უგულისხმოებისა ბნელისა განმდევნელი; ამისთვის პატივს გცემთ შენ, მამათა დიდებულო, ღირსო არსენი.
ტროპარი: მოიწია დღე ბრწყინვალისა დღესასწაულისა, და ქალაქი ბარავისა იხარებს, და მის თანა ყოველი სოფელი განსცხრების გალობითა სულიერითა, რამეთუ დღეს უკუე საღმრთო დღესასწაული პატიოსანთა და მრავალ მკურნალთა ნაწილთა წმიდისა და საკვირველთ მოქმედისა ნიკოლაოსისთა, ვითარცა მზე დაუვალი აღმობრწყინდა ბრწყინვალითა ნათლისა შარავანდედითა, რომელნი განდევნიან ბნელსა განსაცდელთა და ჭირთასა, სარწმუნოებით მგალობელთაგან, რომელნი უღაღადებთ მას ესრეთ: გვაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა შესავედრებელმან ჩუენმან, დიდო ნიკოლაოს.
კონდაკი: აღმობრწყინდეს ვითარცა ვარსკულავნი აღმოსავალით დასავალად ნაწილნი შენნი, მღუდელ-მთავარო ნიკოლაოს, რამეთუ ზღუა განწმდა სლვითა შენითა, და ბარავისა ქალაქმან მადლი შენ მიერ მიიღო, ვინათგან ჩუენ-თჳს გამოსჩნდი სასწაულთა მოქმედად, და საკვირველად მოწყალედ.
კონდაკი: წინასწარმეტყულებისა ნიჭი მოღე, წინაისწარმეტყუელო და მოწამეო ისაია ღმრთისმქადაგებელო, და ყოველთა გამოუცხადე ვგანკაცებაი იგი უფლისა, და ხმა-ჰყო მაღლითა ხმითა ყოველთა კიდეთა მიმართ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს.
ტროპარი: სამოსლითა სისხლითა მიერ შენთა შემკობილთა შუენიერად მდგომარე ხარ შენ წინაშე მეუფისა ძალთასა, ქრისტეფორე, მარადის სახსენებელო, და შენცა უხორცოთა თანა და მოწამეთა გუნდსა უგალობ სამწმინდათა და საშინელითა ტკბილითა მით ხმითა; ამისთვისცა მეოხებითა შენითა აცხოვნე სამწყსო შენი.
კონდაკი: მაღლით ბრძენო, მადლისა მომღებელმან ქრისტეს ღმრთისა თანა მოსახლე იქმენ, ქრისტეფორე დიდებულო, მოღუაწეთა საღმრთო სამკაულო, რომელთა თანა მეოხ გუეყავ შეცოდებათაგან ხსნისა მონიჭებად ჩუენდა.
ტროპარი: სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან სათნოებითა წარმართე ყოველი ცხორება შენი, ღმერთშემოსილო და სასწაულთა, ღვთისა მიერ მოცემულთა, იღვწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლითა სულიერითა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: ცხოვრება შენი ღვთისმსახურებით წარმართე და ჯვარისა აღმღებელმან, დაუტევე ყოველივე სოფლისა, უდაბნოსა შვენიერებაო, შიო, ვინა ვითარცა ცხოველსა გხადით ერი ქართველთა და ნაწილთა შენთა მღვიმით აღმოსრულთა სურვილით შევეტკბოთ, მამაო, ნუ დააცადებ ოხასა ჩუენთვის.
ტროპარი: მოციქული წმიდაო სჳმეონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
კონდაკი: მტკიცედ დამდებელსა სულთა შინა კეთილ მსახურთასა სიბრძნისა დოღმატსა, ქებითა ვნატრიდეთ ყოველნი, ვითარცა ღმრთის-მეტყველსა, სვიმეონს, რამეთუ საყდარსა დიდებისასა წინაშე მეუფისა მდგომარე, ყოველთა თანა ანგელოსთა იხარებს, დაუცხრომელად მვედრებელთა ჩუენ ყოველთა-თჳს.
კონდაკი: შეიწურე ფარითა სარწმუნოებისათა და განეწყვე უღმრთოთა, და განისრენ იგინი, მღვდელმოწამეო მოკი, და ქრისტეს მიერ გვირგვინი მოიხვენ შენ; ამისთვისცა ანგელოზთა თანა იხარებ, იხსნენ ჭირთაგან მგალობელნი შენი და ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: მღვდელმთავართა საკვირველთა ერთობით ვადიდებთ, მორწმუნენო, ჯერისაებრ გერმანეს თანა დიდებულსა ეპიფანეს, რამეთუ ამათ შესწვნეს უღმრთოთა ენანი და რწმენილნი სჯულისნი ბრძენნი უქადაგნეს ყოველთა მართლმადიდებლობითა მგალობელთა მარადის კეთილმსახურებისა დიდს საიდუმლოსა.
კონდაკი: ნათელ ცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან სათნოებათა ბრწყინვალებითა და კურნებათა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელად, ქრისტეს მსახურო, ვინა დღესასწაულობს საღმრთოსა ხსენებასა შენსა და პატივს სცემს ღუაწლთა, ყოვლადნეტარო მამაო ექვთიმე.
ტროპარი: ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.
სხვა ტროპარი: ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი, ბრძენნო, და მრავალ-წილად მოისთულენით სათნოებათა თქუენთა ნაყოფნი, და იქმენნით მწყემს სამწყსოთა ქრისტჱსთა, და გამოზარდენით იგინი მწუანვილოვანთა ზედა მოღუაწებისაჲთა, ხოლო განრაჲხვედით სოფლით დიდებით, მამათა კრებულსა თანა აღირაცხენით, ღირსნო მამანო ჩუენნო ათონელნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
წარდგომა: მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილეთ საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰჴდით, და იჴსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის თქუენ მარადის, ყოვლად-ქებულნო მამანო ჩუენნო, ათონელნო, და პატივს-სცემს ჴსენებასა თქუენსა. ქრისტესა ევედრენით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
კონდაკი: უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და ქუეყანაჲ აღავსეთ კეთილმსახურებისა წერილითა, ანგელოზნი განკჳრდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკჳრვოჲ აჩუენეთ საქმენი, მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ყოვლისა სოფლისა მნათობნო!
კონდაკი: ქალწული ღვთისმშობელი შეიყუარე და დაიცევ უხრწნელად ქალწულებაი შენი, ხოლო გულსმოდგინე იქმენ უფლისა სიყვარულითა და მხნედ ივნე მამაკაცებრივ ვიდრე სიკუდიმდე; ამისთვის მრჩობლითა გვირგვინითა გვირგვინოსან-გყო შენ ქრისტემან ღმერთმან, ქალწულმოწამეო გლიკერია.
კონდაკი: მნათობად ბრწყინვალედ გამოსჩნდი კიდეთა შორის ქუეყანისათა და უდაბნონი ქალაქ-ჰყუენ მონაზონთა სიმრავლითა, და ჯუარს აცუ თავი თვისი, და ჯუარი შენი ბეჭთა ზედა იტვირთე, და მარხვითა ხორცი განკაფენ, მემო პახუმი, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: სახლსა შინა ღმრთისასა, ვითარცა ფინიკი, აღყვავენ შენ, ხოლო ნაყოფნი სათნოებათანი უფლისასა შესწირენ მარხვითა სახარულევანითა, მამაო ღირსო; ამისთვის სანატრელ ხარ, ვითარცა უხოორცოთა თანა მოდასე.
კონდაკი: ვარსკვლავსა ყოვლადბრწყინვალესა ღმრთივშვენიერებისა ნათლითა წარმართთა განმანათლებელსა მოციქულსა ქრისტესა ანდრონიკეს ვაქებდეთ და მის თანა სახარებასა შინა მშრომელსა იუნიას ყოვლადბრძენსა უგალობდეთ და უღაღადებდეთ: ევედრენით ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე, და გვირგვინი ყოვლადბრწყინვალენი მოიხვენით პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულმოწამეთა თანა, ვიანიცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ტროპარი: უნათლისმცემლე ცხოვართა განბნეულთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰკრიბე და მიჰგვარე ქართველნი ღმერთსა მართალსა, დედაო წმინდაო ნინო, ევედრე შვილთა შენთათვის ქრისტესა ღმერთსა.
კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.
კონდაკი: ვითარცა რა ნათელი ბრწყინვალე მღვდელობისა შუენიერებითა და წამებისა სისხლითა ყოვლად განშუენებული, სდგა შენ წინაშე ქრისტესა თანა მოღუაწითურთ შენით, პატრიკი, მოგსივხსენენ ჩუენცა შემსხმელნი თქუენი, ვითარცა რა პატიოსანთა მოწამეთა.
კონდაკი: მოწამეთა თანა ვნებულად გამოსჩნდი და იქმენ მხედარ ჭურვილად მეუფისა დიდისა განცდით, და სატანჯველითა სილაღე იგი კერპთმსახურებისა დასრთგუნე; ამისთვისცა უგალობთ პატიოსანთა ხსენებსა შენსა, ბრძენო თალალე.
ტროპარი: ჯუარისა შენისა სახე ცათა შინა იხილა და, ვითარცა პავლე, წოდებაი არა კაცთაგან მიიღო, რომელი იგი მეფეთა შორის მოციქულად შენდა გამოსჩნდა, უფალო, და სამეუფეო ქალაქი ხელთა შენთა შეგვედრა, რომელი აცხოვნებ მარადის მშვიდობით მეოხებითა ღმრთისმშობელისათა შეგვიწყალენ ჩუენ.
კონდაკი: კონსტანტინე დღეს დედისა თვისისა თანა ელენესა პატიოსნი ძელი გამოაჩინეს ყოველთა იუდიანთა მარცხვენელად, ხოლო საჭურველად მტერთა ზედა მორწმუნეთა და ჩუენდა გამოსჩნდა სასწაული დიდი, და ბრძოლათა შინა სიქადული.
კონდაკი: ვნებათა შინა მტკიცედ და მხნედ გამოსჩნდი შენ, და სასწაულთა შინა ყოვლადსაკვირველ და ცხადად სახელი ქრისტესი აღიარე, და მძლავრსა არცხვინე; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ბასილიკოს, და მარადის გიხმობთ ყოვლადპატიოსანო: გიხაროდან, მოწამეთა ბრწყინვალეო სამკაულო.
ტროპარი: უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენი დააფუძნე და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალმოწყალეო ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.
კონდაკი: მოციქულთა ქადაგებაი და მღვდელმთავართა მოძღურებაი სწორად ბეჭედად სარწმუნოებისა და კვართად საღმრთოთ ღმრთისმსახურებისა ქრისტეს ეკლესიასა ბრწყინვალედ მოსიეს და მართლმადიდებლობით ადიდებს დიდსა და უბიწოსა ღმრთისმსახურებისა საიდუმლოსა.
კონდაკი: ვითარცა მღვდელმთავარი ყოვლადპატიოსანი და ღმრთისმსახურებისა მღვდელმოწამე, ზახებასა ბოროტად მადიდებელთასა არა შეშინდი და მწვალებლობისა მისისა წინააღმდგომობასა სძლიენ, და ტკბილად ხმითა მაღალად ღაღად-ჰყავ და სთქუ: თაყვანს ვცემ ხატსა ქრისტესსა და ყოვლადწმინდისა დედისა მისისასა; ამისთვისცა პატივს გცემთ შენ, მიქაელ.
ტროპარი: ვითარცა საღმრთო საუნჯე დაფარული ქვეყანასა ზედა, ქრისტემან გვიჩუენა ჩუენ თავი შენი, წინამორბედო და ნათლისმცემელო, ყოველნი უკუე პოვნასა მისსა შემოკრებულნი გალობით მაცხოვარსა ყოველთასა უგალობთ, რომელი აცხპვნებს სულთა ჩუენთა მეოხებითა შენითა.
კონდაკი: წინასწარმეტყველო ღმრთისაო და წინამორნედო მადლისაო, თავი შენი, ვითარცა ნიჭი საღმრთო ვპოვნეთ ქუეყანით და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კვალადცა, ვითარცა პირველ ქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა.
სხვა კონდაკი: იროდის მიერ უსჯულოთა ბილწთა დედათათვის თავი მოგეკვეთა, წინამორბედო, ხოლო ჩუენ პატიოსანსა ამას თავის პოვნას შენსა ვიხარებთ და გიღაღადებთ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი.
სხვა კონდაკი: ნათელ-საჩინო და საღმრთო სუეტი, სანთელი მზისა, თავი თვისი წინამორბედმან ნათელშემოსილი განცხადებულ-ჰყო კიდეთა შინა და განწმენდს სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა მისთა და ესრეთ მწოდებელთა: ნათლისმცემელო ქრისტესო ყოვლადბრძენო, გვაცხოვნენ ჩუენ ყოველნი.
კონდაკი: ვითარცა ვარსკულავსა ყოვლადბრწყინვალესა ეკლესია მარადის მოგიგებს შენ, მოციქულო კარპე, შენთა საკვირველმოქმედებათა მიერ განათლებული, აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი.
კონდაკი: სიწმინდითა მით საქმეთა შენთათა განბრწყინდი, ღირსო, და
მოციქულთა საყდართა მკვიდრ იქმენ, ნიკიტა, და მსგავსად მზისა განანათლე სამწყსო
შენი, მამაო, და ყოველნი აღავსენ საღმრთოთა მოძუღურებითა, ვინაცა გიხმობთ:
გიხაროდენ ქალკედონისა მშუენიერებაო.
კონდაკი: შრომითა მით შენითა უშრომელსა ცხოვრებასა მიენთხვიე, ხოლო სისხლითა შენითა სკორის მოსახლე იგი და შეგინებული მტერი ქრისტეს ეკლესიისა მოაშთვე, მოწამეო ყოვლადსანატრელო თეოდოსია, და ზეცისა განწყობილთა თანა იხარებ, მფარველი პატივისმცემელთა ხსენებისა შენისათა.
ტროპარი: უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენი დააფუძნე და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალმოწყალეო ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.
კონდაკი: მოციქულთა ქადაგებაი და მღვდელმთავართა მოძღურებაი სწორად ბეჭედად სარწმუნოებისა და კვართად საღმრთოთ ღმრთისმსახურებისა ქრისტეს ეკლესიასა ბრწყინვალედ მოსიეს და მართლმადიდებლობით ადიდებს დიდსა და უბიწოსა ღმრთისმსახურებისა საიდუმლოსა.
კონდაკი: ვითარცა სათნოომან ღმრთისამან და სარწმუნომან, ქრისტეს ეკლესიისა შურით აღტკინებულმან აღვირნი იგი ვალენტიანესი იპყრენ და წინაისწარმეტყუელე მისა მიმართ დახშვისათვის ეკლესიისა წარსაწყმედელი იგი სიკუდილი, ვინაცა იოტე ჩუენ ყოველთათვის, ღირსო ისააკ, რომელნი პატივს გცემთ შენ.
კონდაკი: რომელმან ქრისტესთვის გულსმოდგინედ იღუაწე და მხცოვანებასა შინა სიმხნე და ახოვანებაი მოიგე, მოწამეო ერმი, და უღმრთოთა იგი ბოროტ განზრახვანი დასრთგუნენ ძალითა ქრისტესითა, და მწვალებელთა სასუმელისაგან უვნებლად დაიცევ და ღაღადებდი: ღმერთი არს ჩემთა და ვერა რაი შემძლებელ არს ვნებად ჩემდა.