მორავიდოდა უფალი ნებსითისა მის ვნებისა მოციქულთა თვისთა ესრეთ ეტყოდა მგზავრ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალიმად და ზაკვით მიცემა ძისა კაცისა სრულ-იქმნეს, ვითარ იგი წერილ-არს მისთვის, მოვედით და ჩვენცა განწმენილითა გონებითა, თანა-უვიდოდეთ მას და თანა-ჯვარს-ვეცვნეთ, და მოვკვდეთ მის-თანა, და ვისმინოთ ღაღადება მისი: არღარა მერმე ქვეყანისა ამის იერუსალიმისა ვნებად, არამედ აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღვთისა ჩემისა, და ღვთისა თქვენისა, და თანა-მაღალ-გყოფ თქვენ ზენასა იერუსალიმსა, სასუფეველსა შინა ცათასა.
ჟამსა მას განსვლისასა იხსენებდი, ჰოი სულო ჩემო, შეძრწუნდი მოკვეთისა მისგან ლეღვისა, და მოცემული შენდა ტალანტი განამრავლე შრომითა და სიყვარულითა საწყალობელო, იღვიძებდ და ლმობიერად უღაღადებდ, ქრისტე მრავალ-მოწყალეო, ნუ განმაგდებ მე სასძლოსაგან შენისა.
ჰრული უდებებისა მეუფლა სულისა მედგრობითა სახიერ, და სათნოებათა მიერ აღნთებული ლამპარი არა მაქვს, რამეთუ მივემსგავსე ცოფთა ქალწულთა, და ჟამი საქმისა წარვაგე უდებად, ნუ დამიჴშავ მე მეუფეო მოწყალებისა წიაღთა, არამედ მიჴსენ მწარისა ძელისაგან და განმაფრთხვე, და შემიყვანე ბრძენთა ქალწულთა-თანა სასძლოსა შენსა, სადა იგი დაუცხრომელად ჴმა წმიდა მედღესასწაულეთა ღაღადებს, უფალო დიდება შენდა.
უფროს მეძვისა განვრდომილმან, სახიერ, ღვარნი ცრემლთანი არა შევსწირენ შენდა, გარნა დუმილით მოქენე შეგივრდები სურვილით შემტკბობი უხრწნელთა ფერჴთა შენთა, რათა შენდობა ვითარ მეუფემან მომმადლო თანამდებთა მხმობელსა მაცხოვარ: მწვირით საქმეთა ჩემთათ გამომიჴსენ მე.
განგიმარტნა მეძავმან თმანი შენ მეუფესა, განუმარტნა იუდა ხელი უსჯულოთა, მან მოღებად შენდობისა, ამან მიღებად ვერცხლისა, ვინა გიღაღადებთ განსყიდულსა და თავისუფალ მყოფელსა ჩვენსა, უფალო, დიდება შენდა.
რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლის-მოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა, იხილეთ, ჰოი მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვერცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა; ივლტოდეთ უძებისა მისგან სენისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესე ვითარი იკადრა; არამედ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთ-მოყვარე, დიდება შენდა.
ცოდვისა უფსკრულმან უკანასკნელმან გარე-მომიცვა, და ღელვასა ვერღარა თავს-ვიდებ, იონასებრ, მეუფეო, გიღაღადებ: აღმომიყვანე მე განხრწნილი.
სახე შენი ზაკვითა სავსე არს, უსჯულო იუდა, რამეთუ ვეცხლით სნეულმან, შეიძინე კაცთ მოძულება, და სიმდიდრე თუ გიყვარდა, რად დაემოწაფე სიგლახაკისა მოძღვარსა, და ამბორს-უყოფ თუ, რად განვაჭრებდი ყოვლად-უფასოსა და განსცემდი მას ბილწ-მკვლელობად. განსხვიფრდი მზეო, განკრთი მიწაო და შემუსვრილმან ღაღად-ჰყავ: უსაზღვროო ღმერთო დიდება შენდა.
ნუ ვინ, ჰოი მორწმუნენო, უღირსი საღმრთოსა სერობისა, ნუ ვინ ვითარცა რა იუდა ზაკვით, მოუხდებინ ტრაპეზსა რომელმან იგი პური რა მიიღო, ძვინად პურისა წარემართა, სახით ვიდრე მე მოწაფე, ხოლო საქმით მოსისხლე მკვლელი, ურიათა თქვენ თანა-მოხარული, ხოლო მოციქულთა თანა ერთ-სართული, მძულვი ამბორობს, ამბორს-ქმმნი ჰყიდის, მომსყიდველსა მას ჩვენსა მონებისაგან, ღმერთსა და მაცხოვარსა სულთა ჩვენთასა.
შეკრბების აწ კრებული ურიათა, რათა მისცენ პილატეს შემოქმედი და დამბადებელი ყოველთა. ჰოი უღმრთოთა, ჰოი უსჯულოთა, რამეთუ რომელი მოვალს განსჯად ცხოველთა და მკვდართა, მისცემენ მას სასჯელად, რომელმან განკურნა ვნებანი ჩვენნი, მისცემენ მას ვნებად. უფალო სულ-გრძელო, დიდ-არს წყალობა შენი, დიდება შენდა.
ცხოვარი რომელი ჰქადაგა ისაია, აჰა ესერა მოვალს დაკლვად ნებსით თვისით, და მიცემად საგვემელად, ბეჭთა თვისთა წმიდათა, და საღმრთოთა ღაწვთა თვისთა ყურიმლის-ცემად, და პირსა თვისსა საუფლოსა და დამბადებელსა, სირცხვილსა ნერწყვისასა არა გარე-მიაქცევს, და უმსჯავროდ საყვედრელსა სიკვდილსა ჩვენთვის მიითვალავს, უცოდველი ღმერთი ნებსით თვისით, რათა ყოველთა მოგვანიჭოს წყალობა, და აღგვადგინნეს მკვდრეთით, და გვაცხოვნნეს ჩვენ.
დღეს იუდა დაუტეობს მოძღვარსა სახიერსა, და მიითვალავს ეშმაკსა, დაბრმდების ვნებითა მით ვეცხლის მოყვარებისათა, და განვარდების, ნათლისაგან დაბნელებული, და ვითარმცა ეძლო ხილვად, როემლმაც მნათობი უსასყიდლო განჰყიდა ზაკვით ოცდაათ ვეცხლად, არამედ ჩვენ გამოგვიბრწყინდა, რომელმან ყოვლისა სოფლისათვის ივნო, მისა მიმართ ხმა-ვჰყოთ, რომელი ჯცარს-ეცუ მოწყალეო, კაცთ-მოყვარეო უფალო, დიდება შენდა.
რომელმან შეიმოსა ნათელი სამოსლის-სახედ, შიშველი სასჯელად წარჰსდგა და ყვრიმლის-ცემა თავს-იდვა ხელითა თვისთა დაბადებულთათა, და ერმან უღმრთომან ჯვარსა ზედა დამოკიდეს დღეს ღმერთი დიდებისა; ხოლო კრეტ-საბმელი ტაძრისა მის განიპო და კლდენი განჰსკდეს, ქვეყანა ჰსძრწოდა და დღე დაბნელდა, რამეთუ ვერ უძლო ხილვად შეურაცხება ღვთისა, რომლისაგან ჰსძრწიან ყოველნი, ამას თაყვანის ვჰსცემდეთ.
ესრეთ ეტყოდი უფალო ჰურიათა, ერო ჩემო რა შეგაწუხენ თქვენ, ანუ რა განგარისხენ თქვენ: ბრმანი თქვენნი განვანათლენ, კეთროვანნი განვჰსწმიდენ, და განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე აღვადგინე, მანანასა მის-წილ მომიპყრობთ მე ნაღველსა, და წყლისა მის-წილ ძმარსა, სიყვარულისა წილ ჯვარსა ზედა მე დამმჰსჭვალავთ; აწ მოუწოდო წარმართთა და მათ მადიდონ მე თანა მამით და სულით-წმიდითურთ, და მე მივჰსცე მათ ცხოვრება საუკუნო.
კრებულმან ჰურიათამან პილატესაგან ითხოვა ჯვარცმა შენი უფალო, რამეთუ ბრალი შენ ზედა ვერა ჰპოვეს, ხოლო ბრალეული იგი ბარაბა გამოითხოვეს, და შენ მართალი ბრალეულ-გყვეს, და მკვლელობისა იგი ცოდვა დაიმკვიდრეს მათ, არამედ მიეც მათ უფალო მისაგებელი უღმრთოებისა მათისა, რამეთუ ცუდი იზრახეს შენ-თვის, და ჩვენ შეგვიწყალენ მადიდებელნი შენნი.
დღეს დამოეკიდების ძლესა, რომელმან დაჰკიდნა ქვეყანა წყალთა ზედა; გვირგვინსა ეკალთაგან დაიდგამს ანგელოსთა მეუფე; ტყუილისა ძოწეულსა შეიმოსს, რომელმან შეჰმოსნა ცანი ღრუბლითა; ყურიმლის-ცემასა ნებსით თავს იდებს, რომელმან იორდანეს განათავისუფლა ადამ; სამსჭვლითა განიმსჭვალვის სიძე ეკლესიისა, ლახვრითა განიგმირვის ძე იგი ქალწულისა; თაყვანის-ვჰსცემთ ვნებათა შენთა ქრისტე; თაყვანის-ვჰსცემთ ვნებათა შენთა ქრისტე; თაყვანის-ვჰსცემთ ვნებათა შენთა ქრისტე; მიჩვენენ ჩვენ დიდებულიცა შენი აღდგომა.
მომიყიდენ ჩვენ წყევისაგან ჰსჯულისა პატიოსნითა მით სისხლითა შენითა, ჯვარსა დაემსჭვალე სახიერ, და ლახვრითა განიგმირე, და კაცთა უკვდავება აღმოუცენე, მაცხოვარი და მხსნელო, სულ-გრძელო უფალო დიდება შენდა.
ხისა მიერ ადამ შეცთომილი განჰვარდა სამოთხით, ხისა მიერ ჯვარისა ავაზაკი შევიდა სამოთხედ, რამეთუ მან შეურაცხ-ჰყო ბრძანება დამბადებელისა თვისისა, ხოლო ესე, მის-თანა, ჯვარ-ცმული ღაღადებდა აღსარებით, მომიხსენე მხსნელო სასუფეველსა შენსა.
ჯვარ-ცმასა შენსა, ქრისტე დაბადებულნი ზარ-განხდილ-იქმნნეს, ქვეყანა შეირყა საფუძველითურთ და კლდენი განჰსკდეს, მნათობნი დაბნელებულ-იქმნნეს, და ტაძრისა კრეტ-საბმელი განიპო, მთათა ძრწოლა შეედვა, და დღე ღამედ გარდაიქცა; ხოლო ჩვენ ვიტყვით ავაზაკისა თანა: მომიხსენე მე მხსნელო სასუფეველსა შენსა.
შიშისათვის ჰურიათასა, საყვარელმან მეგობარმან შენმან პეტრე უარგყო შენ უფალო, და გოდებით ესრეთ იტყოდა: ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ ჰსთქუ დამარხვად მცნებაჲ შენი სახიერ, და მე არა დავიმარხე; ჩვენიცა სინანული ეგრეთ მიითვალე ღმერთო, და შეგვიწყალენ ჩვენ.
რაჟამს გარდამოჰხსნა ძელისაგან არიმათიელმან მაცხოვარი ყოველთა, მჰსგავსად მკვდრისა შემურა და წარჰგრაგნა ტილოსა, მაშინ აღესრულა ჰსჯული განწესებული მკვდართა განხრწნადთა, და შეძრწუნებული შიშით ამბორს უყოფდა მას, და სიხარულით ღაღადებდა: დიდება სიმდაბლესა შენსა, კაცთ-მოყვარე.
რაჟამს დაიდევ საფლავსა შინა მაცხოვარი ყოველთა, ჯოჯოხეთი შეძრწუნდა და მოქლონნი ბჭეთა მისთანი შიშით შეიმუსრნეს, და სამარენი აღეხვნეს, და მკვდარნი აღჰსდგეს საფლავთაგან, მაშინ ადამ ღაღადებდა: დიდება სულგრძელებასა შენსა, ქრისტე, მიუწთომელო ღვთაებითა, რომელმან მოწყალებით მიხსენ, კაცთ-მოყვარე.
შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელნი ხორცნი შენნი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარჰგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.
რაჟამს შთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკვდავი, მაშინ ჰოჰოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღვთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებენ: ცხოვრების-მომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.
ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძისა, რომელი მუცლად-მიღე თვინიერ თესლისა, რამეთუ აღვჰსდგე და ვიდიდო მე ღვთაებრ, და მაღალ-ვჰყვნე დიდებით, სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.
დღეს შეიცავს საფლავი დამბადებელსა და ხელითა შემცველსა, და დამფარველსა ცათასა დაჰფარავს ლოდი იგი უნდო საფლავსა, და იძინებს ცხოვრება, და ჰსძრწის ჯოჯოხეთი, და ადამ საკრველთაგან განიხსნების ყოვლითურთ; დიდება განგებულებასა შენსა, მხსნელო, რომლითა ყოველი სრულ-ჰყავ და მოგვმადლე ჩვენ, ვითარცა ღმერთ ხარ, შაბათობად საუკუნოდ მკვდრეთით აღდგომა შენი, უფალო დიდება შენდა.
ვნებითა მით შენითა ქრისტე, ვნებათაგან განვთავისუფლდით, და აღდგომითა შენითა ხრწნილებისაგან ვიხსნენით, უფალო, დიდება შენდა.
ჰსდუმენინ ხორცი კაცობრივი და ჰსდეგინ შიშით და კრძალულებით, და ნურარას მსოფლიოსა შფოთს იგონებნ, რამეთუ აჰა ესერა შემოვალს მეუფე მეუფე და უფალი უფლებათა, და კუალად საჭმელად და მიცემად მორწმუნეთა, და მას წინა-უძღვიან გუნდნი ანგელოსთანი მრავალ-თვალნი ქერუბიმნი, ექვს-ექვს-ფრთენი სერაფიმნი, პირთა თვისთა დამფარველნი, და ძრწოლით მღაღადებელნი გალობასა ანგელოსებრსა: ალილუია, ალილუია, ალილუია.