აღსდგა ქრისტე? ეს ყველა რელიგიის, ყველა ფილოსოფიის, ყველა იმ მეცნიერების ძირითადი კითხვაა, რომლებიც ეხებიან ადამიანის მსოფლმხედველობას. აღდგომა შეეძლო მხოლოდ ღმერთს. აქედან გამომდინარე, აღდგომა - ეს არის საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა ღმერთი ქრისტე. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თითქმის ყველა ანტირელიგიური ლიტერატურული ქმნილება აკრიტიკებს აღდგომის ფაქტს. მაგრამ წარსულის მებრძოლი ათეიზმი, როგორც ცნობილია, ძველებური ჟინით ვეღარ გამოირჩევა. საინტერესოა, რომ ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შემდეგ იესო ქრისტეს აღდგომა აღიარა თვით ფრიდრიჰ ენგელსმა. თავისი თხზულებების ხელხალი გამოცემის წინასიტყვაობაში იგი წერს:
„კაპადოკიის უახლესი აღმოჩენები გვავალდებულებენ შევიცვალოთ ჩვენი შეხედულებები ზოგიერთ არცთუ მრავალ, მაგრამ მსოფლიო ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს მოვლენათა შესახებ, და ის, რაც ადრე გვეჩვენებოდა მხოლოდ მითოლოგთათვის საყურადღებოდ, ამიერიდან ყურად უნდა ვიღოთ ისტორიკოსებმაც. სკეპტიკოსთა დამამარცხებელი ახალი საბუთები დამაჯერებლად მეტყველებენ ისტორიის ყველაზე დიდი საოცრების სასარგებლოდ - სიცოცხლისაკენ იმის მობრუნებაზე, ვინც გამოეთხოვა მას გოლგოთაზე“.
ენგელსის ამ სიტყვებს არ ვიცნობდით იმის გამო, რომ მარქსისა და ენგელსის რუსულ და ქართულ გამოცემებში ისინი არ იყო თარგმნილი.
კაპადოკიის აღმოჩენებს მოჰყვა მთელი რიგი უფრო მნიშვნელოვანი და დამარწმუნებელი აღმოჩენები.
როგორც ზოგიერთი ათეისტი დღესაც „ამტკიცებს“, ცნობები იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ არ არის შემონახული მისი თანამედროვე მწერლებისა თუ ისტორიკოსების არც ერთ შრომასა თუ თხზულებაში.
მართალია თუ არა ეს?
დავიწყოთ იოსებ ფლავიუსით. ის, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ისტორიული მოწმეა. კარლ მარქსი ამბობდა: „სარწმუნო ისტორია უნდა იწერებოდეს მხოლოდ ისეთი საბუთების საფუძველზე, როგორიც არის იოსებ ფლავიუსის თხზულებანი“.
გარდა ამისა, ფლავიუსს თავისი სიცოცხლის განმავლობაში შეეძლო ყოფილიყო იმ მოვლენათა ცენტრში, რომლებიც აღწერილია სახარებაში. და ბოლოს, ფლავიუსი არ იყო ქრისტეს მიმდევარი და, ამის გამო, არ გვაქვს საფუძველი ველოდოთ მისგან რაიმე გადაჭარბებას, რომელიც ხელსაყრელი იქნება ქრისტიანებისათვის.
როგორც ათეისტები ამტკიცებენ, ნუთუ მართლაც არაფერს ამბობს ფლავიუსი მაცხოვრის აღდგომის შესახებ? ერთხელ კიდევ ჩავიხედოთ იოსებ ფლავიუსის თხზულბებში. იქ შავით თეთრზე წერია: „ამ დროს გამოჩნდა იესო ქრისტე, დიდი სიბრძნის მქონე ადამიანი, თუკი შეიძლება ვუწოდოთ ამდენ საოცრებათა ჩამდენს ადამიანი. იმ პირთა დასმენის გამოისობით, რომლებიც პირველობენ ჩვენში, პილატემ იგი ჯვარს აცვა. შედრკნენ ისინიც, ვინც პირველებმა შეიყვარეს იგი. მესამე დღეს კი ხელახლა გამოეცხადა მათ“. როგორ ეწყობა ეს ყოველივე იმ მტკიცებებს, რომ ფლავიუსი სიტყვასაც კი არ ახსენებს ქრისტეს შესახებო?
გავაკეთოთ მცირე გადახვევა.
ასი წლის წინათ ფლავიუსის ამ ცნობაში ეჭვი შეიტანეს და იგი მიიჩნიეს შემდგომში ქრისტიანთა მიერ ჩამატებულ ცნობად. მაგრამ მალევე იქნა აღმოჩენილი იოსებ ფლავიუსის თხზულებათა კიდევ სამი ვარიანტი, და ფლავიუსი სამივე ამ ვარიანტში იმეორებს ცნობას იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ.
...ლაბირინიოსი იესო ქრისტეს აღდგომას შეესწრო თავის ჩინოვნიკებთან ერთად. მათ ცხადად დაინახეს ქვის ჩამოვარდნა, რომლიც ფარავდა სამარეს. დაინახეს არაჩვეულებრივი სინათლით მბრწყინავი ფიგურა, რომელიც მაღლდებოდა იმ ადგილზე. ლაბირინიოსი თავის თანამგზავრებთან და დარაჯებთან ერთად გაექანა ამის შესახებ ხელისუფლებისათვის შესატყობინებლად.
...ბერძენი ჰერმიდეოსი, რომელსაც იუდეის მმართველის ბიოგრაფის ოფიციალური თანამდებობა ეკავა, წერდა ასევე პილატეს ბიოგრაფიასაც. მისი ცნობები განსაკუთრებულად საყურადღებოა ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ისინი შეიცავენ უაღრესად საყურადღებო და საიმედო ცნობებს პალესტინისა და რომის შესახებ და საფუძვლად დაედვნენ იუდეის ისტორიას, და მეორე, ჰერმიდეოსი მკვერთად გამოირჩევა თავისი გადმოცემის მანერით. როგორც აკადემიკოსი ს.ჟებელევი ამბობს: „იგი ფოტოაპარატის სიზუსტით გადმოგვცემს ყველაფერს“.
ჰერმიდეოსის მონათხრობი კიდევ იმით არის ძვირფასი, რომ ისიც იმყოფებოდა მაცხოვრის აღდგომისას საფლავის სიახლოვეს, მიაცილებდა რა პილატეს ერთ-ერთ თანაშემწეს. ამასთან, ჰერმიდეოსი დასაწყისში ქრისტეს წინააღმდეგ იყო განწყობილი, და როგორც თავად ამბობდა, ცდილობდა დაერწმუნებინა პილატეს ცოლი, რათა მას ხელი არ შეეშალა ქმრისთვის ქრისტესთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში. ჯვარცმამდე იგი ქრისტეს მატყუარად თვლიდა, ამიტომ თავისი ინიციატივით გაემართა შაბათ ღამეს სამარისაკენ, რათა დარწმუნებულიყო, რომ იესო ქრისტე არ აღსდგებოდა და მისი სხეული სამუდამოდ დარჩებოდა მიწაში. მაგრამ სულ სხვაგვარად წარიმართა ყოველივე.
„მივუახლოვდი სამარეს, და ვიმყოფებოდი რა მისგან ას ორმოცდაათ ნაბიჯზე, - წერს ჰერმიდეოსი, - სისხამი განთიადის მკრთალ შუქზე ჩვენ დავინახეთ სამარესთან მყოფი დაცვა: ორი ადამიანი იჯდა, დანარჩენები მიწაზე იწვნენ. იყო საოცარი სიჩუმე. ჩვენ მივდიოდით ძალზედ ნელა, და გადაგვასწრო დაცვამ, რომელიც მიდიოდა სამარისაკენ იმათ შესაცვლელად, რომლებიც იქ საღამოს შემდეგ იმყოფებოდნენ. შემდეგ უეცრად ძალზედ განათდა. ჩვენ ვერ შევძელით გაგება, თუ საიდან იყო ეს სიწითლე, მაგრამ მალე დავინახეთ, რომ იგი მოდიოდა ზემოდან - მბრწყინავი ღრუბლიდან, რომელიც დაეშვა საფლავისაკენ და გამოჩნდა ადამიანი, ბრწყინვალე შუქით შემოსილი. შემდეგ გაისმა გრუხუნი, მაგრამ არა ზეცაში, არამედ მიწაზე. ამ ხმაზე დარაჯები ფეხზე წამოიჭრნენ და შემდეგ დაეცნენ. ამ დროს, სასფლავისაკენ მიმავალ ბილიკზე, ჩვენგან მარჯვნივ მოდიოდა ქალი. მან უეცრად დაიყვირა: „განიხვნა! განიხვნა!“ და ამ დროს ჩვენ დავინახეთ, რომ მართლაც ძალზედ დიდი ქვა, რომელიც ხერგავდა გამოქვაბულის შესასვლელს, როგორღაც თავისით აიწია და გახსნა სამარეში შესასვლელი. ჩვენ ძალზედ შევშინდით. მცირეოდენი დროის შემდეგ სინათლე საფლავზე გაქრა და ჩვეულებრივმა სიჩუმემ დაისადგურა. როდესაც ჩვენ მივუახლოვდით საფლავს, ცხადი გახდა, რომ იქ უკვე აღარ იყო დამარხული ადამიანის სხეული“.
ჰერმიდეოსის მონათხრობი კიდევ ერთი მხრივაც არის საინტერესო: ის წერს, რომ ქრისტეს ჯვარცმამდე რამდენიმე ხნით ადრე, იუდეაში უნდა მოეჭრათ მონეტა, ერთი მხრით კეისრის (ტიბერიუსის) დიდი გამოსახულებით, ხოლო მეორე მხარეს პილატეს პატარა გამოსახულებით. იესო ქრისტეს გასამართლების დღეს, როდესაც პილატეს მეუღლე ცდილობდა დაერწმუნებინა ქმარი, არ გამოეტანა ქრისტესთვის სასიკვდილო განაჩენი (იმიტომ რომ იგი მთელი ღამე იტანჯებოდა ძილში მის გამო), ქალმა იკითხა: „რითი გამოისყიდი დანაშაულს, თუ შენს მიერ სიკვდილმისჯილი მართლად ღვთის ძეა და არა დამნაშავე?“ პილატემ უპასუხა: „თუ იგი მართლაც ღვთის ძეა, იგი აღსდგება, და მაშინ, პირველი, რასაც მე გავაკეთებ, იქნება ის, რომ მე ავკრძალავ ჩემი გამოსხულების აღბეჭდვას მონეტაზე, სანამ მე ცოცხალი ვარ“.
მონეტაზე გამოსახვა რომში უდიდეს პატივად ითვლებოდა. პილატემ თავისი პირობა შეასრულა და მართლაც აკრძალა თავისი გამოსახულების აღბეჭდვა მონეტაზე. ჰერმიდეოსის ეს ცნობა დასტურდება რომის ნუმიზმატიკიდანაც.
...სირიელი ეიშუ, განთქმული თავისი სამედიცინო ხელოვნებით, პილატეს პირადი მკურნალი იყო. სახელოვან მკურნალს პილატემ დაავალა ღამე გაეთია ქრისტეს საფლავზე, შაბათ საღამოდან კვირა დილამდე, თავის განუყრელ ხუთ თანაშემწესთან ერთად. იგი ასევე მაცხოვრის დაკრძალვის მოწმეც გახლდათ. შაბათს მან ორჯერ მოიხილა საფლავი, ხოლო საღამოთი კი კვლავ საფლავზე დაბრუნდა ღამის გასათევად. მან იცოდა წინასწარმეტყველება ქრისტეს აღდგომის შესახებ, ამიტომ ღამით ისინი მორიგეობით ფხიზლობდნენ.
„ჩვენ ყველანი - მკურნალები, დარაჯები, - წერს ეიშუ - ვიყავით ჯანმრთელად, ფხიზლად, თავს ვგრძნობდით ჩვეულებრივად კარგად. ჩვენ არ გვქონდა არავითარი წინათგრძნობა. ჩვენ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ შესაძლებელი იყო გარდაცვლილი გაცოცხლებულიყო. მაგრამ იგი ჭეშმარიტად აღსდგა! და ყველაფერი ეს ჩვენ ვიხილეთ საკუთარი თვალით.“
შემდეგომ ამისა აღწერილია, თუ რა იხილა ეიშუმ.
ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი მცოდნე, აკადემიკოსი ვ.პ.ბუზესკული (1958-1931 წ.) ამბობდა:
„იესო ქრისტეს აღდგომა დადასტურებულია ეჭვმიუტანელი არქეოლოგიური და ისტორიული მონაპოვრებით, და ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ივანე მრისხანისა და პეტრე დიდის ისტორიული არსებობა... იესო ქრისტეს აღდგომის უარყოფა ნიშნავს პილატეს, იულიუს კეისრის, ნერონის, ავგუსტუსის, ეფრაინეს, მარკუს ავერლიუსის და მსოფლიო ისტორიაში ცნობილი მრავალი სხვა პიროვნების არსებობის უარყოფას“.
ეპიფანე აფრიკელი, ევსევი ეგვიპტელი, სარდიონ პანიდორელი, იპოლიტე მაკედონელი, ამონ ალექსანდრიელი, საბელინ ბერძენი, ისააკ იერუსალიმელი, კონსტატინე ტირელი და მრავალი სხვა ავტორი ადასტურებენ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას.
ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა იმდროინდელ ებრაელ ავტორთა გადმოცემები. მათი უმრავლესობა, ჩვეულებისამებრ, საერთოდ დუმს აღდგომის ფაქტთან დაკავშირებით. იმ დროის ებრაელ მწერალთა შორის, რომლებიც პირდაპირ მოგვითხრობენ აღდგომის შესახებ, შეიძლება ჩამოვთვალოთ ურის გალილეველი, ჰანონ მესოპოტამელი, შერბრუმი მამა, ფერნან სარეპტელი, მანანია ექიმი, ნავეინ ანტიოქელი და მაფერკანტო. განსაკუთრებით საყურადღებოა მაფერკანტოს ცნობები. იგი იყო სინედრიონის ერთ-ერთი წევრი, მნე. სწორედ მისი ხელიდან მიიღო იუდა ისკარიოტელმა ქრისტეს გაცემისათვის ოცდაათი ვერცხლი. მაგრამ როდესაც მაცხოვრის აღდგომის შემდეგ იუდეველთა შორის განგაში ატყდა, მაფერკანტი იყო პირველი სინედრიონის წევრთაგან, რომელიც მივიდა მაცხოვრის საფლავის გამოსაძიებლად. იგი დარწმუნდა, რომ აღდგომა მართლაც მოხდა. იგი მივიდა იქ ოდნავ ადრე, დარაჯებისათვის ფულის გადასახდელად, და დაინახა, რომ საფლავი საიმედოდ იყო დაცული. გადაუხადა ფული დარაჯებს და უკან გამობრუნდა, მაგრამ ოდნავ რომ მოშორდა საფლავს, გაისმა ქუხილი, რომლის შემდეგაც სამარის უზარმაზარი ქვა უხილავი ძალის მეშვეობით გადაგდებულ იქნა. უკან მობრუნებულმა მაფერკანტმა შორიდანვე შეამჩნია, თუ როგორ ნელ-ნელა გაქრა სამარის თავზე დავანებული სინათლე. ყოველივე ეს, მაფერკანტს აღწერილი აქვს თავის თხზულებაში „პალესტინის მმართველთა შესახებ“, რომელიც მიეკუთვნება პალესტინის ისტორიისათვის განსაკუთრებით სანდო და საიმედო წყაროთა რიცხვს.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 14, 1999 წ.