სერგეი გოლოვინი

მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?

გადაშენდნენ კი დინოზავრები?

თავისთავად იბადება კითხვა: თუკი გიგანტური რეპტილიების ათეულობით სახეობა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ცხოვრობდა დედამიწაზე, მაშ როდის, როგორც ან რატომ გაქრნენ ისინი?

პირველ რიგში აუცილებელია დავაზუსტოთ - გაქრნენ თუ არა ისინი სინამდვილეში? აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი არ გამქრალა. „დღემდე ჯანმრთელად მყოფი“ ალიგატორები, ნიანგები და აგრეთვე კუნძულ კომოდოს მკვიდრი დრაკონები სამართლიანად შეიძლება წოდებულ იქნენ დინოზავრებად („საშინელ ხვლიკებად“), რომლებმაც ჩვენს დრომდე მოაღწიეს.

კუნძულ კომოდოს დრაკონები (ინდონეზია) - ჩვენი თანამედროვენი არიან

ეგზოტიკური რეპტილიების არც თუ ისე მცირე რაოდენობა იმალება (თუმცა არც თუ ყოველთვის მარჯვედ) ზღვებისა და ოკეანეების სიღრმეებში. ზღვის ურჩხულებთან შეხვედრის მრავალმა სისტემატურმა მტკიცებულებამ მოაღწია ძველი დროიდან ჩვენამდე. I მსოფლიო ომის დროიდან დაწყებული ეს მტკიცებანი ხშირად საკმაოდ დოკუმენტირებულია. ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს კი წარმოადგენს კრაისტჩერჩის რაიონში (ახალი ზელანდია) იაპონური თევზსაჭერი ხომალდის - ზურო მარუს მეთევზეების ნადავლი, რომლებმაც 1977 წლის 10 აპრილს 300 მეტრის სიღრმიდან ამოათრიეს ახლად მკვდარი (გვამი მაშინ იწყებდა ხრწნას) პლეზიოზავრი! ცხოველის ტანის სიგრძე შეადგენდა დაახლოებით 10 მეტრს, წონა კი დაახლოებით - 2 ტონას. მისი ოთხმეტრიანი ფარფლი კი მშვენივრად იყო შენახული. ბუნებრივია, პლეზიოზავრს არ შეეძლო ეცხოვრა ზღვის სიღრმეებში როგორც ერთადერთ ეგზემპლარს. ძალიან დიდია ალბათობა ამ არსებათა მთელი პოპულაციის არსებობისა, რომლებიც ბუნებრივია მგრგვინავ და სუნიან თანამედროვე ხომალდებთან შეხვედრას გაურბიან. და მხოლოდ გადაგდებულ ბადეში შემთხვევით ამოყოლილმა უსულო სხეულმა მცირედ შეაღო ზღვის სიღრმეთა საიდუმლო კარი. მონაპოვარი გამოცხადდა წლის მთავარ მეცნიერულ აღმოჩენად, ხოლო ამ შემთხვევის საპატივცემულოდ სპეციალური საფოსტო მარკაც კი გამოუშვეს.

იაპონელი მეთევზეების მიერ მოპოვებული
პლეზიოზავრის გვამი

რაც შეეხება ხმელეთის მონსტრების გადმონაშთებს, უნდა აღინიშნოს, რომ წარსულში მსხვილი ხმელეთისა და წყალხმელეთა დინოზავრების სხვადასხვა სახეობათა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით არსებობის შესახებ თვალსაზრისი, ნაწილობრივ შეცდომაში შეყვანაა. პალეონტოლოგები, ახალ-ახალი ნამარხების პოვნისას, ცდილობენ ყოველი თუნდაც მცირედი განსხვავებული ფრაგმენტის იდენტიფიცირებას ადრე უცნობ სახეობასთან, იმედენად, რამდენადაც დიდია ცდუნება პირველობისა. სავარაუდო დინოზავრების ახალი, ადრე უცნობი სახეობების რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. დროდადრო გაყალბებასაც ჰქონდა ადგილი - განზრახულსა და გაუცნობიერებელს.

პლეზიოზავრი

პალეონტოლოგიაში უდიდეს მისტიფიკაციად იქნა აღიარებული გიგანტური ხვლიკის - ბრონტოზავრის - აღმოჩენა. 1879 წელს ნაპოვნი ჩონჩხის ფრაგმენტებს შეუთავსეს აღნიშნული მონაპოვრის ადგილიდან 6 კმ-ში, სრულიად განსხვავებულ ფენაში განთავსებული თავის ქალა. მოსაკვლევი დარჩა მხოლოდ ის ფაქტი, თუ როგორ აღმოჩნდა თავის ქალა იმ ადგილას და მხოლოდ 1979 წელს შეძლეს ზუსტად დადგენა იმისა, რომ ქალა სინამდვილეში ეკუთვნოდა აპატოზავრს, როცა თვით ჩონჩხი იყო დიპლოდოკისა. მაგრამ ახლაც, როცა კარნეგის ინსტიტუტის ექსპოზიციიდან მოშორებულ იქნა ბრონტოზავრი, ხოლო დონალდ გლუტის „დინოზავრების ახალ ლექსიკონში“ (1982 წელი) იგი სრულიად აღარ მოიხსენიება, ბევრ ქვეყანაში სკოლები მაინც აგრძელებენ სწავლებას არარსებული ცხოველის შესახებ, მუზეუმები კი - მათ წარმოჩენას.

რეალურად არსებულ მონსტრებს შორის შეიძლება გამოვყოთ გიგანტური ხვლიკების მხოლოდ რამდენიმე ტიპი. პირველ რიგში, ესენი არიან: ბრაქიოზავრები, ტირანოზავრები, დიპლოდოკები და ალოზავრები. თუმცა, ამ სახეობების უმსხვილეს არსებათა მაქსიმალური ზომები დროთა განმავლობაში გარაუვლად უნდა შემცირებულიყო. არსებობს არანაკლებ ხუთი მიზეზი მაინც, რის გამოც წარღვნის შემდეგ ეს ცხოველები თანდათანობით უნდა შემცირებულიყვნენ ზომებისა და რაოდენობის მიხედვით.

პირველ რიგში, წარღვნისას წყლის ორთქლის ფენის დარღვევის შემდეგ კოსმოსური გამოსხივება თავისუფლად აღწევდა დედამიწაზე, რამაც გამოიწვია უშუალო გენეტიკური დეგრადაცია.

მეორე - გენეტიკური დეგრადაცია ქვეწარმავლების ზომებზე აისახა არაპირდაპირ. როგორც ჩვენ უკვე განვიხილეთ ადამიანების მაგალითზე, წარღვნის შემდეგ ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლის ხანგრძლივობამ სწრაფი კლება განიცადა. ხოლო რეპტილიები, როგორც ცნობილია, იზრდებიან მთელი თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში. რაც უფრო მალე კვდებოდა ცხოველი, მით უფრო ნაკლები ზომისა იყო და ვერ აღწევდა თავის მაქსიმუმს.

მესამე - უმსხვილესი არსებების ორგანიზმები ყველაზე ნაკლებუნარიანი აღმოჩნდნენ, გამკლავებოდნენ თერმორეგულაციის პრობლემას, რომლის აუცილებლობაც წარმოშვა წარღვნის შემდგომ ჩამოყალიბებულმა გარემოს დღეღამური და სეზონური ამინდის ცვალებადობამ (აღარ იყო სითბური ეფექტი).

მეოთხე - წარღვნის შემდეგ გაბატონებული შიშველთესლოვანი და ფარულთესლოვანი მცენარეები გამოიმუშავებდნენ ბიომასის უფრო მცირე რაოდენობას, ვიდრე წარღვნამდელი ტროპიკული მცენარეები. მსხვილ ცხოველებს კი გაცილებით მეტი ენერგიის დახარჯვა უხდებოდათ თავის გამოსაკვებად.

და ბოლოს, მთავარი მიზეზი ამ ყოფილი გიგანტების გადაშენებისა, როგორც ეტყობა, გახდა ეკოლოგიური პრობლემები. ხმელეთის ხვლიკების პოპულაციები, უპირველეს ყოვლისა, შევიწროებულ იქნენ განუწყვეტლივ მზარდი სრულიად სხვა სახეობის არსებათა პოპულაციის მიერ - Homo sapiens. დამკვიდრების მცდელობის ბოლო ბატალიების გამოძახილს ჩვენ სწორედ ძველ ქრონიკებში, ეპოსსა თუ დრაკონების შესახებ გადმოცემებში ვპოულობთ, სადაც ადამიანი, როგორც წესი, გამარჯვებული გამოდის.

 


<< წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი >>