სერგეი ლეონიდეს ძე გოლოვინი - საბუნებისმეტყველო მეცნიერების მაგისტი (დედამიწის ფიზიკა), პედაგოგიკის ბაკალავრი.
რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გეოფიზიკურ ექსპედიციებს ყირიმში, კავკასიაში, კოლის ნახევარკუნძულსა და შპიცბერგენის კუნძულზე (ნორვეგია). წიგნების „ლოგიკა და ბიბლია“, „მითის ევოლუცია. როგორ იქცა ადამიანი მაიმუნად“; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სპეციალური ჟურნალების პუბლიკაციების, გეოფიზიკასა და ლაზერულ ოპტიკაში რიგი გამოგონებების, ქრისტიანულ აპოლოგეტიკაში ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ და პოლონურ ენებზე თარგმნილი და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული ნამუშევრების ავტორი.
ქრისტიანული სამეცნიერო-აპოლოგეტიკური ცენტსი პრეზიდენტი. ტავრიის ქრისტიანული ინსტიტუტისა და დონეცკის ქრისტიანული უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი. ჰუმანიტარული ინიციატივების საქველმოქმედო ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. უკრაინის სტუდენტი ქრისტიანების თანამეგობრობის საბჭოს წევრი. მუდმივად მოქმედი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ადამიანი და ქრისტიანული მსოფლმხედველობა“ - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. Creation Research Society (აშშ)-ისა და Creation Sciense Movement (დიდი ბრიტანეთი)-ის ნამდვილი წევრი.
დაოჯახებულია, ჰყავს ორი ქალიშვილი.