ყველას გილოცავთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს!
სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ ბრწყივალე დღეს! ეს ყველა დღესასწაულთა დღესასწაულია და წელს კი განსაკუთრებულია კიდევ იმით, რომ იგი პირველი აღდგომაა მესამე ათასწლეულში.
ღმერთმა მშვიდობა და სიხარული მოგცეთ. დაე, უფალმა ჭეშმარიტი სარწმუნოება განამტკიცოს ჩვენს ხალხში; და თუ ჭეშმარიტი სარწმუნოება გვექნება, ამ საფუძველზე აშენდება ჩვენი სულიერი ტაძარი.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!
ღმერთმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო და ქართველი ერი!
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!
დაგლოცოთ და გაგახაროთ უფალმა!
ახლა დაგირიგდებათ ეპისტოლე, რომელიც თქვენთვის დაიწერა. მე ვფიქრობ, რომ იქ ისეთი საკითხებია განხილული, რომლებიც ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ იგი.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №16, 2001 წ.