სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს სამოციქულო საკითხავის წინ დიაკონმა წაიკითხა წარდგომა, სადაც წარმოთქმული იქნა მეფე დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. „ძალა“ და „მშვიდობა“ - აუცილებელია ყოველი ერისათვის, ყოველი ადამიანისათვის. ძალა არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი და იგი რომ ჰქონდეს ადამიანს ან ერს, მაშინ ღვთის უნდა იყოს. ნათქვამია: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს“, ე.ი. ნებისმიერს კი არა, არამედ - „ერსა თვისსა“. ღვთის ერი არის ერი, რომელიც ასრულებს უფლის მცნებებს და იღებს ძალსა და მშვიდობას. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. როცა ადამიანს გააჩნია რწმენა, სიყვარული, თავმდაბლობა, მორჩილება, მას სიმშვიდეც აქვს, რისი წყალობითაც მშვიდობა სუფევს მის გარშემო.
მინდა მოკლედ მოგახსენოთ დღეს მოხსენიებული წმიდანის ღვაწლის შესახებ. ეს გახლავთ პავლე თებელი, ღირსი მამა, რომელიც III-IV ს. ცხოვრობდა, ე.ი. იმ დროს, როცა მოღვაწეობდა ანტონი დიდი - ბერ-მონაზვნობის დამაარსებელი. ერთხელ, ანტონი დიდს, როელიც ეგვიპტის უდაბნოში იღვწოდა, მოუვიდა აზრი, რომ იგი ყველაზე დიდი მოღვაწე იყო. ამ დროს მას მოესმა ხმა, რომელმაც აუწყა, რომ მასზე დიდი მოღვაწეც არსებობდ და მისი ხილვა უდაბნოში შეიძლებოდა. ანტონი დიდი გაემართა უდაბნოში და იქ იპოვა გამოქვაბული, სადაც პავლე თებელი იღვწოდა. მისალმებისას ორივემ სახელებით მიმართეს ერთმანეთს, თუმცა ამ დროს ურთიერთს არც კი იცნობდნენ. აი, ასეთი დიდი წმიდანები იყვნენ ისინი, როდესაც ანტონი დიდმა ნახა პავლე თებელი, მას ტანსაცმელი აღარ ემოსა. უდაბნოში განმარტოების მანძილზე ყველაფერი ტანზე შემოდნობოდა და შესამოსელი ლეღვის ფოთლებისაგან გაეკეთებინა. იგი უდაბნოში 91 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და სულ 113 წელი იცოცხლა. წმიდანმა
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №???, 2001 წ.