მოგესალმებით, ვფიქრობ დღევანდელი კონფერენცია განსაკუთრებულია. ქრისტიანული სამართალი ერთ-ერთი უძველესია და ქრისტიანული სიყვარულიდან გამომდინარეობს. მოგეხსენებათ, ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. როდესაც საეკლესიო სამართალი იქმნებოდა, მასში უმთავრესად ადამიანის კეთილდღეობა, მშვიდობა იგულისხმებოდა. 30 წლის წინ წარმოუდგენელი იყო ასეთი კონფერენციის მოწყობა. ღმერთი იქმს ასეთ სასწაულებს და ჩვენ ამის მომსწრენი ვართ. მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს ენერგიული თანამშრომლობისათვის. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ისტორიული დოკუმენტი იქნება. შეიძლება იგი მაგალითად იქცეს სხვა ქვეყნებისათვის. ეკლესიისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ერთობლივმა მუშაობამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო. გისურვებთ წარმატებას მუშაობაში.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №26, 2001 წ.