„ჩვენ უნდა აღვზარდოთ ჩვენი ბავშვები ბუნების სიყვარულით!“
ქალბატონებო და ბატონებო,
ვფიქრობ, დღეს მეტად მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი დღეა არა მარტო საქართველოს ეკლესიისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. დღეს იხსნება სასწავლებელი, რომელსაც ეწოდება ეკოლოგიის, დეკორატიული მებაღეობისა და გამწვანების ინსტიტუტი. აქ აღიზრდებიან სპეციალისტები ეკოლოგიის, მებაღეობის, გამწვანებისა და დაკორატიული დაგეგმარების დარგში. ვფიქრობ, რომ ჩვენი სპეციალისტები მოემსახურებიან მთელ საქართველოს, რასაც, ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ დღემდე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდით ამ დარგს.
მეტად მნიშვნელოვანია ბუნებასთან სიახლოვე. ბუნება მკურნალია. ჩვენი შვილები ბუნების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ. მინდა გავიხსენო ბუნების სიყვარულის ერთი მაგალითი, რომელიც ჩემს ეპისტოლეში მოხსენებული. ერთი ბავშვი ბაღში დარბოდა და თან ყვავილებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. მასწავლებელი შორიდან ადევნებდა მას თვალ-ყურს. უეცრად ბავშვმა ლამაზი ყვავილი შენიშნა და მოხიბლული მისკენ გაიქცა. მასწავლებელმა იფიქრა, ახლა, ალბათ, ამ ყვავილს მოსწყვეტსო. მაგრამ, ბავშვმა აკოცა ყვავილს, მოეფერა და გზა განაგრძო. ჩვენც ასეთი, არამომხმარებლური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ბუნებასთან და იგი მუდამ იქნება ჩვენი მკურნალი და ჩვენთვის სიკეთის მომტანი.
მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც იშროა ამ სასწავლებლის ორგანიზებისა და დაარსებისათვის. ვლოცავ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებცი აქ იღვაწებენ და მათ აღსაზრდელ სტუდენტებს.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №36, 2006 წ.