ყოველი ჩვენგანი უნდა იყოს მახარებელი, მუდამ სიხარული უნდა მოვუტანოთ, მოგვაროთ ადამიანებს. არაერთხელ მითქვამს, სიხარული გამომდინარეობს სიყვარულიდან. ადამიანს, რომელსაც აქვს სიყვარული, ჭეშმარიტ რწმენაზე დამყარებული, მას აუცილებლად სიხარული მოაქვს ადამიანებისთვის, მეზობლისთვის, ოჯახისთვის, ახლობლებისთვის და უცხოსთვის.
გისურვებთ, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მახარობელი.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №12, 2007 წ.