წმიდანთა სახელები, მათი
ხსენების დღეები
და სახელთა მნიშვნელობის განმარტება
(სათვეო კალენდრის მიხედვით)
თარიღები მოცემულია ახალი სტილით
მამათა სახელები
- ქ -
ქავთარი
ქაიხოსრო - სახელოვანი სეფეწული, თავადი (სპ.)
ქართლოსი
ქარისიმე - ალერსიანი, მოსიყვარულე (ლათ.)
- ტარსელი (კილიკიელი), მოწამე; 4.09
ქერიმონი - გახარებული, კმაყოფილი (ბერძ.)
- ალექსანდრიელი, დიაკ. მღვდელმოწ. 17.10
- ეგვიპტელი, ღირსი; 29.08
ქვაბული
ქველი
ქვიშვარდი
ქობული
ქრისანთე - ოქროსფერი (ბერძ.)
ქრისოგონი - ოქროსაგან შობილი (ბერძ.)
- რომაელი, აკვილიელი, მოწამე; 4.01
ქრისოტელი - ოქროთი სრული, ოქროს ბოლოიანი (ბერძ.)
- ბაბილონელი, ხუცესი, მღვდელმოწ. 12.08
ქრისტესია - ქრისტეფორედ წოდებული
ქრისტეფორე - ქრისტეს მტვირთველი, მაღიარებელი (ბერძ.)
- გურული, ქართველი; 29.08
- ლიკიელი, მოწამე; 22.05
- ნიკომიდიელი, მოწამე; 2.05
- რომაელი, ალესტინელი, ღირსი; 12.09
ქრისტოდულე - ქრისტეს მონა (ბერძ.)
- ფილოსოფოსი, ოსად წოდებული, ღირსი; 31.08
ქსანთე - ჟღალი, მწითური (ბერძ.)
- მელიტინელი, მოწამე; 20.11
- სებასტიელი, მოწამე; 22.03
ქსენოფონტი - უცხო ენებზე მოლაპარაკე (ბერძ.)
- კონსტანტინეპოლელი, ღირსი; 8.02
ქსვისტე (სიქსტე)
- რომის პაპი, ათინელი, მოწ. 23.08
ქუდიონი
- სებასტიელი, მოწამე; 22.03
ქუთონიოსი
ქუმსი
ქუქუჩა
ქუცნა
|