ა.წ. 27 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა. სხდომა გახსნა და მას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ესწრებოდნენ სინოდის წევრები ახალქალაქისა და კუმორდოს მთავარეპისკოპოს ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) გარდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიტყვით მიმართა მღვდელმთავრებს და განსახილველად შესთავაზა რამდენიმე საკითხი. კერძოდ:
წმიდა სინოდმა განაჩინა:
წმიდათა დასში შეირაცხონ:
წმიდა სინოდმა დაადასტურა კონსტანტინეპოლის შეკრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციის მიერ გაცხადებული პოზიციის მართებულობა. ამასთან, აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არის იერუსალიმის ეკლესიის შიდა საქმე.
შეიქმნა კომისია, რომელიც შეისწავლის ყველა სასულიერო სასწავლებლისა და გიმნაზიის მდგომარეობას და შედეგებს წარუდგენს წმინდა სინოდს. დადგინდა ისიც, რომ შემდგომში სასულიერო სასწავლებლები უნდა გაიხსნას წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით.
განაჩინეს: ნარკომანიასთან ბრძოლა პირველ რიგში უნდა მოიცავდეს სკოლის მოწაფეებზე ზრუნვას და მათ დაცვას ამ სენისგან. ამასთან, ყველა ეპარქიაში უნდა გამოიყოს სასულიერო პირები ნარკოტიკების გავლენისგან გათავისუფლების მსურველთა დასახმარებლად, რომელთაც კრებამ მოუწოდა ეკლესიური ცხოვრების დაწყებისაკენ.
წმიდა სინოდმა კაცის კვლის ტოლფას ცოდვად და ღვთისა და ერის ღალატად შეაფასა ნარკოტიკების გამავრცელებელთა საქმიანობა.
მოსახლეობის დასაქმებისა და მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით წმიდა სინოდმა მიზანშეწონილად მიიჩნია საჩვენებელი მეურნეობებისა და ფერმების შექმნა და ამ მიზნით სოფლის მეურნეობის მუშაკთა და ბიზნესმენების მონაწილეობით საქმიანი შეხვედრების მოწყობა, ხოლო მომლოცველობითი საქმიანობის განვითარებისთვის მონასტრებთან პილიგრიმებისათვის სასტუმროების აშენება.
მოწონებულ იქნა კათოლიკოს-პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოში არსებულ რელიგიურ ორგანიზაციათა კოალიციის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ჩართვას სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში და განამტკიცებს სახელმწიფოებრივ აზროვნებას საქართველოს მოსახლეობაში.
სამი მღვდელმთავრის: მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია), მთავარეპისკოპოს გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) და ეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) მიერ კათოლიკოს-პატრიარქისადმი გაგზავნილი წერილის გამო შეიქმნა კომისია მთავარეპისკოპოს თეოდორეს (ჭუაძე), მთავარეპისკოპოს საბას (გიგიბერია) და ეპისკოპოს შიოს (მუჯირი) შემადგენლობით.
წმიდა სინოდის თანხმობით ორი ეპარქიის მღვდელმთვრებს შორის მოხდა ადგილის გაცვლა: მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი) გათავისუფლდა ბოლნისის ეპარქიიდან და დადგენილ იქნა ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველად, ხოლო ეპისკოპოსის იეგუდიელი (ტაბატაძე) გათავისუფლდა ფშავ-ხევსურეთის ეპარქიიდან და დაინიშნა ბოლნისის ეპარქიის მმართველად.
წმიდა სინოდმა მოისმინა ყოფილი ნიკორწმინდელი მღვდელმთავრის ამბროსი ქათამაძის თხოვნა შეწყალების შესახებ და განუჩინა სინანული საბერო მოწესის მდგომარეობაში და დაენიშნა სათანადო პენსია.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 25, 2005 წ.