მწერ, რომ მამასთან უსიამოვნება მოგივიდა, გამოეყავი მას და გაყრისას დაგწყევლა. შენ მეკითხები, აქვს თუ არა ამ წყევლას რაიმე მნიშვნელობა?
უეჭველია, აქვს. განა შეიძლება, არ ჰქონდეს მნიშვნელობა მშობლის წყევლას? ნაკლებადმნიშვნელოვანი საგნები, ჩვეულებრივი ზრახვანი აშფოთებენ სულიერ სამყაროს და მით უმეტეს - მშობლის წყევლა, როცა ის სამართლიანია. უმწიკვლო ნოემ დასწყევლა ქამის შთამომავლობა, რადგან ქამმა საკუთარ მამას დასცინა (იხ. დაბ. 9, 20-27). ეს ცოდვა დღემდე მძიმედ აწევს ქამიტებს.
ჩვენს ქვეყანაშიც ასრულდა ამასწინათ ერთი საშინელი წყევლა დედისა. დედა საყვედურობღა გარყვნილ შვილს, რომელმაც მრისხანების ჟამს შეურაცხყო. მშობელმა ამის გამოც უსაყვედურა მას, მაშინ ვაჟმა დედას ჯოხი დაარტყა. ქალი ატირდა და გამწარებულმა შვილი ასეთი სიტფებით დასწყევლა: „მე ვაჟიშვილი არა მყავს, როგორც მე ვკვნესოდი დღეს, სწორედ ასე აკვნესდები შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს!“. მალე დედა გარდაიცვალა, ხოლო შვილი მოუნანიებელი და შეუნდობელი დარჩა. დედის წყევლა ახდა. ყველაზე ბედნიერ, ქორწილის დღეს ვაჟის მაყრები იარაღიდან ისროდნენ და ერთი ბრმა ტყვია ნეფეს მოხვდა. მაშინ აკვნესდა ვაჟი, მაგრამ სიკვდილმა შეწყვიტა მისი გმინვა და სიცოცხლეც.
ქრისტემ გაიმეორა ძველი აღთქმის მცნება უფლისა - მშობლების პატივისცემის შესახებ, უწმინდეს ბაგეთაგან გამოთქმული: „პატივი ეც მამასა და დედასა“ (მათ. 15,4). ვერავინ იფიქრებს, რომ ეს მოსეს მცნებაა და არა - ქრისტესი.
მაგრამ, თუკი წარმართი ან ურწმუნო მშობელი დასწყევლიღა ქრისტიან შვილს, მაშინ ასეთი წყევლა მშობელსავე დაატყდებოდა თავს. თუმცაღა შენს შემთხვევაში შენვე ხარ დამნაშავე და წყევლაც გამძიმებს. ამიტომ ევედრე მამას, რომ მან სიცოცხლეშივე აგხსნას წყევლა და დაგლოცოს, რათა მრავალ წელს იცოცხლო.
უფალი გფარავდეს!
„მისიონერული წერილები“ (წერილი 19), თბილისი, 2005 წ.