შენ უფლის წმინდა მიწის მოსალოცად აპირებ წასვლას. მეუფე ნექტარიოსის მონათხრობმა მომლოცველთა შარშანდელი მოგზაურობის შესახებ უფრო მეტად განგიმტიკცა კეთილი ზრახვანი, მაგრამ შობის წინ გსურს მეტი იცოდე ბეთლემის გამოქვაბულის შესახებ, ზეციური მეუფის ამ მიწიერ სასახლეზე.
გამოქვაბულთა შორის ყველაზე სახელგანთქმული ქალაქ ბეთლემის განაპირას მდებარეობს. სწორ, თეთრ ტილოს მსგავს გზას მიჰყავს მომლოცველვბი იერუსალიმიდან ბეთლემში. მაგრამ გზა ჩვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია; როდესაც ვუკვირდებით გზას, ფიქრებით იმ წმინდა გამრქვაბულში გადავდივართ... ირგვლივ კლდეებია; გზის გასწვრივ მწირი სიმწვანე, გამოკრთის ვენახი, ზეთისხილი, ზოგჯერ მცირე ჯეჯილი ხორბლისა, მაგრამ მაინც ქვიანი სჭარბობს. თუმცა, განა ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია? მზერას ვავლებთ მიდამოს, სული კი მოლოდინით დაიქანცა - დროზე აღმოვჩნდეთ სანატრელ გამოქვაბულში!..
გავივლით წმინდა ილიას მონასტერს, სადაც ბეთლემიდან მობრუნებული აღმოსავლეთის ბრძენნი ღამის გასათევად გაჩერდნენ და სადაც მათ ნიშანი მიეცათ, არ წასულიჯნენ ჰეროდესთან, ხოლო სამშობლოში სხვა გზით დაბრუნებულიყვნენ. შევდივართ ბეთლემში, ბეთ-ლეხემში, რაც - პურის სახლს აღნიშნავს. იდუმალია და მრავალმნიშვნელოვანი სახელწოდება ქალაქისა, სადაც იშვა იგი, ვინც საკუთარ თავზე თქვა: „მე ვარ პური ცხორებისაი“ (იოან. 6,35).
არაბული ქალაქი. მხოლოდ არაბები: ზოგჯერ ბერძენი ან ებრაელი თუ შეგვხვდება. ჩვენები მათ სერბულად ესაუბრებიან და- ასე თუ ისე აგებინებენ. ისინი გარს გვეხვევიან, გვთავაზობენ სკვნილებს, ხატებს, სადაფის ჯვრებს: ყიდიან მათ და თავს ამით ირჩენენ. მთელი ქალაქი ქრისტეთი ცხოვრობს, და არა მარტო ახლა, არამედ საუკუნეების მანძილზე.
მაგრამ ამჟამად მათი წინადადებებით ნაკლებად ვინტერესდებით: ჩვენი თვალები წმინდა გამოქვაბულს ეძებენ. ვკითხულობთ, თუ სად მდებარეობს იგი. ჩვენ გრძელი ქუჩით მივყავართ და შევყავართ ფართო ტაძარში, რომლის შიგნათ მრავალი მარმარილოს სვეტია. მეფე იუსტინიანემ ეს ტაძარი ქრისტეს შობიდან ხუთასი წლის შემდგომ აღმართა. საფეხურებით ქვემოთ გამოქვაბულში ვეშვებით. გული თრთის და იწვის. ამ ცივ ქვაბულში გაისმა პირველი გულისძგერა ყველაზე თბილი გულისა, რომელსაც კი ოდესმე უძგერია დედამიწის ზურგზე. სცემდა იგი სიყვარულით, მხოლოდ სიყვარულათ კაცთა მოდგმასადმა. მარჯვნივ საკურთხეველია - ვერცხლის და მრავალი ოქროს ლამპარით. აქ იშვა იგი ყოვლადწმინდა ქალწულისაგან. მარცხნივ სხვა საკურთხეველია. ასევე მრავალრიცხოვანი სასანთლით. აქ მდებარეობს ბაგა, აქ მიაწვინეს იგი შეხვეული - ჩალაზე. მრავალი მლოცველი მღელვარებისაგან ატირდა. და სთქვა უფალმა წინასწარმეტკველის პირით: „ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ“ (ეზეკ. 36,26). ამ გამოქვაბულში - და აქ თუ არა მაშ სხვაგან არსად - ქვის გული რბილდება, ვით გახურებულთ ცვილი, თვით გამოქვაბული კა პირქუშია და მწუხარე.
წმიდა მიწაზე მრავლადაა ვრცელი და არც იმდენად ბნელი გამოქვაბული. იმ გამოქვაბულებს თავს აფარებს ჯოგი, ცხოვრობს ხალხი, ზოგჯერ სასაფლაოდაც გადაიქცევა; მაგრამ ძე ღვთისა, კაცთმოყვარე, როდესაც გადმოვიდა მიწაზე მარადიული ნათლის საკუთრხევლიდან, თვით გამოქვაბულთაგანაც არ აურჩევია თავისთვის ნათელი და გამორჩეული. რა თავმდაბლობაა! რა დამდაბლება იტვირთა ჩვენთვის! ჩვენ ყველანი მუხლს ვიყრით... ყველანი! ყველანი ვიხრით მის წინაშე მონანიედ ქედს, მარადიული გონისა და სიყვარულის წინაშე. ჩვენი სულები მიეახლებიან მას, მეუფეს ცისა და მიწისა, ცოდვისა და სიკვდილის დამამარცხებელს. რას წარმოადგენს ჩვენთვის ქვაბული მისი, თუ არა სილას ჩვენი პატივმოყვარეობისათვის და მარადიულ დასტურს მისი დიდებულებისა?
იგი... იგი მკვდრეთით აღმდგარი და ცოცხალი უფალი, შეუმჩნევლად მოგვყვება. ისევე, როგორც ოდესღაც თავის ორ მოწაფესთან ერთად ემაუსში. ჩვენ შევიგრძნობთ მის ყოფნას და შევხარით ყოველ ნაბიჯს. როცა სააღდგომო ტროპარი ვიგალობეთ, ერთ მლოცველს აღმოხდა: „უფალი იშვა!“ ჩვენ კი პასუხად: „ჭეშმარიტად იშვა!“ და ახმაურდა გამოქვაბული, მსგავსად დიდი ზარისა.
გამოვედით გამოქვაბულიდან და ბერძენ მიტროპოლიტთან გავემგზავრეთ, ხოლო შემდგომ შორს და შორს... მაგრამ სულიწმიდა ქვაბულში დარჩა და წმიდა ქვაბული ცხოვრობს სულში დღემდე.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 91), თბილისი, 2005 წ.