იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

ძვირფასო...!

ხშირად იფიქრე სიკვდილზე და იმაზე, თუ ვინ შემოგხვდება იქ. შეიძლება, შემოგხვდნენ ნათლის ანგელოზები, შეიძლება, ბოროტი, პირქუში დემონები შემოგესიონ. მხოლოდ მათმა დანახვამაც კი, შეიძლება, ჭკუაზე შეგშალოს.

ჩვენი გადარჩენა კი იმით გამოიხატება, რომ ვცხონდეთ, ე.ი. არ ჩავვარდეთ დემონის ხელში, თავი დავაღწიოთ მას და შევიდეთ ღვთის სასუფეველში, რომელიც დაუსრულებელია, მიუწვდომელია მიწიერი სიხარულისა და განცხრომისათვის. ღირს ამქვეყნად გარჯა ყოველივე ამის გამო. დემონები ამპარტავნები არიან და ამპარტავნებს აუფლებიან, მაშასადამე, ჩვენ სიმშვიდე უნდა მოვიპოვოთ, რათა ხელში არ ჩაგვიგდონ, როგორც სულიერად მსგავსნი. დემონები ძვირისმხსენებელნი, შეუბრალებელნი არიან, მაშასადამე, ჩვენ უმალვე უნდა შევუნდოთ და შევურიგდეთ მათ, ვინც გვაწყენინა, ყველას მიმართ მოწყალენი უნდა ვიყოთ და ასე გვმართებს ყველაფერში.

ჩვენს სულში უნდა დავძლიოთ ეშმაკეული თვისებები, ხოლო უნდა შთავნერგოთ ანგელოზური, რომლებიც წმ. სახარებაშია მითითებული.

თუკი სიკვდილის შემდეგ ჩვენში ეშმაკეული მეტი იქნება, მაშინ ჩვენ ისინი დაგვეუფლებიან. თუ ამქვეყნადვე შევიცნობთ ჩვენს ეშმაკეულ თვისებებს, მათ გამო ღვთისაგან შენდობას ვითხოვთ და ჩვენც ყველას შევუნდობთ, მაშინ უფალის მოგვიტევებს, აღმოფხვრის ჩვენში ყოველივე უკეთურს და არ ჩაგვაგდებს ეშმაკთა ხელში. თუკი ამქვეყნად არავის განვიკითხავთ, მაშინ არც უფალი განგვიკითხავს იმქვეყნად. და ეს ასეა ყოველთვის.

მშვიდობიანად ვიცხოვროთ, მივუტევოთ ერთმანეთს, უმალ შევურიგდეთ ურთიერთს, ყველაფრის გამო ვინანოთ უფლის წინაშე და ვითხოვოთ მისგან წყალობა და ცხონება, ვიდრე ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რათა არ მოვხვდეთ მარადიულ ეშმაკეულ სატანჯველში.

ნუ ვეთამაშებით ჩვენს მარადიულ ხვედრს.

ღმერთმა მოგმადლოს გონიერება. ამინ.

 

წინა

შემდეგი