ძვირფასო..!
უფალმა თავისი სახიერების გამო მოისურვა, გვერდით ჰყოლოდა გონიერი თავისუფალი არსებანი, რომლებიც მის ნეტარებაში მიიღებდნენ მონაწილეობას, მისი ცხოვრების მონაწილენი, მისი ბუნების თანაზიარნი იქნებოდნენ. ამისთვის შექმნა ღმერთმა ანგელოზთა სამყარო, შემდეგ კი - ადამიანი. ანგელოზთა ნაწილმა ბოროტად გამოიყენა თავისი თავისუფლება, არ მოისურვა ღმერთთან ერთობით ყოფნა, დაუპირისპირდა ღმერთს, „გაამპარტავნდა“, დაკარგა ღვთაებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარი, რისთვისაც გადამოგდეს ზეციდან, მიუსაჯეს მიწაზე ცოცვა, უღმერთოდ ყოფნა, თავის ვნებებში ლპობა და ამ ვნებებით საზრდოობა - „წყეული იყავ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა“ (დაბ.3,14)
ადამიანიც დაეცა, ოღონდ არა ისე, როგორც ყოფილი ანგელოზები, ჯერ კიდევ ადამიანის შექმნამდე უფალმა განჭვრიტა, რომ ადამიანი ყოველთვის ვერ შეძლებდა მის ერთგულებას, რომ ვერ შეძლებდა ღვთიური მადლის, კერძოდ: სიცოცხლის, თავისი თვისებების, სამოთხის ნეტარების, სრულად შეფასებას. ადამიანმა რომ შეაფასოს ეს მადლი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით, მთელი თავისი ძალით რომ შეიყვაროს უფალი, მან უნდა განვლოს განსაკუთრებული გზა, რომელზეც სრულად გამოცდის ბოროტებას, ყოველგვარ განსაცდელს, სიკვდილს, სრულად შეიმეცნებს, რომ ღვთისაგან მოშორებული, ის ყოველთვის დაიტანჯება. გაიგებს, რომ მისი ნეტარება - უფალთან კავშირი, ღვთის მთელი გულით სიყვარულია. შემდეგ მან გამოცდილებით უნდა შეიგნოს, რომ ამ კავშირის აღდგენა მას არ ძალუძს. კავშირის დამყარება მხოლოდ სულიერ და ხორციელ მანკიერებათაგან განწმენდით შეიძლება; ხოლო ათასწლოვანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ არავის ძალუძს თავისი თავის განწმენდა. თავისი ძალების იმედად მყოფი ადამიანი წუთისოლფელში უღმერთოდ იცხოვრებს და სიკვდილის შემდეგაც ჯოჯოხეთში შთავარდება, ღვთის „გარეშე“ დარჩება.
როცა კაცობრიობამ საბოლოოდ შეიგნო ეს, მაშინ ღმერთმა ისეთი რამ აღასრულა, რამაც ზეცა (ანგელოზთა სამყარო) დ მიწა (მთელი ხილული სამყარო) შეარყია. „ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის“ თავად უფალი გარდამოხდა ზეცით, ხორცნი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა. ნებაყოფლობით იტვირთა დევნა, ფურთხება, ჯვარცმა, რათა ეხსნა ადმიანი, შეეერთებინა ის თავისთან; მისთვის ყველაფერი დაითმინა, რაც უნდა დაეთმინა თითოეულ ადმიანს, რათა ღმერთთან კავშირი აღედგინა. ეს იყო ღვთის ისეთი დიდი სიყვარულის გამოხატულება, რომ მას არ შეეძლო არ გაეთბო და თავისკენ არ მიეზიდა ყველაზე გაქვავებული გულიც კი. იმისათვის, რომ ადამიანი ცხონდეს, თავისი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე უდა სწამდეს უფალი, უნდა შეიცნოს თავისი დაცემულობა, მოიქცეს ღვთისაკენ, მის სიყვარულს თავისი სიყვარულით უნდა უპასუხოს, ეს სიყვარული დაამტკიცოს უფლის სიტყვათა მიხედვით ცხვორებით, არ უნდა შეეძლოს თავის თავისუფალი ნების ღვთის საწინააღმდეგოდ გამოყენება, არ უნდა შეეძლოს არა თავისი თავისუფალი ნების ჩახშობით და გარემო პირობების იძულებით ზემოქმედებით, არამედ ღვთისადმი თავდადებისა და სიყვარულის, მისდამი მადლიერიების გამო.
თუკი არსებობს ადამიანის ცხონების სხვა გზაც, როგორც ამას ზოგიერთი წმ. მამა ვარაუდობს, იმიტომ რომ უფალი ყოვლისშემძლეა და ადამიანის სხვადასხვა გზით ცხონება ძალუძს, მაინც, ჩემი აზრით, ღვთის თვისებათაგან გამომდინარე, ის დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ უფლის მიერ არჩეული გზა არის საუკეთესო და უმოკლესი.
ადამიანის „მე“, პიროვნება, შეიცნობს თავის არსებობას, თავის თავს შეიმეცნებს როგორც ყველაფრის ცენტრს, ყველაფერს, როგორც ობიეტს, რაც მის გარეთაა, თავის თავს უპირისპირებს, როგორც სუბიეტს. ამასთანავე ობიექტად თვლის არა მთელ სამყაროს, არამედ ღმერთსაც. ყოველთვის აქედან იწყება დაბრკოლება, ადამიანი განადიდებს თავის თავს და მას უქვემდებარებს ყოველივე ობიექტურს (ო, საშინელება! ღმერთსაც კი), საკუთარ თავსაც თვითონვე იმორჩილებს, როგორც საკუთარი „მეს“ გაგრძელებას. რაც უფრო მეტ ღირსებას ხედავს ადამიანი თავის თავში, მით უფრო ადვილია ამ გზით დაღუპვა. ამას ხელს უწყობს ეშმაკი, რომელიც სამუდამოდ ამგვარ მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფება ღვთისა და სამყაროს მიმართ.
აი, უფალსაც ისეთი გზა უნდა აერჩია ადამიანისათვის, რომ იგი თავისი სიბილწით კი არ გაამპარტავნებულიყო, როგორც ეშმაკი, არამედ მთელი შეგნებით შეეყვარებინა უფალი, მას დამორჩილებოდა საბოლოოდ, საუკუნოდ, რომ დაცემის შესაძლებლობა აღარ ჰქონოდა.
იმის გამო, რომ ამპარტავნობის საპირისპირო სულიერი თვისებაა სიმდაბლე, ძე ღვთისა, დედა ღვთისა და წმინდა მამები დიდად აგასებენ სიმდაბლეს. სიმდაბლის გარეშე ადამიანს ვერანაირი ღვაწლი ვერ შეეწევა, არამედ ყველთვის ამპარტავნობაში ჩავარდება და ღმერთს განეშორება. ადამიანს ღმერთთან სიყვარულიც აერთებს, მაგრამ სიმდაბლის გარეშე სიყვარულიც შეუძლებელია.
1) როცა ადამიანი მხოლოდ გონებით ცდილობს გაიგოს, თუ რატომ ამოირჩია ღმერთმა ადამიანის საცხონებლად ისეთი გზა, როგორიცაა უფალ იესო ქრისტეს განკაცება, მაშინ ეს გაუგებარი რჩება და იმ აზრამდე მიდის, რომ ღმერთს სსვა გზითაც შეეძლო ადამიანთა ხსნა, შეეძლო, უბრალოდ მიეტევებინა მათთვის ცოდვები და სამოთხეში შეეყვანა ისინი. პირვლ რიგში, ამას უნდა ვუპასუხოთ პავლე მოციქულის სიტყებით: „სულელი იგი ღმრთისა უბრძნეს კაცთა არს“ (1კორ.1,25), მაშასადამე, ადამიანმა რწმენითა და სიმდაბლით უნდა მიიღოს ძე ღვთისას განკაცების საიდუმლო და აღიაროს, რომ ცხონების ეს საშუალბა არის აუცილებელი და საუკეთესოც.
2) თუ თავად უფალი არ განკაცდებოდა და ჩვენთვის არა ევნებოდა, მაშინ ჩვენ ვერ გავიგებდით ადამიანისადმი ღვთის სიყვარულის ძალას. პირადი ან ახლობელთა განსაცდელის, წუთისოფელში ბოროტებისა თუ უსამართლობის აღზევების ჟამს ადამიანს როგორღაც შეუძლია ამის დათმენა, ყოველივე ამასთან შერიგება და „წუთისოფლის ბილეთის დაუბრუნებლობა“ (როგორც ამას ივანე კარამაზოვი ამბობს), რადგან ახსოვს, რომ თავად მთელი სამყაროს შემოქმედმა ღმერთმა ივნო, რათა ბოროტება გაენადგურებინა, რათა თავისუფალ ნებაზე იძულებითი ზემოქმედების გარეშე მიეზიდა ადამიანები სიკეთისა და სიყვარულის სასუფეველში.
3) როცა ადამიანი კაცობრიობისა და თავისი დაცემულობის მთელ საშინელებას „იხილავს“, როცა თავის სრულ არარაობას, თავისი სულის უსჯულოებას, ღვთის სასუფეველში შესვლისათვის თავის უღირსობას შეიცნობს, როცა იმასაც შეიგნებს, რომ თავად არ ძალუძს, არ შეუძლია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, თუნდაც თავიდან დაიწყოს ცხოვრება, როცა ამის გამო სრული სასოწარკვეთილება და უიმედობა დაეუფლება (ძველი წარმართები და თანამედროვე ათეისტები ამის გამო თვითმკვლელობამდე, ღვთის გმობამდე მიდიოდნენ), მაშინ ამ მდომარეობიდან თავის დაღწევის საშუალბა არის მხოლოდ რწმენა ღვთისა, რომელიც ქვეყნად გარდამოხდა და ჩვენი ცოდვებისათვის თავისი თავი მსხვერპლად გაიღო, იქცა ზვარაკად, რომელმაც აღხოცა წუთისოფლის ცოდვანი, სიბილწე, გახრწნილება. რწმენა იმისა, რომ სიბოლწის გამო უფალი კი არ განაგდებს მას, ვინც შემუსვრილი გულით მიმართავს, არამედ განწმენდს, განაახლებს, თავისთვის მახლობლად აქცევს, მის ყველა ნაკლს თავისი სიყვარულით გადაფარავს და არ გაუხსენებს მატ, სასოწარკვეთილ ცოდვილს ღვთის შვილობის ღირსებამდე აღამაღლებს.
მაცხოვრის განკაცება და ტანჯვა რომ არა, როგორ დავიჯერებდით ადამიანისადმი ღვთის ამგვრი სიყვარულის შესაძლებლობას? ვერა, ვერ დავიჯერებდით და სასოწარკვეთილებით წარვწყმდებოდით, შეიძლება, გავბოროტებულიყავით და, როგორც სატანა, სიკეთის მტრები და ღვთის მოწინააღმდეგენი გავმხდარიყავით. მხოლოდ ძე ღვთისას განკაცებასა და ჯვარცმას შეეძლო ადამიანთა ხსნა და არა სხვა რომელიმე საშუალებას. გამოცდილებით უნდა შევიცნოთ ბოროტების ძალა ჩვენშიც და წუთისოფელშიც, რათა სრულყოფილად შევაფასოთ ღვთის მიერ გაღებული მსხვერპლი და ვაღიაროთ მისი აუცილებლობა ადამიანთა ხსნისათვის.