„უდიდესი სიხარული მსხვერპლის გაღებიდან მომდინარეობს. მხოლოდ მსხვერპლის გაღება აერთიანებს ადამიანს ქრისტესთან. ვინაიდან ქრისტე თავად არის მსხვერპლი“
– წმიდაო მამაო, გვითხარით რამე ანტიქრისტეს შესახებ.
– მოდით, ამჯერად ქრისტეზე ვისაუბროთ... რაც შეიძლება, ახლოს ვიყოთ ქრისტესთან. და თუკი ჩვენ ქრისტესთან ვართ, მაშ, ანტიქრისტესი რატომღა უნდა გვეშინოდეს? ან იქნებ ახლა არ არსებობს ანტიქრისტეს სული? ასეა თუ ისე, ბოროტებას ანტიქრისტეს სული სჩადის. და თუ ურჩხული-ანტიქრისტე იშვება და ჩაიდენს სხვადასხვა სიგიჟის საქმეებს, ბოლოს და ბოლოს ის მაინც გაბითურებული დარჩება. თუმცაღა, მანამდე უამრავი რამ მოხდება. შესაძლოა, თავადაც კი მოგიხდეთ მრავალი რამის გადატანა. მათ შორის იმისაც, რაზედაც აპოკალიფსშია საუბარი. ნელნელა უამრავი რამ გამომზეურდება სააშკარაოზე. მე საბრალომ კი მრავალი წლის წინ დავიწყე გოდება. საშინელი, გიჟური მდგომარეობაა! სიგიჟე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. დადგა აპოსტასია [2] და ახლა კი ისღა დარჩენილა, რომ მოვიდეს „ძე წარწყმედისა“. ქვეყანა საგიჟეთად გადაიქცევა. გამეფდება ნამდვილი უთანხმოება, სადაც ყოველი სახელმწიფო იმის კეთებას დაიწყებს, რაც მოეპრიანება. ღმერთმა ქნას, რომ მათი ინტერესები, ვინც დიდ პოლიტიკას ქმნიან, ჩვენ გვაძლევდეს ხელს. ყოველწუთას ჩვენთვის რაღაც ახალ-ახალი ამბები გახდება ცნობილი. დავინახავთ, თუ როგორ მოხდება ყველაზე დაუჯერებელი, ყველაზე გიჟური მოვლენები. კიდევ კარგი, რომ ისინი ძალიან ხშირად შეენაცვლებიან ერთმანეთს.
ეკუმენიზმი, საერთო ბაზარი, ერთი დიდი სახელმწიფო, ერთი რელიგია, მათ საზომზე მორგებული და შეთითხნილი. აი, ასეთია ამ ეშმაკების გეგმები. სიონისტები უკვე ვიღაცას ამზადებენ მესიად. მათთვის მესია იქნება მეფე, ანუ ის აქ, მიწაზე იმეფებს. იეღოველებიც ასევე მიწიერ მეუფეს ელიან. სიონისტები თავიანთ მეფეს წარადგენენ, იეღოველები კი მას მიიღებენ. ისინი ყველანი აღიარებენ მას მეფედ და იტყვიან: „დიახ, ეს ის არის“. უდიდესი შფოთი ატყდება. ამ არეულობაში ყველა მოისურვებს ისეთ მეფეს, რომელიც მათ ხსნას შეძლებს. და მაშინ წარადგენენ ადამიანს, რომელიც იტყვის: მე იმამი ვარ, მე – მეხუთე ბუდა, მე – ქრისტე ვარ, რომელსაც ელიან ქრისტიანები, მე ის ვარ, რომელსაც ელიან იეღოველები, მე – ებრაელთა მესია ვარ“. მას ხუთი „მე“ ექნება.
იოანე მახარებელი თავის პირველ ეპისტოლეში ამბობს: „ყრმანო, უკანასკნელი ჟამი არს და, ვითარცა-იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან, ვინაიცა უწყით, ვითარმედ უკანაისკნელი ჟამი არს“ [3]. აქ იმას კი არ გულისხმობს, რომ მომავალი ანტიქრისტე ქრისტიანთა მდევნელების – მაქსიმილიანესა და დიოკლეტიანეს მსგავსია, არამედ იმას, რომ ანტიქრისტე, თუკი შეიძლება ასე გამოითქვას, განხორციელებული ეშმაკი იქნება [4].
იგი ისრაელის ერის წინაშე წარსდგება, როგორც მესია, მოხიბლავს და აცდუნებს სამყაროს. დგება მძიმე დრო, ჩვენ დიდი განსაცდელები გველოდება. ქრისტიანები დიდ დევნას გადაიტანენ. ამასთან, აშკარაა, რომ ადამიანებს არც კი ესმით, რომ უკვე განვიცდით უკანასკნელი ჟამის ნიშნებს, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი რეალობად იქცევა. თითქოსდა, არც არაფერი ხდება. სწორედ ამიტომ წმიდა წერილი გვამცნობს, რომ რჩეულნიც ცდუნდებიან [5]. მათ, ვისაც არ ექნება სიკეთისაკენ მიდრეკილება, უფლისმიერ ვერ განათლდებიან და ცდუნდებიან აპოსტასიის წლებში. ეს იმიტომ, რომ ვისშიც არ არის საღვთო მადლი, მას სულიერი სიცხადე არ აბადია, სწორედ ისევე, როგორც ეშმაკს.
– წმიდაო მამაო, სიონისტებს განა სწამთ ანტიქრისტე და ყოველივე ის, რაც მასთანაა დაკავშირებული?
– მათ სამყაროს მართვა სურთ. თავიანთი მიზნის მისაღწევად ისინი ჯადოქრობასა და სატანიზმს გამოიყენებენ. სატანისადმი თაყვანისცემას ისინი უყურებენ, როგორც ძალას, რომელიც მათი გეგმების განხორციელებაში დაეხმარება. შესაძლებელია, მათ სამყაროს მართვა სატანური ძალის დახმარებით სურთ. უფალს კი ანგარიშს არ უწევენ. თუმცაღა, განა ღმერთი აკურთხებს მათ საქმეებს? მაგრამ, ყოველივე ამისგან ღვთის წყალობით, ბევრი კარგიც გამოდნება. უწინდელი სატანური თეორიები სამოცდაათი წელი ბატონობდა, ესენი კი შვიდსაც ვერ გაძლებენ.
– წმიდაო მამაო, როდესაც ანტიქრისტეს შესახებ მესმის, შიში მიპყრობს.
– რისი გეშინია? რა, ის განა ეშმაკზე საშინელი იქნება? იგი ხომ ადამიანია! აი, წმიდა მარინემ ეშმაკი გაამათრახა, წმიდა იუსტინამ კი რამდენი ეშმაკი შემუსრა! მაგრამ უნდა გვახსოვდეს ყველაზე მთავარი: ამქვეყნად იმიტომ არ მოვსულვართ, რომ ჩვენს გემოზე მოვეწყოთ!
იმის ნიშანი, რომ წინასწარმეტყველებათა აღსრულება ახლოვდება, იერუსალიმში ომარის მეჩეთის დანგრევა იქნება. მას დაარღვევენ, რათა სოლომონის ტაძარი აღადგინონ, რომელიც, როგორც ამბობენ, მის ადგილას მდებარეობს. აღდგენილ ტაძარში ბოლოს სიონისტები ანტიქრისტეს მესიად გამოაცხადებენ. გამიგონია, რომ ებრაელები უკვე ემზადებიან სოლომონის ტაძრის აღმართვისათვის.
– წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ებრაელებს, რომლებიც ძველ აღთქმას კითხულობენ, ქრისტე არ სწამთ?
– რატომ არ მიხვალ და თავად არ ჰკითხავ ამას? ებრაელებს ძველთაგანვე ჰქონდათ ფანატიზმი. გაგებით კი ესმით, მაგრამ ეგოიზმი აბრმავებთ. ოდნავ უფრო გულისხმიერნი რომ ყოფილიყვნენ, მათ შორის იუდეველი აღარავინ დარჩებოდა.
– როგორ განმარტავდნენ წაკითხულს?
– როგორც განმარტავდნენ, ახლაც ისე განმარტავენ! სულიერ აზრებს ნივთიერად გადააქცევენ. მაგალითად, ნახე, როგორ განმარტეს მათ ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა: „აყვავდება იორდანეს უდაბნო“ [6]. იმის საჩვენებლად, რომ უდაბნო „აყვავდა“, მათ რომელიღაც მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს, გააკეთეს ტერასები, ბაღები, დარგეს ბანანები, ლიმონები, ფორთოხლები, ყოველივე გაამწვანეს და ახლა ამბობენ: „აყვავდა უდაბნო!“ ისინი ყოველივეს ამგვარად განმარტავენ. მაშინ, როცა წინასწარმეტყველის ეს სიტყვები სამყაროს წმიდა ნათლობის მეშვეობით აღორძინებას მიემართება ნათლობის საბანელს.
– ისინი ახლა მიწიერ მეუფეს ელიან?
– დიახ, ანტიქრისტეს. რაბინებმა იციან, რომ მესია მოვიდა და იგი ჯვარს აცვეს. მე ერთი ადამიანისგან გავიგე, რომ როდესაც ებრაელი სიკვდილის პირას იმყოფება, მასთან მიდის რაბინი და ყურში ეუბნება: „მესია მოვიდა“. ხედავ? სინდისი ამხელს მათ, გრძნობენ თავიანთ დანაშაულს, მაგრამ თავს არ იმდაბლებენ.
– მაგრამ რა ხეირი აქვთ, რომ ამ სიტყვას მომაკვდავს ეუბნებიან?
– არანაირი. ამას მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ სინდისი ქენჯნით. ფიქრობენ, რომ რადგან ეს სიტყვები ითქვა, ყველაფერი რიგზეა.
– სხვებს არ ესმით ეს?
– არა, მხოლოდ ყურში ამბობენ. ებრაელი ახალგაზრდობაც აღდგა რაბინთა წინააღმდეგ. „მესია მოვიდა, ამბობენ ისინი, თქვენ რომელ მესიას ელით?“ ამერიკაში ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა, რომელიც ისტორის თვალსაზრისით შეისწავლიდა წმიდა წერილს, გამოსცა ჟურნალი, სადაც წერია: „მესია მოვიდა. მას, ვისაც არ სჯერა ეს, ჩვენ უფასოდ გავუგზავნით ამ ჟურნალს, რათა ირწმუნოს. თუ იწამებს, დაე, გამოიწეროს ჟურნალი, რომ შევძლოთ, გავუგზავნოთ იგი სხვებსაც, რათა მათაც იწამონ“.
– ისინი ებრაელები არიან?
– დიახ, ებრაელები. და ქრისტიანები გახდნენ?
– თუნდაც ის, რომ მათ ირწმუნეს, უკვე რაღაცას ნიშნავს.
– რაბინებს შეუძლიათ, იდუმალად ქრისტიანები იყვნენ?
– რაბინი და იდუმალად ქრისტიანი? განა ადამიანი დარჩება რაბინად, თუ ქრისტიანი გახდება? მაშინ რა გამოდის? ებრაელებს ასწავლის, რომ მესია ჯერ არ მოსულა, ხოლო როცა სიკვდილის პირას იქნებიან, ეტყვის, რომ ის უკვე მოვიდა?!
– წმიდაო მამაო, რამდენად მალე მოხდება ეს მოვლენები?
– ეს შენთვის და ჩემთვის ყოვნდება, იმისათვის, რომ ჩვენ კეთილი სულიერი განწყობა შევიძინოთ. უფალი გვითმენს, რადგან ეს რომ ახლავე მოხდეს, ჩვენ დავიღუპებით. ქრისტეს სწავლებაში არსადაა მოხსენიებული კონკრეტული დრო [7], თუმცა წმიდა წერილი ამბობს, რომ ამ მოვლენათა პერიოდი იქნება წინაუწყებული ბოლო ჟამის ნიშებით [8]. დაე, ჩვენ მუდამ მზად ვიყოთ, ხოლო როცა ეს პერიოდი მოახლოვდება, დავინახავთ. მაშინ უფრო დარწმუნებულნი ვიქნებით. წმიდა ანდრია კესარიელი ამბობს: „ფხიზელ ადამიანებს ამას დრო და გამოცდილება გამოუცხადებს“ [9].
ხელში ჩამივარდა ერთი წიგნი, რომლის გარეკანზე სამი დიდი ექვსიანი იყო გამოსახული. უსირცხვილოები! ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ციფრი „6“ ლამაზად წარმოადგინონ და ადამიანები მას მიაჩვიონ. ასე შემოგვაპარებენ ბეჭედსაც.
– წმიდაო მამაო, ტანსაცმლის ღილ-კილოებიც იმ ტალონებით გაიყიდება, სადაც ციფრი 666 აღნიშნული?
– ვაი, შენდა ეშმაკო!.. საკრედიტო ბარათებზე უკვე დიდი ხანია სამი ექვსიანია გამოსახული, ახლა კი უკვე ღილ-კილოზე! მრავალი ადამიანი „666“-ს როგორც საფირმო ნიშანს ისე გამოსახავს, რათა ხალხმა მისი საქონელი ამჯობინოს. ერთი მეორეს ემყარება. ანუ როგორც პაროლს, იგი ღებულობს „666“-ს. წერია რომ, როდესაც გავრცელდება ემბლემა გველის გამოსახულებით, რომელიც საკუთარ კუდს კბენს, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ებრაელებმა მთელი სამყარო დაიმონეს. ახლა ეს ნიშანი ფულის რამდენიმე კუპიურაზე მოათავსეს. რიცხვი 666 ვრცელდება უკვე ჩინეთშიც, ინდოეთშიც...
– წმიდაო მამაო, კი მაგრამ, მათ საიდან იციან ეს რიცხვი, რომ ნივთებზე უნდა გამოსახონ?
– იოანე მახარებელმა იცოდა, რას იზამდა ეშმაკი, მსგავსად იმისა, როგორც წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ქრისტეს „ოცდაათ ვერცხლად“ გაყიდდნენ[10], რომ მას ძმარს შეასმევდნენ [11], რომ მის სამოსელს განიყოფდნენ [12]. ორი ათასი წლის წინ აპოკალიფსში დაიწერა, რომ ადამიანები აღიბეჭდებოდნენ რიცხვით „666“. „აქა არს სიბრძნე, რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისაი არს რიცხვი მისი ექუსას სამეოც და ექუს“ [13]. 666 ებრაელებისათვის ეკონომიკის სიმბოლოა. როგორც წმიდა წერილი ამბობს, ებრაელებმა სხვადასხვა ომებში დამორჩილებულ ერებს ხარკი დააკისრეს. წლიური ხარკი ოქროს 666 ტალანტს უდრიდა [14]. ახლა კი იმისათვის, რომ მთელი ქვეყნიერება დაიმორჩილონ, ისინი ისევ ძველ ხარკისეულ რიცხვს იყენებენ, რაც მათ დიდებულ წარსულს უკავშირდება. სწორედ ამიტომ არ სურთ ამ რიცხვის შეცვლა. ანუ 666 მამონას სიმბოლოა! იგი ოქროს საზომთანაა დაკავშირებული. თუმცა ის, რაზეც წმიდა იოანე მახარებელი საუბრობს, მათ არ იცოდნენ, მაგრამ მამონა მამონად რჩება. „არ ძალგიძთ ემონოთ ღმერთსაც და მამონასაც“ [16].
ყველაფერი თანმიმდევრობით ხდება. ამერიკაში ძაღლებს დაადეს ბეჭედი. გადამცემის მეშვეობით ისინი რადიოსხივებს ასხივებენ, რითაც მათ პოულობენ, იციან, სადაც იმყოფება თითოეული ძაღლი. უპატრონო ძაღლებს, რომლებსაც ასეთი ნიშანი არა აქვთ, ლაზერის სხივებით კლავენ. შემდეგ კი ისინი ადამიანების დახოცვას დაიწყებენ. ტონობით თევზი დაბეჭდეს და შემდეგ თანამგზავრით აკვირდებიან, თუ რომელ ზღვაში იმყოფებიან ისინი. ახლა კი ერთი ახალი დაავადება გამოჩნდა, რომლის წინააღმდეგაც უკვე იპოვეს ვაქცინა. იგი ყველასთვის სავალდებულო იქნება, და როდესაც ადამიანს ვაქცინაციას გაუკეთებენ, ამით მას ბეჭედიც დაესმება. ამერიკაში რამდენი ადამიანია უკვე ლაზერის სხივებით დაბეჭდილი: ერთნი შუბლზე, მეორენი ხელზე. შემდეგ კი ის, ვინც 666 რიცხვით დაბეჭდილი არ იქნება, ვერ შეძლებს ვერც გაყიდვას, ვერც ყიდვას, ვერც სესხის აღებას, ვერც სამუშაოზე მოწყობას. გული მეუბნება, რომ ამ სისტემით ანტიქრისტეს მთელი სამყაროს დამორჩილება სურს. ადამიანები სულ ერთია, წითელკანიანნი იქნებიან, შავკანიანნი თუ თეთრები, თუკი ამ სისტემის გარეთ აღმოჩნდებიან, მუშაობას ვერ შეძლებენ, ანუ სოციალურად დევნილნი იქნებიან. ამგვარად, ანტიქრისტე იმ სისტემის მეოხებით დამკვიდრდება, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას აკონტროლებს, და მხოლოდ ისინი შეძლებენ სავაჭრო ურთიერთობის დამყარებას, რომლებიც ბეჭედს 666-ის გამოსახულებას მიიღებენ.
მაგრამ როგორ დაიტანჯებიან ის ადამიანები, ვინც ანტიქრისტეს ბეჭედი მიიღეს!
ერთი სპეციალისტი მიყვებოდა, რომ ლაზერული სხივები ძალიან მავნებელია ორგანიზმისათვის. ის ადამიანები, ვინც ბეჭედი მიიღეს, „შეიწოვენ“ მზის სხივებს, რაც ისეთ ზიანს მიაყენებს მათ, რომ ტკივილისგან ენას მოიკვნეტენ [17]. ისინი, ვინც არ მიიღებენ ბეჭედს, სხვებზე უკეთ იქნებიან, ვინაიდან მათ ქრისტე დაეხმარება. ეს კი უბრალო საქმე არაა...
– როდის დაეხმარება მათ უფალი, წმიდაო მამაო? შემდეგ?
– არა, სწორედაც მაშინ.
– წმიდაო მამაო, როგორ იქნებიან სხვებზე უკეთესად, ისინი ხომ ვერც ყიდვას შეძლებენ და ვერც – გაყიდვას?
– დაინახავ. ღმერთმა იცის, როგორც. მეც ვიცი. აი, ასეა საქმეები... ეს საკითხი ძალიან მაწუხებდა და ღმერთმა გამომიგზავნა... სატელეგრაფო შეტყობინება. ხედავ, როგორ ზრუნავს ღმერთი ჩვენზე!..
– რატომაა, წმიდაო მამაო, რომ ბეჭედი „ტვიფრადაც“ იწოდება?
– იმიტომ, რომ იგი ზედაპირული სახის არ იქნება. „ტვიფრა“ – ეს რას ნიშნავს? სწორი, ღრმა ხაზების გავლებას, ასე არაა?! ბეჭედი იქნება ამოტვიფრული, რომელსაც თავიდან ყველა საქონელს დაასვამენ, შემდეგ. კი ადამიანებსაც აიძულებენ, რომ შუბლზე ან ხელზე დაიბეჭდონ. ორი წლის წინ ბეჭდის შესახებ ვუყვებოდი ერთ ექიმს ტორონტოდან. ახლა მან შემატყობინა, რომ ერთ-ერთ გაზეთში წაიკითხა საკრედიტო ბარათის ნაცვლად უკვე ხელის ანაბეჭდებს მოითხოვენ. ისინი წინ მიიწევენ, მაგრამ შეუძლებელია ითქვას, რა მოხდება. ეს თუ სხვა რამე. საბერძნეთში ამ ბოლო დროს შემოტანილ ზოგიერთ ტელევიზორს, განსაკუთრებული მოწყობილობა აქვს, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს იმათზე, ვინც ტელევიზორს უყურებს. მალე ისინი, ვისაც ტელევიზორი აქვს, მას უყურებენ, ხოლო მათ კი, ამავე დროს, სხვები დაუწყებენ ყურებას. ადამიანები ერთდროულად თავადაც დააკვირდებიან და სხვების დაკვირვების ობიექტიც იქნებიან მთელი მათი ცხოვრება, ყოველივე ის, რასაც ამბობენ, რასაც აკეთებენ ყველაფერი კომპიუტერის მეშვეობით გაკონტროლდება. ხედავ, როგორი დიქტატურა ჩაიფიქრა ეშმაკმა? ბრიუსელში ცენტრალურ კომპიუტერთან აგებულია მთელი სასახლე სამი ექვსიანით. ამ კომპიუტერს შეუძლია, მილიარდობით ადამიანი აკონტროლოს. ექვსი მილიარდი ეს თითქმის მთელი სამყაროა. აღსარება ღილაკზე ხელის დაჭერით! ზოგიერთმა ევროპელმა პროტესტი განაცხადა, ვინაიდან საყოველთაო დიქტატურის ეშინია. ჩვენ კი, მართლმადიდებლები, ამას იმიტომ ვეწინააღმდეგებით, რომ არ გვინდა ანტიქრისტე და, რა თქმა უნდა, დიქტატურაც არ გვსურს. ჩვენ სერიოზული მოვლენები გველის, მაგრამ ისინი დიდხანს ვერ გაძლებენ. მართლმადიდებლობა როგორც კომუნიზმის დროს თითქოსდა „გაქრა“, ასევე ამ დროისათვის თითქოსდა „გაქრება“.
– წმიდაო მამაო, ერთმა კაცმა თქვა: „ხუთი ათას დრაქმიან ბანკნოტს რაღა ვუყოთ?“ მას ხომ სამი ექვსიანი აქვს, ჩვენ მისით ვსარგებლობთ? იგივე მოხდება პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით...
– ხუთი ათასი დრაქმა – ეს ფულის კუპიურაა. ინგლისურ ფუნტზეც გამოსახულია დედოფალი ვიქტორია, მაგრამ ეს მე არ მაშფოთებს. „კეისარს კეისრისა“. თუმცაღა სხვა საქმეა, როდესაც საუბარია პირადობის მოწმობაზე. ეს ფული კი არაა, არამედ რაღაც პირადული. სიტყვას „ტავტოტიტა“ [18] სიტყვა-სიტყვითი აზრი აქვს, ანუ ადამიანი იგივდება... იგივეობრივია იმისა რის დეკლარირებასაც ახდენს ის. ეშმაკს შემომაჩეჩებენ, მე კი ხელის მოწერით ვადასტურებ, რომ მას ვღებულობ? ამას როგორ გავაკეთებ?
– წმიდაო მამაო, რა კავშირია ახალ მოწმობასა და ბეჭედს შორის?
– ახალი მოწმობა ბეჭედი არაა. ესაა ბეჭდის შემოტანა.
– წმიდაო მამაო, ადამიანები გვეკითხებიან, რა უნდა გააკეთონ, როდესაც თავს ახვევენ ახალ მოწმობებს. უკეთესია, რჩევა საკუთარ სულიერ მოძღვრებს ჰკითხონ და მოთმინება გამოიჩინონ, რათა ნახონ, თუ როგორც მოიქცევა ეკლესია [19], ვინაიდან მრავალი კითხულობს, მაგრამ ცოტა იგებს პასუხს. ბროშურაში „ჟამის ნიშნები“ [20] ყოველივე ამის შესახებ საკმაოდ აშკარად ვწერ. ყოველი ადამიანი კი დაე თავისი სინდისის მიხედვით მოიქცეს. რა თქმა უნდა, ისეთნიც არიან, ვინც ამბობენ: „ეს მხოლოდ ერთი ბერის აზრია, ეს ეკლესიის პოზიცია არაა“. თუმცაღა შეხედულება, რომელიც მე გამოვთქვი, არ იყო ჩემი პირადი აზრი. მე მხოლოდ გამოვთქვი ქრისტეს სიტყვები, სახარების სიტყვები, ვინაიდან საკუთარი მოსაზრება ღვთის ნებას უნდა დავუმორჩილოთ, ანუ იმას, რაც სახარებაშია გამოხატული. სხვები კი ჩემი სიტყვების საპირისპიროს ამბობენ ჩემს შეხედულებას ამოფარებულნი და თანაც ამტკიცებენ, ეს მამა პაისიმ თქვაო. მესამენი, როდესაც მათ უსმენენ, მხედველობაში არ იღებენ იმას, რომ ეს საკითხები მეტისმეტად სერიოზულია, არ გამოიკითხავენ, მართლა ვთქვი თუ არა მსგავსი რამ, არამედ პირდაპირ ირწმუნებენ ხოლმე. მე არ მეშინია, ვლაპარაკობ უხერხულობის გარეშე. ჩემთან სენაკში მოდიან ადამიანები და ყუთში ექვსიანებს აგდებენ. ეს კიდევ არაფერი, რას დამიშავებს! მაგრამ ერთხელ ერთი ბარათი კუტიკარზე დაამაგრეს. მე მეგონა, რომ ვიღაც მოვიდა ჩემთან, სახლში არ დავხვდი და სხვებისთვის დაწერა „ის აქ არ არის“. შემდეგ ვკითხულობ და ისეთ რამეს ვხედავ!.. ისეთი უწმაწური გინება ერისკაცსაც კი არ სმენია! დადგება, დადგება წმენდის ჟამი ამ ჭუჭყისათვის, თუმცა ჩვენ გადავურჩებით კი ამ ჭექა-ქუხილს?! ადამიანები უკვე აღდგნენ საბრძოლველად. ჩვენც მხურვალე ლოცვით უნდა აღვდგეთ.
ერთნი პირადობის მოწმობის პრობლემას განიცდიან, სხვები კი ამით სარგებლობენ და სიძნელეებს ქმნიან. ეკლესიამ სწორი პოზიცია უნდა დაიკავოს, მან უნდა თქვას, განუმარტოს მორწმუნეებს, რათა გაიგონ, რომ მათ მიერ ახალი მოწმობის მიღება დაცემა იქნება. ამავდროულად, ეკლესიამ სახელმწიფოსთან უნდა მიაღწიოს იმას, რომ ახალი პირადობის მოწმობა შემოიღონ, ან უკიდურეს შემთხვევაში, ის ყველასთვის სავალდებულო არ იყოს. თუკი ეკლესიის პოზიცია სერიოზული იქნება, თუკი მორწმუნეთა თავსუფლებას პატივს სცემენ და ვინც მოისურვებს, აიღებს ახალ მოწმობას, ხოლო ვინც არა ძველს დაიტოვებს, მაშინ ძალიან ცოტა მტკიცედ მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს სამ ექვსიანს. მათ განსაცდელები ელით, ვინაიდან დანარჩენები მათ წინააღმდეგ იქნებიან. ადამიანთა უმრავლესობა მიიღებს მოწმობას მხეცის ნიშნით. ისინი, ვინც სიმშვიდესა და კომფორტს მოისურვებენ, მიიღებენ ახალ მოწმობას, ხოლო საწყალი, ღვთივმორწმუნე ადამიანები კი ძველი დოკუმენტებით დარჩებიან, რის გამოც გააწამებენ მათ.
ახლა მინისტრის დაპირება, რომ რიცხვი „666“ მოწმობებზე არც აშკარად იქნება და არც დაფარულად, უკვე რაღაცას ნიშნავს. მოთმინებით აღვიჭურვოთ, დრო გვიჩვენებს. მათი სიტყვები, რომ სამი ექვსიანი არ იქნება, უკვე მანუგეშებელია. ისინი უკვე თვითონვე ამბობენ უარს. ვნახოთ, საბოლოოდ რას აღნიშნავენ მოწმობაზე. იმ დრომდე კი, ვიდრე ახალი მოწმობები გავრცელდება, შეიძლება, ღვთის რისხვამაც მოაწიოს. და თანაც, ყველანი ოცდაოთხ საათში ხომ ვერ მიიღებენ ამ მოწმობებს. გამოჩნდება პირველი ბარათები, მათ განიხილავენ და თუ მინისტრი მატყუარა აღმოჩნდება, მაშინ ბრძოლა სამართლიანი იქნება, მაგრამ თუკი ჩვენ ახლავე განვაგრძობთ პროტესტებს, მაშინ ისინი, ვინც ყოველივე ამის სათავეშია, იტყვიან: „აი, ნახეთ, მართლმადიდებლებმა შფოთი ატეხეს. ჯერ საკითხიც კი არ დამდგარა და ესენი უკვე გაჰკივიან და პროტესტს აცხადებენ“. კარგი მოდარაჯე ძაღლი ყეფს, როდესაც ქურდი მოდის, ხოლო როდესაც ქურდი გარბის, იგი ყეფას წყვეტს. თუ ძაღლი განუწყვტლივ ყეფს, მას კარგ დარაჯს ვერ უწოდებ.
– და კიდევ, წმიდაო მამაო, ნათქვამი იყო, რომ რადგან ჩვენი რელიგია შემწყნარებელია: ახალ მოწმობაში აღნიშნული არ იქნება აღმსარებლობა [21].
– მათ ეს არ აინტერესებთ. თუმცა ეს მაინტერესებს მე, რადგან ეს ჩემი პირადობის მოწმობაა. იქ წერია, თუ საიდან ვარ და, საერთოდ, რა კაცი ვარ. თუ აღმსარებლობა მითითებული არ იქნება, მაშინ პრობლემები იჩენს თავს. მაგალითად, ვინმე ქორწინების ბიუროში მივა და თუ მის მოწმობაში დაწერილია „მართლმადიდებელი“, არ აქვს მნიშვნელობა, რა ბეჭედი აზის, ყველაფერი წესრიგშია. ხოლო თუ აღმსარებლობა არ იქნება მითითებული, როგორ მისცემენ მას ქორწინების ნებართვას? ამის გამო ეკლესიას დიდი გაუგებრობა ექნება. მაგრამ თუ აღმსარებლობას სურვილის მიხედვით ჩაწერენ, ეს იქნება ისევე, როგორც რწმენის აღმსარებლობა. ევროპა ევროპაა. ჩვენ სხვაგვარად ვართ აწყობილნი.
ნელ-ნელა, მას შემდეგ, რაც ბარათებსა და პირადობის მოწმობებს შემოიღებენ, ანუ პერსონალური დოსიეების შედგენის შემდეგ, ისინი მზაკვრულად დაიწყებენ ბეჭდის დასმას. ადამიანებს სხვადასხვაგვარი მზაკვრობის მეშვეობით დაუწყებენ იძულებას, მიიღონ ბეჭედი შუბლზე ან ხელზე. ისინი სიძნელეებს შეუქმნიან მათ და ეტყვიან: „ისარგებლეთ მხოლოდ საკრედიტო ბარათებით, ფული უქმდება“. იმისათვის, რომ რაიმე იყიდოს, ადამიანი გამყიდველს მისცემს ბარათს, მაღაზიის მეპატრონე კი ფულს მიიღებს მისი საბანკო ანგარიშიდან. ის, ვისაც არ ექნება ბარათი, ვერც ყიდვას, ვერც გაყიდვას ვერ შეძლებს, მეორე მხრივ კი დაიწყებენ „სრულყოფილი სისტემის“ რეკლამირებას: თვალისათვის შეუმჩნეველი 666-ის მოხაზულობას შუბლზე და ხელზე. ამავდროულად, ტელევიზიით აჩვენებენ, თუ როგორ მოიპარა ვინმემ სხვისი ბარათი და მიიღო ფული ბანკში. განუწყვეტლივ გაიმეორებენ: „ლაზერული სხივების ბეჭედი შუბლზე ან ხელზე ეს უფრო სამედოა, ვინაიდან ბეჭდის ნომერი იცის მხოლოდ მფლობელმა, ბეჭედი ეს ყველაზე სრულყოფილი სისტემაა: ქურდი ხომ ვერც თავს, ვერც ხელს ვერ მოგპარავთ და ვერც ნომრების დანახვას შეძლებს“. სწორედ ამიტომ ბანდიტებს, ბოროტმოქმედებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევენ. ათონზე, კარიესის გარშემო თხუთმეტი სენაკი გაძარცვეს, ერთი ბერი კი ძარცვის დროს მოკლეს. ამგვარად, ყოველ ადამიანს ექნება საშუალება იოლად მიითვისოს სხვისი და მოიპაროს ყველაფერი ის, რაც მოუნდება. დავუშვათ, ვინმეს აზრად მოუვა, მოტყუებით მოიპოვოს მიწის ნაკვეთი... ის იტყვის, თითქოს ის მის ბაბუას ეკუთვნოდა, ან ოდესღაც თავად გასცა იჯარით ეს მიწა საძოვრისათვის. აბა, სცადე და გაერკვიე! მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები იტყვიან: „სამწუხაროდ, მათი გაკონტროლება ჩვენ არ შეგვიძლია. კონტროლის განხორციელება მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობითაა შესაძლებელი“. და ისინი შეუდგებიან დაბეჭდვას. კომპიუტერში გამოააშკარავდება, თვალნათლივ გამოჩნდება, დაბეჭდილი ხარ თუ არა, და ამაზე იქნება დამოკიდებული, მოგემსახურებიან თუ – არა.
სამნახევარი წელი მძიმე იქნება [22]. ის, ვინც ამ სისტემას არ დაეთანხმება, ადვილად ვერ იცხოვრებს. ეცდებიან, ციხეში ჩასვან ისინი და მუდმივად ახალ-ახალ საბაბს მონახავენ ამისათვის. გავა წელიწადი, დაკითხვაზე სხვა ქალაქში წაიყვანენ, რათა საქმე სხვა სასამართლომ განიხილოს, მერე იქიდან ისევ სხვა ქალაქში გადაიყვანენ. შემდეგ კი ეტყვიან: „ბოდიში. შენ დამნაშავე არა ხარ. შენ რომ დაბეჭდილი ყოფილიყავი, ერთ წუთში შეგამოწმებდით, ახლა კი არ შეგვეძლო გაკონტროლება“.
– წმიდაო მამაო, ისინი ბეჭდის დასმას ძალადობით ვერ შეძლებენ?
– ამას არ იზამენ თავაზიანობის გამო. ისინი ხომ კორექტულები იქნებიან, როგორც ევროპელებს სჩვევიათ. ისინი უდიდეს კეთილშობილებას გამოავლენენ! ადამიანთა წამებას არ დაიწყებენ, თუმცაღა, ის, ვისაც ბეჭედი არ ექნება, ცხოვრებას ვერ შეძლებს. „თქვენ იტანჯებით ბეჭდის გარეშე, ეტყვიან ისინი ის რომ მიგეღოთ, სირთულეები აღარ გექნებოდათ“. თუნდაც ადამიანს ოქროს მონეტები, ან დოლარები ჰქონდეს, მათ გამოყენებას ვერ შეძლებს. ამიტომაც, თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ უბრალოდ, ზომიერად ცხოვრებას, იმ წლებს გადავიტანთ. თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება, ცოტა მარცვლეულს, კარტოფილს მოიყვანს, რამდენიმე ზეთისხილის ხეს დარგავს, საქონელი თუ ეყოლება: თხა, რამდენიმე ქათამი, მაშინ ქრისტიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას. ვინაიდან დიდი მარაგისგან ხეირი მაინც არაა: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაჭირვება დიდხანს არ გასტანს: სამი წელი, სამწელიწად-ნახევარი. რჩეულთათვის დღეები შემოკლდება, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენს ეს წლები. ღმერთი ადამიანს უმწეოდ არ დატოვებს.
– წმიდაო მამაო, ქრისტე ჩაერევა თუ არა იმ მოვლენებში, რომლებიც ამ მძიმე წლებში იქნება?
– დიახ. ხომ იცი, კეთილად განწყობილ ადამიანს, რომელსაც ხშირად ჩაგრავენ, ხშირად ეცხადებიან წმიდანები, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ქრისტე იმისათვის, რომ იხსნან იგი. და რაოდენ მეტად დაგვეხმარება უფალი ახლა, როცა საბრალო ადამიანები ესოდენ რთულ მდგომარეობაში არიან. ახლა ერთი ჭექა-ქუხილი ატყდება, დადგება ანტიქრსიტე-სატანის ხანმოკლე დიქტატურა. შემდეგ კი ქრისტე საქმეში ჩაერევა, ერთი კარგად შეაჯანჯღარებს იგი ანტიქრისტეს მთელ სისტემას, მის მიერ ბოროტება შეიმუსრება, და ბოლოს და ბოლოს ის სიკეთედ გადაიქცევა.
მაშინ, როცა წმიდა იოანე მახარებელი სრულიად აშკარად წერს აპოკალიფსში ბეჭდის შესახებ [23], ზოგიერთებს ეს მაინც არ ესმით. რას ეტყვი მათ? საუბედუროდ, შეიძლება უამრავი სისულელე მოისმინო ზოგიერთი თანამედროვე „გნოსტიკოსისაგან“. – „მე მივიღებ მოწმობას სამი ექვსიანით და მასზე ჯვარს გადავსახავ“, ამბობს ერთი. მეორე იმეორებს: – „მე კი მივიღებ ბეჭედს შუბლზე და მერე შუბლზე ჯვარს გამოვისახავ“. იმეორებენ და იმეორებენ ამ სისულელებს. ისინი ფიქრობენ, რომ ამგვარად იკურთხებიან. მაშინ, როცა ასეთი შეხედულებები უკვე ხიბლია. ერთმა მეუფემ მითხრა: „მოწმობაში, იქ, სადაც ხელი უნდა მოვაწერო, ჯვარს გამოვსახავ ხოლმე. ქრისტეს არ ვუარვყოფ, მხოლოდ მომსახურების სისტემით ვსარგებლობ“. „მაშ, კარგი, ვეუბნები მას, აი, შენ მეუფე ხარ და, შენი განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, ჯვარს გამოსახავ შენი სახელის წინ. სხვა არქიმანდრიტია, მისი მდგომარეობაც განსაკუთრებულია, ისიც ჯვარს სახავს თავისი სახელის წინ. სხვებს რას უბრძანებ? რა გააკეთონ?“ ტალახი არ განიწმიდება. სუფთა წყალი მადლს ღებულობს და ნაკურთხი წყალი ხდება. მაგრამ შარდი ხომ ნაკურთხი წყალი ვერ გახდება. ქვა სასწაულებრივად პურად იქცევა, მაგრამ უწმიდურებას არ შეუძლია სიწმიდის მიღება. შესაბამისად, ეშმაკი, ანტიქრისტე, როდესაც თავისი სიმბოლოს სახით დაფიქსირდება ჩვენს მოწმობაში, ჩვენს შუბლსა ან ხელზე, ვერ განიწმიდება, თუნდაც მასზე ჯვარი გამოვსახოთ. პატიოსანი ჯვრის ძალა ეს წმიდა სიმბოლო, ქრისტეს საღვთო მადლი ჩვენ მხოლოდ მაშინ გვაქვს, როდესაც წმიდა ნათლობის მადლს ვიმარხავთ, რითაც უარვყოფთ სატანას, ვეზიარებით ქრისტეს და ვღებულობთ წმიდა ბეჭედს – „სულიწმიდის ბეჭედს“. ისინი კი, ხედავ, ყველაფერს ასეთი მარტივი ლოგიკით ხსნიან!.. იქვე ჯვარს გამოსახავენ და ყველაფერი რიგზეა! მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ წმიდა პეტრე მოციქულმა ქრისტე მხოლოდ გარეგნულად უარყო, მაგრამ ეს მაინც მისი უარყოფა იყო [24]. როდესაც ანტიქრისტეს ბეჭედს ღებულობენ, ისინი ქრისტეს ბეჭედს უარყოფენ, რომელიც მათ წმიდა ნათლისღებისას მიეცათ და ამის შემდეგ კიდევ იტყვიან, რომ ქრისტე საკუთარ თავში ჰყავთ.
– წმიდაო მამაო, და თუკი ვინმე ბეჭედს უმეცრების გამო მიიღებს?
– უკეთ გეთქვა, რომ გულრგილობის გამო. რომელი უმეცრება? როდესაც ყველაფერი ესოდენ აშკარაა. და თუნდაც არ იცოდეს ადამიანმა, იგი უნდა დაინტერესდეს და გაიგოს. დავუშვათ, რომ არ ვიცოდით და ისე მივიღეთ ბეჭედი. მაშინ ქრისტე გვეტყვის: „ორგულნო, პირი სამე ცისაი იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისხმისყოფად“ [25], ბეჭდის მიღებით, თუნდაც ადამიანმა ეს უმეცრებით ჩაიდინოს, იგი საღვთო მადლს კარგავს და ეშმაკის ზემოქმედებას ღებულობს. ისევე, როგორც მღვდელი ბავშვს ემბაზში შთაფლავს ისე, რომ ჩვილს არც კი ესმის და იგი სულიწმიდას ღებულობს, შემდეგ მასში საღვთო მადლი დაივანებს.
წმიდაო მამაო, ზოგიერთები ამბობენ: „რაც ღვთისგან დაწესებულა, მოხდება. რა ჩვენი საქმეა?!“ როგორ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს?
– დიახ, ჩემო შვილიკო, თქმით კი ამბობენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. მეც მომისმენია ზოგჯერ: „ებრაელები ისეთი სულელები არ არიან, რომ თავი სამი ექვსიანით ამხილონ, თუკი ამის შესახებ აპოკალიფსში წერს წმიდა იოანე მახარებელი. ეს რომ ასე ყოფილიყო, ისინი ყველაფერს უფრო ჭკვიანურად და საიდუმლოდ მოაწყობდნენ“. კარგი, მაგრამ განა ფარისევლებმა და მწიგნობრებმა არ იცოდნენ ძველი აღთქმა? განა ანამ და კაიაფამ სხვებზე უკეთ არ იცოდნენ წმიდა წერილი, რომ ქრისტე „ოცდაათ ვერცხლად“ გაიცემოდა [26]. მაშ რატომ მისცეს იუდას არა ოცდათერთმეტი ან ოცდაცხრა ვერცხლი, არამედ ზუსტად ოცდაათი? მაგრამ ისინი დაბრმავებულნი იყვნენ. ღმერთმა იცოდა, რომ ყოველივე სწორედ ასე მოხდებოდა. ღმერთი წინასწარ ხედავს, მაგრამ წინასწარ არ განსაზღვრავს. ეს მხოლოდ თურქებს სწამთ ბედისწერა, ყისმათი [27], ის, რაც განგებით ყოველ ადამიანს დაუწესდება. ღმერთმა იცის, რომ მოვლენები ამგვარად განვითარდება, ადამიანი კი თავისი უგუნურებით აკეთებს იმას, რაც ღმერთმა წინასწარ უკვე იცოდა. არა იმიტომ, რომ ღმერთმა რაიმე განკარგულება გასცა, არა! იგი ხედავს, თუ სადამდე დავა ადამიანთა ბოროტება და იცის, რომ თავის შეხედულებას ისინი არ შეიცვლიან. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი განსაზღვრავს მოვლენებს.
სხვები კი დაკავებულნი არიან წინასწარმეტყველებებით, რაზეც საკუთარ განმარტებებს იძლევიან. იმას კი არ ამბობენ:„ასეთია ჩემი შეხედულება!“ არამედ პირდაპირ ამტკიცებენ: „ეს ასეა!“ და საბუთად მოჰყავთ პირადი შეხედულებების მთელი გროვა. ისეთნიც არიან, რომლებიც წინასწარმეტყველებებს ისე განმარტავენ, როგორც თავად სურთ, იმისათვის რომ თავიანთი ვნებები გაამართლონ. ასე მაგალითად, წმიდა კირილეს სიტყვებზე: „უკეთესია, ჩვენს ეპოქაში არ მოხდეს ანტიქრისტეს ნიშნები“ [28] – ადამიანი, რომელსაც თავის გამართლება, თავისი შიშის გამართლება სურს, იტყვის: „აი, ხედავ? წმიდა კირილეს ეშინოდა, იგი უარყოფდა! მე რა, განა წმიდა კირილეზე აღმატებული ვარ? ამგვარად, თუ მე უარვყოფ ქრისტეს, ეს საშინელება არ იქნება“. ამ დროს წმიდანი ამბობს: „უკეთესია, რომ არ მოხდეს“, რათა მისმა თვალებმა არ დაინახოს ანტიქრისტე, და არა იმიტომ, რომ თითქოსდა ეშინია ამის. ხედავ, რას აკეთებს ეშმაკი?
სამწუხაროდ, ზოგიერთი თანამედროვე „გნოსტიკოსი“ თავის სულიერ შვილებს, როგორც ჩვილებს, ისე დაჰფოფინებს, თითქოსდა იმიტომ, რომ არ ანერვიულოს ისინი: „ეს მნიშვნელოვანი არაა, ამბობენ ისინი, საშიში არაფერია. მთავარია, შინაგანი რწმენა გქონდეთ“. ან კიდევ ჭკუას არიგებენ: „ამ თემაზე ნუ ისაუბრებთ მოწმობებზე, ბეჭედზე, რათა სხვები არ აღელღდნენ“. მაშინ, როცა ადამიანებს უნდა ეუბნებოდნენ: „მოდით, ვეცადოთ, უფრო სულიერად ვიცხოვროთ, ახლოს ვიყოთ ქრისტესთან და არაფრის გვეშინოდეს, ვინაიდან ყველაზე უარესი ის დაგვემართება, რომ მოწამეები გავხდებით“, ისინი ამით როგორღაც მაინც ხომ მოამზადებდნენ მათ მომავალი სიძნელეებისათვის. როდესაც ჭეშმარიტებას ისმენს, ადამიანი დაუფიქრდება და ძილს განიშორებს. განიცდის იმას, რაც ხდება, ილოცებს და ფხიზლად იქნება, რომ ხაფანგში არ მოხვდეს.
სინამდვილეში რა ხდება ახლა? ის ცოტაა, რომ ამგვარი „ეგზეგეტები“ წინასწარმეტყველებების თავისებურ კომენტირებას ახდენენ, ასე მათ თავადაც ეშინიათ, ერისკაცების მსგავსად. წესით კი მათ სულიერი შფოთი უნდა გამოევლინათ და ქრისტიანებს დახმარებოდნენ, რომ მათში ჩაენერგათ კეთილი შფოთი, რათა განმტკიცებულიყვნენ რწმენაში და საღვთო ნუგეში შეეგრძნოთ. მე მიკვირს: ნუთუ ის ყველაფერი, რაც ხდება, მათ არ აიძულებს, დაფიქრდნენ? რატომაა, რომ თავიანთი განმარტებების დასასრულს თუნდაც კითხვის ნიშანს არ სვამენ? ნუთუ არ აშინებთ ის, რომ ამით ანტიქრისტეს და მის ბეჭედს ეხმარებიან და სხვა სულებსაც დასაღუპად წირავენ? როდესაც სახარებაში ნათქვამია, რომ „რჩეულნიც ცდუნდებიან“ [29], უფალს მხედველობაში აქვს ის, რომ ისინი ცდუნდებიან, ვინც წმიდა წერილს საკუთარი ჭკუა-გონებით განმატავენ.
ამგვარად, „საკრედიტო ბარათების სრულყოფილი სისტემის“ კომპიუტერული უსაფრთხოების მიღმა მსოფლიო დიქტატურა, ანტიქრისტეს უღელი იფარება. „და ყვნეს ყოველნივე მცირენი და დიდნი და მდიდარნი და გლახაკნი და აზნაურნი და მონანი, რაითა მიიღონ ბეჭედი ხელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. და რაითა არავის ხელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვი სახელისა მისისაი. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაი. აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისაი არს რიცხვი მისი ექუსას სამეოც და ექუს“ [30].
1. ამ თავში შეკრებილი სიტყვები მამა პაისის მიერ წარმოითქვა ან დაიწერა 1981-1994 წლებში.
2. ბერძნ. განგდომილება, მოწყვეტა.
3. 1 იოან. 2, 18.
4. როდესაც ამბობს, რომ „ანტიქრისტე იქნება, თუკი შეიძლება ასე ითქვას, განხორციელებული ეშმაკი“, ბერს მხედველობაში აქვს ის, რომ ანტიქრისტე იქნება ადამიანი – ეშმაკის ყველა ენერგიის მატარებელი, მორჩილი იარაღი სატანური გეგმების განსახორციელებლად. იმას, რომ ანტიქრისტე ადამიანი იქნება, წმიდა მამებიც მოწმობენ. ზემოთ და შემდეგაც მამა პაისი პირდაპირ ამბობს, რომ ანტიქრისტე ადამიანი იქნება. ამგვარად, მისი შეზედულება ამ საკითხის მიმართ სრულებით ეთანხმება წმიდა მამათა ნააზრევს.
5. იხ. მთ. 24, 24, მკ. 13, 22.
6. ეს. 35, 2.
7. იხ. მთ. 24, 36. მკ. 13, 32, საქმე 1, 7, 1 ეფ. 5, 1.
8. იხ. მთ. 24, 29, და შემდეგ მკ. 13, 24ს და შემდეგ ლკ. 21, 25 და შემდეგ.
9. „ბეჭდის რიცხვისა და სხვა დანარჩენის შესახებ გულმოდგინე გამოკვლევა, რაც ანტიქრისტეს შესახებ არის დაწერილი, ფხიზელ და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებს განსაცდელის ჟამს გამოუცხადებს“ იხ. წმიდა ანდრია, კესარიელი მთავარეპისკოპოსი, აპოკალიფსი. სპბ. 1909. გვ. 120.
10. იხ. ზაქ. 11. 1-13.
1L. იხ. ფს. 68, 22,
12. იხ. ფს.. 21, 19.
13. აპოკ. 13, 18.
14. იხ. 3 მეფ. 10.14 და 2 9.13.
15. მამონა – სიმდიდრე, მოგება, საყოფაცხოვრებო სიკეთე.
16. მთ. 6.24.
17. იხ. აპოკ. 16.10.
18. საბერნეთში არსებობს ორი სახის დოკუმენტები, რომლებიც მოქალაქეთა პირადობას ამოწმებს: ქვეყნის შიგნით გამოსაყენებელი – ბარათი-მოწმობა და საზღვარგარეთ სამოგზაურო – პასპორტი. ბერძნული დასახელება ბარათი-მოწმობისა არის ტავტოტიტა.
ტავტოტიტა – 1) იგივეობა, იდენტურობა, დამთხვევა 2) პასპორტი, პირადობის მოწმობა. 3) პიროვნება.
შენგენის შეთანხმებით დაგეგმილი ახალი პირადობის მოწმობის შემოღებამ, რასაც შტრიხული კოდი აქვს და რომლის საფუძველშიც მხეცის ციფრია ჩადებული, ელადის ეკლესიის, წმიდა ათონის მთის, ბერძენი მოქალაქეების უმრავლესობის მხრიდან პროტესტის ქარიშხალი გამოიწვია.
19. მამა პაისის გარდაცვალების შემდეგ ელადის ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო განჩინება, სადაც აღნიშნულია, რომ მართლმადდებელი ქრისტიანისთვის მიუღებელია დოკუმენტები ანტიქრისტეს ნიშნით. პრობლემის განხილვისას ღვთივგანსვენებული ბერის აზრი იერარქების, სამღვდელოებისა და ელადის ეკლესიის ერისკაცებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
20. 1987 წ ნეტარმა ბერმა პაისიმ გამოსცა ბროშურა „ჟამთა ნიშნები – 666“, რომელიც მოცემულ თემას ეძღვნება.
21. საბერძნეთში პირადობის მოწმობაში სვეტი „აღმსარებლობა“ ბოლო დრომდე სავალდებულოდ ითვლებოდა.
22. იხ. საქმ. 9, 26-27, აპოკ. 12, 6;13, 5 იხ. აგრეთვე: წმიდა ირინეოს ლიონელი.
23. იხ. აპოკ. 13, 16 და შემდეგ. 16, 2 და 20, 4.
24. იხ. მთ. 26. 69-75. მკ. 14, 4-72, ლკ. 22, 54-62, ინ. 18, 16–18, 25-27.
25. მთ. 16, 3.
26. იხ. ზაქ. 11, 1-13.
27. ყისმათი – „განჩინება“.
28. თუმცა სინამდვილეში ამის შესახებ ნათქვამია: „ო, ნეტავ, ღვთის წყალობით, არ ასრულდეს ჩვენზე“ იხ. წმიდა კირილე იერუსალიმელი, თხზულებები, „კათაკმეველთათვის“.
29. მარკ. 13,22.
30. აპოკ. 13, 16-18.