1. ესენი არიან ისრაელის ძენი: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულუნი,
2. დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი.
3. იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელა. ქანაანელი შუაყის ასულისგან მას სამი შეეძინა. იუდას პირმშო ყერი ბოროტი იყო უფლის თვალში, ამიტომ მოაკვდინა იგი.
4. თამარმა, მისმა რძალმა, შვა ფერეცი და ზარახი. იუდას სულ ხუთი ვაჟი ჰყავდა.
5. ფერეცის ძენი: ხეცრონი და ხამული.
6. ზერახის ძენი: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარაყი - ხუთნი.
7. ქარამის ძენი: ყაქარი, ფიცი რომ გადეხა და ისრაელს უბედურება შეამთხვია.
8. ეთანის ძე: ყაზარია.
9. ხეცრონის ძენი, მას რომ შეეძინნენ: იერახმეელი, რამი და ქელუბაი.
10. რამმა შვა: ყამინადაბი. ყამინადაბმა შვა ნახშონი, იუდას ძეთა წინამძღოლი.
11. ნახშონმა შვა სალმა. სალმამ შვა ბოყაზი.
12. ბოყაზმა შვა ყობედი. ყობედმა შვა იესე.
13. იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი, მეორე - აბინადაბი, მესამე - შიმყა,
14. მეოთხე - ნეთანელი, მეხუთე - რადაი,
15. მეექვსე - ოცემი, მეშვიდე - დავითი.
16. მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბშაი, იოაბი და ყასაელი - სამნი.
17. აბიგაელმა შვა ყამასა. ყამასას მამა იეთერი ისმაელიანი იყო.
18. ქალებს, ხეცრონის ძეს, ყაზუბასაგან, თავისი ცოლისგან, და იერიყოთისაგან შვილები შეეძინნენ. აჰა, მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი.
19. მოკვდა ეაზუბა და ქალებმა ეფრათი შეირთო ცოლად. მასთან შეეძინა ხური.
20. ხურმა შვა ური, ურმა შვა ბეცალიელი.
21. მერე ხეცრონი გალაადის მამის ასულთან შევიდა და ცოლად შეირთო. მაშინ იგი სამოცი წლისა იყო. მასთან შეეძინა სეგუბი.
22. სეგუბმა შვა იაირი. გალაადის ქვეყანაში მას ოცდასამი ქალაქი ჰქონდა.
23. გეშურმა და არამმა წაართვა მათ იაირის დაბები, კენათი თავის ქალაქებიანად - სულ სამოცი ქალაქი. ყველა ესენი გალაადის მამის, მაქირის ძენი არიან.
24. მას შემდეგ, რაც ხეცრონი ქალებ-ეფრათში მოკვდა, ხეცრონის ცოლს, აბიას შეეძინა აშხური, თეკოაყის მამა.
25. ხეცრონის პირმშოს, იერახმეელის ძენი იყვნენ: პირმშო რამი, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია.
26. იერახმეელის სხვა ცოლიც ჰყავდა, სახელად ყაცრა. ის იყო ონამის დედა.
27. იერახმეელის პირმშოს, რამის ძენი იყვნენ: მაყაცი, იამინი და ყეკერი.
28. ონამის ძენი იყვნენ: შამაი და იდაყი. შამაის ძენი: ნადაბი და აბიშური.
29. აბიშურის ცოლს ერქვა აბიხაილი. მან შვა ახბანი და მოლიდი.
30. ნედაბის ძენი: სელედი და აფაიმი. სელედი უშვილოდ მოკვდა.
31. აფაიმს ყავდა ძე - იშყი. იშყის ძე იყო შეშანი. შეშანის ძე იყო ახლაი.
32. იადაყის ძენი: ახი, შამი, იეთერი და იონათანი. იეთერი უშვილოდ მოკვდა.
33. იონათანის ძენი: ფელეთი, ზაზა. ესენი იერახმელის ძენი იყვნენ.
34. შეშანს ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები ჰყავდა. შეშეთს ეგვიპტელი მორჩილი ჰყავდა, სახელად იარხაყი.
35. შეშეთმა თავისი ასული თავის მორჩილს, იარნაყს, მისცა ცოლად. მას შეეძინა ყათაი.
36. ყათაიმ შვა ნათანი; ნათანმა შვა ზაბადი.
37. ზაბადმა შვა ეფლალი, ეფლალმა შვა ყობედი.
38. ყობედმა შვა იეჰუ, იეჰუმ შვა ყაზარია.
39. ყაზარიამ შვა ხალეცი, ხალეცმა შვა ელყასა.
40. ელყასამ შვა სისმაი, სისმაიმ შვა შალუმი.
41. შალუმმა შვა იეკამია, იეკამიამ შვა ელიშამაყი.
42. იერახმეელის ძმის, ხალების ძენი: მისი პირმშო მეშაყი, ეს არის ზიფის მამა; და მარეშას, ხებრონის მამის ძენი.
43. ხებრონის ძენი: კორახი, თაფუახი, რეკემი, შემაყი.
44. შემაყმა შვა რახამი, იარკეყამის მამა. რეკემმა შვა შამაი.
45. შამაის ძე იყო მაყონი. მაყონი იყო მამა ბეთ-ცურისა.
46. ქალების ხარჭას, ყეფას, შეეძინა: ხარანი, მოცავი და გაზეზი. ხარანმა შვა გაზეზი.
47. იაჰდაის ძენი: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ყეფა და შაყაფი.
48. ქალების ხარჭას, მაყაქას, შეეძინა: შებერი, თირხანა,
49. მადმანას მამა შაყაფი, მაქბენასა და გიბყას მამა შევა. ქალების ასული ყაქსა.
50. ესენი იყვნენ ქალების ძენი: ხურის ძე შობალი, ეფრათას პირმშო, მამა კირიათ-იეყარიმისა,
51. სალმა, მამა ბეთ-ლეხემისა, და ხარეფი, მამა ბეთ-გადელისა.
52. შობალს, კირიათ-იეყარიმის მამას, ჰყავდა ვაჟები - ჰაროე და ხაცი-ჰამენუხოთი.
53. კირიათ-იეყარიმის საგვარეულონი: ითრიელნი, ფუთიელნი, შუმათიელნი და მიშრაყიელნი. მათგან გამოვიდნენ: ცორყელნი და ეშთაოლელნი.
54. სალმას ძენი: ბეთ-ლეხემი, ნეტოფათიელნი, ყატრო-ბეთ-იოაბი, ხაცი-ჰამანახთი, ცორყიელნი.
55. იაყბეცში მცხოვრებ მწიგნობართა საგვარეულონი: თირყათელნი, შიმყათიელნი, სუქათიელნი. ესენი კინიელნი არიან, ბეთ-რექაბას მამის, ხამათის, შთამომავლები.