1. აარონიანებს თავიანთი დასები აქვთ. აარონიანები: ნადაბი, აბიჰუ, ელყეზერი და ითამარი.
2. ნადაბი და აბიჰუ მამაზე ადრე დაიხოცნენ, ისე რომ ვაჟები არ ჰყოლიათ. ელყაზარი და ითამარი შეუდგნენ მღვდელმსახურებას.
3. გაამწესა დავითმა ცადოკი, ელყაზარის ძეთაგან და ახიმელეხი, ითამარის ძეთაგან, თავ-თავიანთ სამსახურში, თავ-თავიანთი მოვალეობისდა მიხედვით.
4. აღმოჩნდა, რომ ელყაზარის შვილებში კაცები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ითამარის შვილებში. დაანაწილეს მათ ისინი: ელყაზარის ძეთა მამისსახლებს თექვსმეტი თავკაცი არგუნეს, ხოლო ითამარის ძეთა მამისსახლებს - რვა თავკაცი.
5. ერთმანეთში წილისყრით დაინაწილეს, რადგან საწმიდრის წინამძღოლები და ღვთის სახლის წინამძღოლები ელეაზარისა და ითამარის ძეთაგან იყვნენ.
6. ისინი აღნუსხა შემაყია ნეთანელის ძემ, ლევიანთა მწიგნობარმა, მეფისა და მთავართა წინაშე, ცადოკ მღვდლისა და ახიმელეხ აბიათარის ძის წინაშე, მღვდლების და ლევიანების მამისსახლთა თავკაცთა წინაშე. ერთი მამისსახლი ელყაზარს უყრიდა წილს და ერთი ითამარს უყრიდა წილს.
7. პირველი წილი იეჰოარიბს შეხვდა, მეორე - იედაყიას,
8. მესამე - ხარემს, მეოთხე - სეყორიმს,
9. მეხუთე - მალქიას, მეექვსე - მიამიმს,
10. მეშვიდე - ჰაკოცს, მერვე - აბიას,
11. მეცხრე - იეშუაყს, მეათე - შექანიაჰუს,
12. მეთერთმეტე - ელიაშიბს, მეთორმეტე - იაკიმს,
13. მეცამეტე - ხეფას, მეთოთხმეტე - იეშებაბს,
14. მეთხუთმეტე - ბილგას, მეთექვსმეტ იმერს,
15. მეჩვიდმეტე - ხეზირს, მეთვრამეტე - ჰაფიცეცს,
16. მეცხრამეტე - ფეთახიას, მეოცე - იეხეზკელს,
17. ოცდამეერთე - იახინს, ოცდამეორე - გამულს,
18. ოცდამესამე - დელაიაჰუს, ოცდამეოთხე - მაყაზიაჰუს.
19. ეს არის მათი განაწესი, თუ როგორ უნდა მისულიყვნენ უფლის სახლში იმ სამსახურის გასაწევად, მათი მამის, აარონის ხელით რომ იყო დაწესებული ისე, როგორც უფალმა, ისრაელის ღმერთმა უბრძანა მას.
20. დანარჩენი ლევიანები: ყამრამის ძეთაგან შუბაელი, შუბაელის ძეთაგან იეხიდიაჰუ.
21. რეხაბიაჰუსგან: რეხაბიაჰუს ძეთაგან იშია იყო თავკაცი.
22. იცჰარიელთაგან: შელომოთი. შელომოთის ძეთაგან იახათი.
23. ხებრონის ძეთაგან: იერიაჰუ, ამარიაჰუ - მეორე, იახაზიელი - მესამე, იეკამყამი - მეოთხე.
24. ყუზიელის ძეთაგან: მიქა. მიქას ძეთაგან: შამირი.
25. მიქას ძმა იყო იშია. იშიას ძეთაგან: ზაქარიაჰუ.
26. მერარის ძენი: მახლი და მუში. იაყაზიაჰუს ძეთაგან: ბენო.
27. მერარის ძენი იაყაზიაჰუსგან: ბენო, შოხამი, ზაქური და ყიბრი.
28. მახლისგან: ელყაზარი, რომელსაც ვაჟები არ ჰყოლია.
29. კიშისგან: კიშის ძე იერახმეელი.
30. მუშის ძენი: მახლი, ყედერი, იერიმოთი. აჰა, ლევიანები, თავ-თავიანთი მამისსახლებისდა მიხედვით.
31. მამისსახლთა თავკაცებმა უმცროსი ძმების თანასწორად ყარეს წილი თავიანთი ძმების, აარონიანთა მსგავსად, მეფე დავითის, ცადოკის, ახიმელექის, მღვდლებისა და ლევიანების მამისსახლთა თავკაცების წინაშე.