1. ესენი არიან ისრაელიანები, მათი რიცხაის მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, ათასისთავები, ასისთავები და მათი მზირები, რომელნიც მეფეს ემსახურებოდნენ დასების ყველა საქმეში, მიდი-მოდიოდნენ ყოველთვიურად, წელიწადის ყოველ თვეში. თითოეული დასი ოცდაოთხი ათასისგან შედგებოდა.
2. პირველ დასზე პირველი თვისთვის დადგენილი იყო იაშაბყამ ზაბდიელის ძე; მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
3. იგი იყო ფერეცის შვილთაგანი, პირველი თვის ყველა მხედართმთავრის მეთაური.
4. მეორე თვის დასზე იყო დოდა ახოხელი; მის დასშივე იყო მთავარი მიკლოთი. მათ დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
5. მესამე თვის მესამე მხედართმთავარი იყო ბენიაჰუ, იეჰოიადაყ მღვდლის ვაჟი, მეთაური. დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
6. ეს ბენიაჰუ ოცდაათ მოყმეთაგანი და მათი მეთაური იყო. მისი ძე ყამიზაბადიც მის დასში იყო.
7. მეოთხე თვეში მეოთხე იყო ყასარიელი, იოაბის ძმა. მის შემდეგ კი მისი ძე ზებადია. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
8. მეხუთე თვეში მეხუთე მხედართმთავარი იყო შამუი იზრახელი. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
9. მეექვსე თვეში მეექვსე იყო ყირია ყიკეშის ძე, თეკოყელი. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
10. მეშვიდე თვეში მეშვიდე იყო ხელეც ფელონელი, ეფრემის ძეთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
11. მერვე თვეში მერვე იყო სიბქა ხუშათელი, ზარხელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
12. მეცხრე თვეში მეცხრე იყო აბიყეზერ ყანათოთელი, ბენიამინელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი აყო.
13. მეათე თვეში მეათე იყო მაჰარაი ნეტოფათელი, ზარბიელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
14. მეთერთმეტე თვეში მეთერთმეტე იყო ბენაია ფირყათონელი, ეფრემის ძეთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
15. მეთორმეტე თვეში მეთორმეტე იყო ხელდაი ნეტოფათელი, ყანთიელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
16. ისრაელის შტოებზე: რეუბენიანთა წინამძღოლი იყო ელიყეზერ ზიქრის ძე, სიმონელებისა - შეფატიაჰუ მაყაქას ძე.
17. ლევიანებისა - ხაშაბია კემუელის ძე, აარონისა - ცადოკი.
18. იუდასი - ელიჰუ, დავითის ძმათაგანი. ისაქარისა - ყომრი მიქაელის ძე.
19. ზებულუნისა - იშმაყიაჰუ ყობადიაჰუს ძე. ნაფთალისა - იერიმოთ ყაზარიელის ძე.
20. ეფრემიანთა - ჰოშეაყ ყაზაზიაჰუს ძე. მენაშეს ტომის ნახევრისა - იოელ ფედიაჰუს ძე.
21. მენაშეს ტომის ნახევრისა - იდო ზაქარიას ძე. ბენიამინისა - იაყასიელ აბნერის ძე.
22. დანისა - ყაზარიელ იეროხამის ძე. ესენი არიან ისრაელის ტომთა მთავარნი.
23. ოცი წლისანი და მის ქვემოთ არ აღურიცხავს დავითს, ვინაიდან უფალმა ისრაელს ცის ვარსკვლავებივით გამრავლება აღუთქვა.
24. იოაბ ცერუიას ძემ დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ არ დაამთავრა. ამის გამო ისრაელს რისხვა დაატყდა. ეს აღრიცხვა დავით მეფის მატიანის აღრიცხვაშიც არ შევიდა.
25. სამეფო საუნჯეებზე იყო ყაზმავეთ ყადიელის ძე, ხოლო იმ საუნჯეებზე, რომელიც მინდორში, ქალაქებში და ციხე-სიმაგრეებში იყო - იონათან ყუზიელის ძე.
26. მინდვრის სამუშაოების შემსრულებლებზე, მიწას რომ ამუშავებდნენ - ყეზერ ქელუბის ძე.
27. ვენახებზე - შიმყი რამათელი; ყურძნისა და ღვინის მარაგზე - ზაბდი შიფმელი.
28. ზეთისხილებზე და ლეღვებზე, დაბლობში რომ არის - ბაყალ-ხანან გედერელი. ზეთის საუნჯეებზე - იოყაში.
29. ხოლო იმ ნახირზე, შარონში რომ სძოვდა, შიტრაი შარონელი. ნახირზე ხეობებში - შაფატ ყადლის ძე.
30. აქლემებზე - ობილ ისმაელიანი. სახედრებზე - იეხდიაჰუ მერონოთელი.
31. ცხვარზე - იაზიზ აგარელი. ყველა ესენი დავით მეფის ქონების მოურავები იყვნენ.
32. იონათანი, დავითის ბიძა - მრჩეველი იყო, კაცი გონიერი და მწიგნობარი; იეხიელ ხაქმონის ძე მეფისწულებთან იყო.
33. ახითოფელი მეფის მრჩეველი იყო, ხუშაი არქიელი კი - მეფის მეგობარი.
34. ახითოფელის შემდეგ იყვნენ იეჰოიადაყ ბენიაჰუს ძე და აბიათარი. მეფის მხედართმთავარი იყო იოაბი.