1. ესენი იყვნენ დავითის ძენი, რომლებიც ხებრონში შეეძინნენ მას: პირმშო ამონი, ახინოყამ ისრაელიანისგან, მეორე - დანიელი, აბიგაილ ქარმელელისგან,
2. მესამე - აბესალომი, გეშურის მეფე თალმაის ასულის, მაყაქას ვაჟი, მეოთხე - ადონია, ხაგითის ვაჟი.
3. მეხუთე - შეფატია, აბიტალისგან, მეექვსე - ითარეყამი, ყეგლასგან, თავისი ცოლისაგან.
4. ექვსნი შეეძინნენ მას ხებრონში. შვიდი წელი და ექვსი თვე იქ იმეფა, ოცდაცამეტი წელი კი - იერუსალიმში.
5. ესენი შეეძინნენ იერუსალიმში: შიმყა, შობაბი, ნათანი, სოლომონი - ოთხნი ბათშუაყისგან, ყამიელის ასულისგან.
6. იბხარი, ელიშამაყი, ელიფალეტი,
7. ნოჰაგი, ნეფეგი, იაფიაყი,
8. ელიშამაყი, ელიადაყი, ელიფელეგი - ცხრანი.
9. სულ ესენი არიან დავითის ძენი, ხარჭების ძეთა გარდა; თამარიც მათი და იყო.
10. სოლომონის ძე რობოამი, მისი ძე აბია, მისი ძე ასა, მისი ძე იოშაფატი,
11. მისი ძე იორამი, მისი ძე ახაზიაჰუ, მისი ძე იოაში,
12. მისი ძე ამაციაჰუ, მისი ძე ყაზარია, მისი ძე იოთამი,
13. მისი ძე ახაზი, მისი ძე ხიზკიაჰუ, მისი ძე მენაშე,
14. მისი ძე ამონი, მისი ძე იოშიაჰუ.
15. იოშიაჰუს ძენი: პირმშო იოხაზანი, მეორე - იეჰოიაკიმი, მესამე - ციდკიაჰუ, მეოთხე - შალუმი.
16. იეჰოიაკიმის ძენი: მისი ძე იექონია, მისი ძე ციდკია.
17. იექონიას ძენი: ასირი, მისი ძე შელათიელი,
18. მალქირამი, ფედაია, შენაცარი, იეკამია, ჰოშამაყი, ნედაბია.
19. ფედაიას ძენი: ზერუბაბელი, შიმყი. ზერუბაბელის ძენი: მეშულამი, ხანანია, მათი და შელომითი;
20. ხაშუბა, ოჰელი, ბერექია და ხასადია.
21. ხანანიას ძენი: ფელატია და ესაია. რეფაიას ძენი და არნანის ძენი, ყობადიას ძენი და შექანიას ძენი.
22. შექანიას ძე შემაყია. შემაყიას ძენი: ხატუში, იგალი, ბარიახი, ნეყარია, შეფატი - ექვსნი.
23. ნეყარიას ძენი: ელიოყენაი, ხიზკია, ყაზრიკამი - სამნი.
24. ელიოყენაის ძენი: ჰოდაგიაჰუ, ელიაშიბი, ფელაია, ყაკუბი. იოხანანი, დელაია, ყანანი - შვიდნი.