1. იუდას ძენი: ფერეცი, ხეცრონი, ქარმი, ნური და შობალი.
2. შობალის ძემ, რეიამ, შვა იახათი. იახათმა შვა ახუმაი და ლაჰადი. აჰა, ცორყათელთა საგვარეულონი.
3. აჰა, ყეტამის მამის ძენი: იზრეყელი, იშმა, იდბაში; მათ დას ჰაცლელფონი ერქვა;
4. ფენუელი, გედორის მამა, და ყეზერი, ხუშას მამა.
5. აშხურს, თეკოაყის მამას ორი ცოლი ჰყავდა: ხელა და ნაყარა.
6. ნაყარასგან შეეძინა: ახუზამი, ხეფერი, თემნი და ჰაახაშთარი. ესენი იყვნენ ნაყარას ძენი.
7. ხელას ძენი: ცერეთი, იეცოხარი და ეთნანი.
8. კოცმა შვა ყანუბი, ჰაცობება და ახარხელ ჰარუმის ძის საგვარეულონი.
9. იაყბეცი თავის ძმებზე უფრო პატივდებული იყო. იაყბეცი დედამისმა დაარქვა. თქვა: რადგან სიმწრით გავაჩინე.
10. მოუხმო იაყბეცმა ისრაელის ღმერთს და უთხრა: ნეტავ კურთხევით მაკურთხევდე და საზღვრებს გამიდიდებდე, შენი ხელი ჩემთან იქნებოდეს და ბოროტებისაგან დამიცავდე, რომ არ გავიტანჯო. და ღმერთმა მისცა, რასაც ითხოვდა.
11. შეხას ძმა ქელუბმა შვა მეხირ-ეშთონის მამა.
12. ეშთონმა შვა ბეთ-რაფა, ფასეახი და ყირ-ნახაშის მამა თეჰინა. აჰა, რექას მცხოვრებნი.
13. ყენაზის ძენი: ყათინელი და სერაია. ყათნიელის ძე იყო ხათათა.
14. მეყონოთაიმ შვა ყოფრა. სერაიამ შვა იოაბი, მამა ხუროთა ველისა, რადგან ხურონი იყვნენ.
15. იეფუნის ძის, ხალების ძენი: ყირუ, ელა და ნაყამი. ელას ძე იყო კენაზი.
16. იეჰალელის ძენი: ზიფი, ზიფა, თირია და ასარიელი.
17. ყეზრას ძენი: იეთერი, მერედი, ყეფერი და იალონი. იეთერმა შვა მირიამი, შამაი და იშბახი, იშთემოაყის მამა.
18. მის იუდაელ ცოლს შეეძინა იერედი, მამა გედორისა, ხებერი, მამა სოხოსი, იეკუთიელი, მამა ზანოახისა. აჰა, ძენი ბითიასი, ფარაონის ასულისა, მარედმა რომ შეირთო.
19. ჰოდიას ცოლის, ნახამის დის ვაჟები: კეყილას მამა გარმელი, და ეშთემოაყ მაყაქათელი.
20. შიმონის ძენი: ამნონი, რინა, ბენ-ხანანი და თილონი. იშყის ძენი: ზონეთი და ბენ-ზოხეთი.
21. შელა იუდას ძის ვაჟები: ყერი, ლექას მამა, ლაყდა, მარეშას მამა და სელის მკეთებელთა საგვარეულოები აშბეაყის სახლიდან.
22. იოკიმი, ქოზებას ხალხი, იოაში და სარაფი მოაბსა და იაშუბი-ლახუმს ფლობდნენ. ეს ძველი ამბებია.
23. ისინი მეთუნენი იყვნენ. ნეტაყიმსა და გედერაში სახლობდნენ, მეფესთან ცხოვრობდნენ და მისთვის შრომობდნენ.
24. სიმონის ძენი: ნემუელი, იამინი, იარიბი, ზერახი და საული.
25. მისი ძე შალუმი, მისი ძე მიბსამი, მისი ძე მიშმაყი.
26. მიშმაყის ძენი: მისი ძე ნამუელი, მისი ძე ზაქური, მისი ძე შიმყი.
27. შიმყის თექვსმეტი ვაჟი და ექვსი ქალი ჰყავდა. მის ძმებს ბევრი ვაჟები არ ჰყოლია და არც მათი საგვარეულო იყო იუდას ძეთა საგვარეულოსავით მრავალრიცხოვანი.
28. ისინი ცხოვრობდნენ ბეერ-შებაყში, მოლედასა და ხაცარ შეყალში,
29. ბილჰაში, ყეცამში, თოლადში,
30. ბეთუელში, ხარმაში, ციკლაგში,
31. ბეთ-მარქაბოთში, ხაცარ-სუსიმში, ბეთ-ბირსა და შაყარაიმში. აჰა, მათი ქალაქები დავითის გამეფებამდე.
32. მათი დასახლებები: ყეტამი, ყაინი, რიმონი, თოქენი, ყაშანი - ხუთი ქალაქი.
33. ასევე ყველა ის სოფელი, რომელიც ამ ქალაქებს ეკვროდა ვიდრე ბაყალამდე. აჰა, მათი საცხოვრებელი და მათი საგვარტომო ნუსხა.
34. მეშობაბი, იამლექი, იოშა ამაციას ძე,
35. იოელი და იეჰუ, ძე ოშიბიასი, სერაიას ძისა, ყასიელის ძისა.
36. ელიოყენაი, იაყაკობა, იშოხაია, ყასია, ყადიელი, ისიმიელი, ბენაია,
37. ზიზა ძე შიფყისა, ძე ალონისა, ძე იედაიასა, ძე შიმრისა, ძე შემაყიასი.
38. ესენი, სახელებით რომ არიან ჩამოთვლილნი, თავთავიანთი საგვარეულოების მთავრები იყვნენ. მათი მამისსახლი ძალიან გაიზარდა.
39. მათ გედორისაკენ გასწიეს, ველის აღმოსავლეთით, თავიანთი ცხვრისთვის საძოვრის საძებნელად.
40. პოხიერსა და კარგ საძოვარს მიაგნეს; ვრცელი ქვეყანა იყო, თან მშვიდი და მყუდრო; რადგან უწინ აქ ქამის შთამომავლები ცხოვრობდნენ.
41. ისინი, სახელებით რომ იყვნენ ჩამოწერილნი, იუდას მეფის, იეხიზკიაჰუს დღეებში მოვიდნენ, გაანადგურეს მათი კარვები და მაყონელნი, იქ რომ იყვნენ. იმ დღეს ერთიანად ამოწყვიტეს ისინი და მათ ნაცვლად დასახლდნენ, რადგან იქ იყო მათი ცხვრის საძოვარი.
42. ხოლო მათგან, სიმონის ძეთაგან, ხუთასი კაცი სეყირის მთისკენ გაეშურა იშყის ძეების - ფელატიას, ნეფარიას, რეფაიასა და ყუზიელის მეთაურობით.
43. გაანადგურეს ყამალეკთა ნატამალი და დღემდე იქ ცხოვრობენ.