1. ყველა ისრაელიანი აღნუსხეს და ისრაელის მეფეთა წიგნში ჩაწერეს. იუდაელები კი ბაბილონს გაასახლეს მათი უკეთურების გამო.
2. პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ: ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და ტაძარში მომსახურენი.
3. იერუსალიმში იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მენაშეს ძეთაგან ცხოვრობდნენ.
4. ყუთაი, ძე ყამიჰუდისა, ძე ყომრისა, ძე იმრისა, ძე ბანისა, ფერეც იუდას ძის შვილთაგან.
5. შილონისგან იყვნენ: მისი პირმშო ყასაია და მისი ძენი.
6. ზერახიანთაგან: იეყუელი და მისი ძმები - ექვსას ოთხმოცდაათნი;
7. ბენიამინიანთაგან: სალუ, ძე მეშელამისა, ძე ჰოდავიასი, ძე ჰასენუასი.
8. იბნა იეროხამის ძე, ელა, ძე ყუზისა, მიქრის ძისა, მეშელამი, ძე შაფატიასი, ძე რეღუელისა, ძე იბნიასი.
9. მათი ძმები თავ-თავიანთი მოდგმის მიხედვით ცხრაას ორმოცდათექვსმეტნი იყვნენ. ყველა ეს ვაჟკაცი მამისსახლის თავკაცი იყო.
10. მღვდელთაგან იყვნენ: იედაყია, იეჰოიარიბი, იაქინი,
11. ყაზარია, ძე ხილკიასი, ძე მეშულამისა, ძე ცადოკისა, ძე მერაიოთისა, ძე ახიტუბისა - ღვთის სახლის წინამძღვარი;
12. ყადაია, ძე იეროხამისა, ძე ფაშხურისა, ძე მალქიასი, და მაყასაი ძე ყადიელისა, ძე იახზერასი, ძე მეშელამისა, ძე მეშილემითისა, ძე იმრისა.
13. მათი ძმები, მამისსახლთა თავკაცები, ათას შვიდას სამოცნი, ღვთის სახლის სამსახურის საქმეში ნაცადი ხალხი.
14. ლევიანთაგან: შემაყია ძე ხაშუბისა, ძე ყაზრიყამისა, ძე ხაშაბიასი - მერარას ძეთაგან,
15. ბაკებაკარი, ხერეში, გალალი, მათანია ძე მიქასი, ძე ზაქრისა, ძე ასფისა,
16. ყობადია, შემაყია ძე გალალისა, ძე იედუთუნისა, ბერაქია ძე ასასი, ძე ელკანასი - ნეტოფათელთა დაბა-სოფლებში მცხოვრებნი.
17. კარის მცველნი: შალუმი, ყაკუბი, ტალმონი, ახიმანი და ძმანი მისნი. შალუმი თავკაცი იყო
18. და დღემდე ის დგას სამეფო კარიბჭეში, აღმოსავლეთით. ესენი არიან კარისმცველნი ლევიანთა ბანაკიდან.
19. შალუმი, ძე კორესი, ძისა აბიასაფისა, ძისა კორახისა, და მისი ძმები, მისი მამისსახლიდან - კორახელნი, სამსახურს ეწეოდნენ და კარვის ზღურბლებს იცავდნენ, ხოლო მათი მამები უფლის ბანაკთან მისასვლელს დარაჯობდნენ.
20. ფინხამ ელყაზარის ძე უწინ მათი წინამძღოლი იყო და უფალიც მასთან იყო.
21. ზაქარია მეშელემელის ძე სადღესასწაულო კარვის კარის მცველი იყო.
22. ზღურბლების მცველებად ამორჩეულნი მთლიანად ორასთორმეტნი იყვნენ, ისინი საგვარტომო ნუსხაში თავ-თავიანთი დაბა-სოფლების მიხედვით არიან ჩაწერილნი. ისინი დავითმა და სამუელ მისანმა დააყენეს მათი ერთგულების გამო.
23. ისინი თავიანთ ძეებთან ერთად დარაჯობდნენ უფლის სახლის კარიბჭეებს, კარვის სახლს.
24. კარისმცველები ოთხივ მხრივ იდგნენ: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით.
25. მათი ძმები თავიანთ დაბა-სოფლებში იყვნენ და დრო და დრო, შვიდდღე გამოშვებით უნდა მისულიყვნენ მათთან.
26. რადგან კარისმცველთა ის ოთხი მეთაური, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებთან და ღვთის სახლის საგანძურებთან იდგნენ.
27. ისინი ღვთის სახლის გარშემო ათევდნენ ღამეს, რადგან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება.
28. ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ.
29. სხვებს ჩაბარდათ სხვა ჭურჭლეული, ყველა წმიდა ჭურჭელი, გამტკიცული ფქვილი, ღვინო, ზეთი, გუნდრუკი და სურნელებანი.
30. სამღვდელონი კი მირონს ამზადებდნენ ნელსაცხებლისგან.
31. მათითიას, ლევიანთაგან ერთ-ერთს, შალუმ კორახელის პირმშოს ტაფებზე მომზადება მიენდო.
32. ზოგიერთ მათ ძმათაგანს, კეჰათიანთაგან, საწირი პური ჩააბარეს, რათა შაბათობით მოემზადებინათ.
33. ხოლო მგალობელნი, ლევიანთა მამისსახლების თავკაცნი, ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან განთავისუფლებულნი იყვნენ, რადგან ისინი დღედაღამ თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულნი.
34. ესენი არიან ლევიანთა მამისსახლების თავკაცები, თავიანთი მოდგმის თავკაცები. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.
35. გაბაონში ცხოვრობდნენ: გაბაონის მამა იეყიელი, მის ცოლს სახელად მაყაქა ერქვა.
36. მისი ძე - პირმშო ყაბდონი, მერე ცური, კიში, ბაყალი, ნერი, ნედაბი,
37. გედორი, ახიო, ზაქარია და მიკლოთი.
38. მიკლოთმა შვა შიმამი. ისინი თავიანთი ძმების მეზობლად, თავიანთ ძმებთან ერთად ცხოვრობდნენ იერუსალიმში.
39. ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქიშუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.
40. იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
41. მიქას ძენი: ფითონი, მელექი და თახრეაყი.
42. ახაზმა შვა იაყრა, იაყრამ შვა ყალემეთი, ყაზმავეთი და ზიმრი; ზიმრიმ შვა მოცა,
43. მოცამ შვა ბინყა, მისი ძე რეფაია, მისი ძე ელყასა, მისი ძე აცელი.
44. აცელს ექვსი ძე ჰყავდა. აჰა, მათი სახელები: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია, ხანანი. ესენი არიან აცალის ძენი.