1. როცა მიხვალ ქვეყანაში, რომელსაც წილად გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, და დაიმკვიდრებ მას და დაიწყებ იქ ცხოვრებას,
2. აიღე მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი, რომელსაც მოისთვლი ქვეყანაში, უფალი, შენი ღმერთი, რომ გაძლევს, ჩააწყვე კალათაში და წადი იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად.
3. მიდი მღვდელთან, რომელიც იმჟამად იქნება, და უთხარი: ვაცხადებ დღეს უფლის, შენი ღმერთის წინაშე, რომ შემოვედი იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის მოსაცემად აღუთქვა უფალმა ჩვენს მამა-პაპას.
4. ხელიდან გამოგართმევს მღვდელი კალათს და დადებს უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს წინ.
5. ილაპარაკე და თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: მოხეტიალე არამელი იყო ჩემი მამა, ჩავიდა ეგვიპტეში და მდგმურობდა იქ მცირერიცხოვანი ხალხითურთ და წარმოიშვა მისგან დიდი, ძლიერი და მრავალრიცხოეანი ერი.
6. ცუდად გვექცეოდნენ ეგვიპტელები, გვჩაგრავდნენ და მძიმე სამუშაოს გვაკისრებდნენ.
7. შევღაღადეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა, დაინახა უფალმა ჩვენი ჩაგვრა და ჩვენი ტანჯვა-წამება.
8. და გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან მაგარი ხელით და შემართული მკლავით, დიდი ზარით, სასწაულებითა და ნიშებით.
9. მოგვიყვანა ამ ადგილას და მოგვცა ეს ქვეყანა, ზეთითა და თაფლით მდინარი ქვეყანა.
10. ახლა კი, აჰა, მომიტანია პირველმოწეული ნაყოფი ამ მიწისა, რომელიც მომცა უფალმა. დადევი იგი უფლის, შენი ღმერთის წინაშე და თაყვანი ეცი უფალს, შენს ღმერთს.
11. გაიხარე ლევიანთან და შენს მდგმურთან ერთად ყოველი სიკეთით, რაც კი უფალს, შენს ღმერთს, მოუცია შენთვის და შენი სახლისათვის.
12. როცა მესამე წელს, მეათედის წილს გადასდებ მთელი შენი შემოსავლის მეათედს და მისცემ ლევიანს, მდგმურსა და ქვრივ-ობლებს, რომ ჭამონ შენს კარზე და გაძღენ,
13. თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: მოვაცილე სახლს წმიდა წილი და მივეცი კიდეც ლევიანს, მდგმურს და ქვრივ-ობლებს შენი ანდერძის თანახმად, როგორც დამარიგე. არ გადავსულვარ შენს მცნებას და არც დამვიეყნია.
14. პირი არ მიმიკარებია მისთვის გაჭირვების დროს, არც გაუწმიდურებულისგან გამომირჩევია და არც მკვდრის საჭიროებისათვის მიმიცია. უფლის, ჩემი ღმერთის ხმას ვემორჩილებოდი, ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც ნაბრძანები გქონდა ჩემთვის.
15. გადმოიხედე შენი სიწმიდის სამყოფელიდან, ციდან და აკურთხე შენი ერი ისრაელი და მიწა, რომელიც ჩვენთვის მოგიცია ჩვენს მამა-პაპასთან დადებული ფიცის თანახმად, ქვეყანა, ზეთითა და თაფლით მდინარი.
16. ამ დღეს გიბრძანებს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას: დაიცავი და შეასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით.
17. უფლისა ირწმუნე დღეს, რომ შენი ღმერთია იგი, რომ ივლი მის გზაზე, დაიცავ მის წესებს, ანდერძებს და სამართალს, გაიგონებ მის სიტყვას.
18. უფალმა გაღიარა დღეს თავის რჩეულ ერად, როგორც უთქვამს შენთვის, რომ იცავდე მის მცნებებს,
19. რომ აგამაღლოს თავის გაჩენილ ყველა ხალხზე დიდებით, სახელითა და პატივით, რომ ჰყავდე წმიდა ერად უფალს, შენი მამა-პაპის ღმერთს.