ძველი აღთქმა

დაბადება

თავი მეხუთე

1. ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი;

2. მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს.

3. ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი.

4. შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი.

5. სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა.

6. იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შვა ენოში.

7. იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი.

8. სრული ხანი შეთისა იყო ცხრაას თორმეტი წელი, და მოკვდა.

9. იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი.

10. იცოცხლა ენოშმა კაინანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.

11. სრული ხანი ენოშისა იყო ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა.

12. იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი და შვა მაჰალალეელი.

13. იცოცხლა კაინანმა მაჰალალეელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი და შვა ძენი და ასულნი.

14. სრული ხანი კაინანისა იყო ცხრაას ათი წელი, და მოკვდა.

15. იცოცხლა მაჰალალეელმა სამოცდახუთი წელი და შვა იარედი.

16. იცოცხლა მაჰალალეელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი.

17. სრული ხანი მაჰალალეელისა იყო რვაას ოთხმოდათხუთმეტი წელი, და მოკვდა.

18. იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი.

19. იცოცხლა იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი.

20. სრული ხანი იარედისა იყო ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა.

21. იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი.

22. დადიოდა ღმერთთან ენოქი მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი და შვა ძენი და ასულნი.

23. სრული ხანი ენოქისა იყო სამას სამოცდახუთი წელი.

24. დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა.

25. იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდახუთი წელი და შვა ლამექი.

26. იცოცხლა მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას სამოცდათორმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.

27. სრული ხანი მეთუშალახისა იყო ცხრაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა.

28. იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ძე.

29. უწოდა მას სახელად ნოე. ასე თქვა: ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში ამ მიწაზე, რომელიც დასწყევლა უფალმა.

30. იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.

31. სრული ხანი ლამექისა იყო შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელი, და მოკვდა.

32. ოთხმოცდაათი წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და იაფეთი.