ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
ფსალმუნი 120 (121)
1. გალობა
აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
2. ჩემი შეწევნა
უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა.
3. არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ
წათვლემს დამცველი შენი.
4. აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.
5. უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.
6. დღისით
მზე არ გავნებს და ღამით მთვარე.
7. უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან,
დაიცავს შენს სულს;
8. უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და
უკუნისამდე.
|