ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
ფსალმუნი 126 (127)
1. გალობა აღსავალთა. სოლომონისთვის. თუ უფალი არ ააშენებს
სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ
ფხიზლობს გუშაგი.
2. ამაოდ დგებით ადრიან, აგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვით პურს;
რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს.
3. აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან - შვილები,
გასამრჯელო - მუცლის ნაყოფი.
4. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა
თაობა.
5. ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა
ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.
|