ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
ფსალმუნი 28 (29)
1. ფსალმუნი დავითისა. უძღვენით უფალს, ღვთის
შვილებო, უძღვენით უფალს ქება-დიდება.
2. უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმინდა ბრწყინვალებით.
3. ხმა უფლისა წყლებზე; დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის (ხმა იყო) მრავალ
წყალზე.
4. ხმა უფლისა ძლიერებით, ხმა უფლისა ბრწყინვალებით.
5. ხმა უფლისა
დაამსხვრევს ნაძვებს; და დაამსხვრევს ლიბანის ნაძვებს უფალი.
6. და ათამაშებს მათ
ხბოსავით, ლიბანს და სირიონს - მარტორქის შვილის მსგავსად.
7. ხმა უფლისა გაჰკვეთს
ცეცხლის ალს.
8. ხმა უფლისა უდაბნოს შეარყევს; შეარყევს უფალი კადეშის უდაბნოს.
9.
ხმა უფლისა ნაადრევად მოამშობიარებს ირმებს და გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში
ყოველივე ამბობს დიდებას.
10. უფალი იჯდა წარღვნის დროს და დაჯდება უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე.
11. უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.
|