ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
ფსალმუნი 46 (47)
1. გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა
ფსალმუნი.
2. ხალხნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით;
3.
რადგან საშიშია უფალი ზენაარი, დიდი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.
4. დაგვიმორჩილებს
ხალხებს და ერებს - ჩვენთა ფეხთა ქვეშ. სელა.
5. ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს,
მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. სელა.
6. ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი
- საყვირის ხმაზე.
7. უგალობეთ ღმერთს, უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს, უგალობეთ.
8. რადგან მთელი
ქვეყნიერების მეფეა ღმერთი; უგალობეთ გონივრულად.
9. გამეფდა ღმერთი ხალხებზე,
ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე.
10. მთავარნი ხალხთა შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის
ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად.
|