ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
ფსალმუნი 61 (62)
1. გუნდის ლოტბარს, იედუთუნისათვის. ფსალმუნი დავითისა.
2. მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება
ჩემი სულისა; მისგან არის ჩემი ხსნა.
3. მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა,
ჩემი სიმაგრე - აღარ დავეცემი მეტად.
4. ვიდრემდე დაესხმით თავს ადამიანს?
გადაიქცევით ყველანი, ვითარცა კედელი გადახრილი, ყორე მორყეული.
5. განიზრახავენ
მისი სიმაღლიდან გადმოგდებას, მიმართავენ სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი
სწყევლიან. სელა.
6. მხოლოდ ღმერთს დაელოდე, სულო ჩემო, რადგან მისგან არის ჩემი
იმედი.
7. მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - არ დავეცემი.
8. ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; სიმაგრე ჩემი ძალისა და ჩვმი
თავშესაფარი ღმერთის მიერაა.
9. მიენდეთ მას ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე; ღმერთია
ჩვენი თავშესაფარი. სელა.
10. მხოლოდ არარაობანი არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა
შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველანი ერთად არარაობაზე უარესია.
11. არ დაამყაროთ
იმედი მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; დოვლათი ოდეს გაიზარდოს, ნუ
მიაქცევთ ყურადღებას.
12. ერთხელ თქვა ღმერთმა - ორჯერ მოვისმინე, რადგან
ღმერთისაა ძალა.
13. და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს
მისი ნამოქმედარის მიხედვით.
|