ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
ფსალმუნი 86 (87)
1. კორახის ძეთა ფსალმუნი. გალობა. მისი საძირკველი წმიდა მთებშია.
2.
უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად.
3. ქება-დიდებას
ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. სელა.
4. გავახსენებ რაჰაბსაა და ბაბილონს, ვინც მე
მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ტვიროსი ქუშთან ერთად - ეს დაიბადა იქ.
5. სიონზე კი
იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი.
6. უფალი
ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. სელა.
7. მომღერლები და მესტვირენიც - ყველა
ჩემი წყარო შენშია.
|