ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
ფსალმუნი 98 (99)
1. უფალი მეფობს -
ათრთოლდნენ ხალხები; ქერუბიმებზე მჯდომო, შესძარ ქვეყანა.
2. უფალი დიდია სიონში
და მაღალი ყველა ხალხზე.
3. განადიდებენ შენს სახელს, დიდსა და საშიშს, წმიდაა იგი.
4. და სიძლიერეს მეფისას სამართალი უყვარს; შენ დაამკვიდრე სისწორე; სამართალი და
სიმართლე შენ სრულჰყავი იაკობში.
5. აღამაღლეთ უფალი ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით
მის ფეხთა საყრდენს - წმიდაა იგი.
6. მოსე და აარონი მის მღვდელთა შორის და სამუელი
მისი სახელის მხმობელთა შორის - მოუხმობენ უფალს და ის უპასუხებს მათ.
7. ღრუბლის
სვეტიდან ელაპარაკა მათ; დაიცვეს მისი მითითებანი და წესდება, მათთვის მიცემული.
8.
უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ უპასუხებდი მათ; მიმცევებელი ღმერთი იყავი მათთვის და
შურის მაძიებელი მათი ნამოქმედარისათვის.
9. აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი და
თაყვანი ეცით მის წმიდა მთას, რადგან წმიდაა უფალი, ღმერთი ჩვენი.
|