1. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან მას შემდეგ, რაც გაუშვა იგი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, რამადან; როცა გამოიყვანა, ბორკილდადებული იყო იგი დატყვევებულ იერუსალიმელებსა და იუდაელებს შორის, რომლებიც ბაბილონში უნდა გადაესახლებინათ.
2. გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა იერემია და უთხრა: უფალმა, თქვენმა ღმერთმა, შეაჩვენა ეს ადგილი;
3. აახდინა უფალმა და ისე გააკეთა, როგორც ნათქვამი ჰქონდა, რადგან შესცოდეთ უფალს და არ გაიგონეთ მისი ხმა. ამიტომაც შეგემთხვათ ეს ამბავი.
4. აჰა, ახლა გათავისუფლებ ბორკილებისგან, ხელზე რომ გადევს. თუ გინდა ჩემთან ერთად ბაბილონში წამოსვლა, წამოდი და მზრუნველობას არ მოგაკლებ; თუ არ გინდა ჩემთან ერთად ბაბილონში წამოსვლა, ნუ წამოხვალ. შენს წინაა მთელი ქვეყანა, სადაც მოგეწონოს და უკეთესად მოგეჩვენოს, იქ წადი.
5. ჯერ პასუხი არ ჰქონდა გაცემული - ან დაბრუნდი გედალიასთან, ძესთან ახიკამისა, ძისა შაფანისა, რომელსაც ბაბილონის მეფემ იუდას ქალაქები ჩააბარა, და იცხოვრე იქ, ხალხში; ან სადაც მიაგეწონება, იქ წადი. მისცა მას ქონდაქართუხუცესმა საგზალი და საჩუქარი და გაუშვა.
6. მოვიდა იერემია გედალია ახიკამის ძესთან, მიცფაში, და დაიწყო ცხოვრება ქვეყანაში დარჩენილ ხალხს შორის.
7. როცა გაიგეს ველზე მყოფი ჯარების სარდლებმა და მათმა კაცებმა, რომ გედალია ახიკამის ძისთვთს ჩაუბარებია ბაბილონის მეფეს ქვეყანა და ხალხი დედაწულიანად, ღარიბი და მდიდარი, ვინც არ გადასახლებულა ბაბილონში,
8. მივიდნგნ გედალიასთან მიცფაში ისმაელ ნეთანიას ძე, იოხანანი, იონათანი, კარეახიანები, სერაია თანხმეთის ძე, ნეტოფელი ყეფიანები, იეზანია მაყაქათის ძე და მათი კაცები.
9. ეფიცებოდა გედალია, ძე ახიკამისა, ძე შაფანისა მათ და მათ კაცებს: ნუ გაშინებთ ქალდეველთა მორჩილება. დარჩით ქვეყანაში და დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს; უკეთესი იქნება თქვენთვის.
10. ხოლო მე მიცფაში ვრჩები, რომ ვიდგე ქალდეველთა წინაშე, როცა მოვლენ ჩვენთან. თქვენ კი შეაგროვეთ ღვინო, საზაფხულო ხილი და ზეთი და თქვენს ჭურჭლებში შეინახეთ. იცხოვრეთ ქალაქებში, რომლებიც გიჭირავთ.
11. ამასობაში მოაბის, ყამონის, ედომის და სხვა ქვეყნების იუდავლებმაც გაიგეს, რომ იუდაში დატოვა დანარჩომი ხალხი ბაბილონის მეფემ და რომ გედალია, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა, დაუდგინა მათ.
12. დაბრუნდნენ იუდაელები იმ ადგილებიდან, სადაც გაგდებული იყვნენ; მოვიდნენ იუდას ქვეყანაში გედალიასთან მიცფას და შეაგროვეს უზომო ღვინო და საზაფხულო ხილი.
13. მივიდნენ იოხანან კარეახის ძე და ველზე დარჩენილი ჯარების სარდლები გედალიასთან მიცფას.
14. უთხრეს მას: იცოდეთ, შენს მოსაკლავად გამოგზავნაო ბაყალიმმა, ყამონელთა მეფემ, ისმაელ ნეთანიას ძე. მაგრამ არ დაუჯერა მათ გედალია ახიკამის ძემ.
15. იოხანან კარეახის ძემ უთხრა გედალიას მიცფაში საიდუმლოდ: გამიშვი და მოვკლავ ისმაელ ნათანიას ძეს, კაციშვილი ვერაფერს გაიგებს. შენ უნდა მოგკლას, რატომ უნდა გაიფანტონ იუდაელები, შენთან რომ არიან შემოკრებილნი, და დაიღუპოს იუდას დანაშთომი?
16. უთხრა გედალია ახიკამის ძემ იოახანან კარეახის ძეს: ნუ იზამ ამას, რადგან ტყუილს ლაპარაკობ ისმაელზე.