1. მეორე წილი ხვდა სიმონს, სიმონიანთა შტოს, მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი სამკვიდრო იუდაელთა სამკვიდროს შორის იყო.
2. მათ სამკვიდროში შედიოდა: ბეერ-შება, შებაყი და მოლადა;
3. ხაცარ-შუყალი, ბალა და ყაცემი;
4. ელთოლადი, ბეთული და ხორმა;
5. ციკლაგი, ბეთ-მარქაბოთი და ხაცარ-სუსა;
6. ბეთ-ლებაოთი და შარუხენი - ცამეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
7. ყაინი, რიმონი, ყეთერი და ყაშანი - ოთხი ქალაქი თავისი დაბებითურთ,
8. და ყველა დაბა, რაც კი ამ ქალაქების ირგვლივ არის, ბაყალათ-ბეერამდე, სამხრეთ რამამდე. ეს არის სიმონიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
9. იუდაელთა ნაკვეთიდან იყო გამოყოფილი სიმონიანთა სამკვიდრო, რადგან ზედმეტი წილი ჰქონდათ იუდაელებს და ამიტომაც მათ სამკვიდროში დაიმკვიდრეს სიმონიანებმა თავიანთი სამკვიდრო.
10. მესამე წილი ზებულონიანებს ხვდა მათი საგვარეულოების მიხედვით; სარიდამდე აღწევდა მათი სამკვიდროს საზღვარი.
11. მიდის საზღვარი ზღვისკენ და მარღალისკენ და ეკვრის დაბაშეთს, აგრეთვე ხევს, იაკნეყამის გასწვრივ რომ არის.
12. ბრუნდება სარიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, მზის აღმოსავლეთისკენ, ქისლით-თაბორამდე; მიდის დაბრათისკენ და აღწევს იაფიაყს.
13. იქიდან კვლავ აღმოსავლეთის მიმართულებით, მზის აღმოსავლეთისკენ, გაუვლის გეთს, ხეფერს და ყითა-კაცინს, და მიდის რიმონისკენ, მეთოარისკენ და ნეყასკენ.
14. უხვევს საზღვარი ჩრდილოეთით ხანათონისკენ და წყდება იფთახელის ველზე.
15. კატათი, ნახალალი, შიმრონი, იდეალა და ბეთლემი - თორმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
16. ეს არის ზებულონიანთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.
17. ისაქარს ხვდა მეოთხე წილი, ისაქარიანებს მათი საგვარეულოების მიხედვით.
18. მათი საზღვარი იყო: იზრეყელი, ქესულოთი და შუნემი,
19. ხაფარაიმი, შიონი და ანახარათი;
20. რაბოთი, კიშიონი და აბეცი;
21. რემეთი, ყენ-განიმი, ყენ-ხადა და ბეთ-ფაცეცი.
22. ეკვრის საზღვარი თაბორს, შახალიმას და ბეთ-შემეშს და წყდება საზღვარი იორდანესთან. თექვსმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
23. ეს არის ისაქარიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები მათი დაბებითურთ.
24. ხვდა მეხუთე წილი აშერიანთა შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით.
25. მათი საზღვარი იყო ხელკათი, ხალი, ბეტენი და აქშაფი;
26. ალამელექი, ყამყატი და მიშალი. ეკვრის ქარმელს დასავლეთის მხრიდან და შიხორ-ლიბნათს.
27. უკან ბრუნდება მზის აღმოსავლეთის მიმართულებით ბეთ-დაგონისკენ და ეკვრის ზებულონს და იფთახელის ველს ჩრდილოეთის მხრიდან ბეთ-ყეშეკთან, ნეყიელთან და მიდის ქაბულისკენ მარცხნივ.
28. ყებრონი, რეხობი, ხამონი და კანა დიდ ციდონამდე.
29. ბრუნდება საზღვარი რამასკენ ტიროსის ციხე-ქალაქამდე; ბრუნდება საზღვარი ხოსასკენ და წყდება ზღვასთან - ხებელიდან აქზიბამდე.
30. ეუმა, აფეკი, რეხობი - ოცდაორი ქალაქი თავისა დაბებითურთ.
31. ეს არის აშერიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.
32. ნაფთალიანებს შეხვდათ მეექვსე წილი, ნაფთალიანებს მათი საგვარეულოების მიხედვით.
33. მათი საზღვარია ხელეფიდან, ცაყანანიმის მუხნარიდან ადამი-ნეკების და იაბნიელის გავლით ლაკუმამდე და წყდება იორდანესთან.
34. უკან ბრუნდება საზღვარი დასავლეთის მიმართულებით აზნოთ-თაბორისკენ, იქიდან მიდის ხუკოკისკენ და ეკვრის ზებულონს სამხრეთიდან, ხოლო აშერს ეკვრის დასავლეთიდან და იუდას იორდანესთან მზის აღმოსავლეთით.
35. ციხე-ქალაქებია: ციდიმი, ცერი, ხამათი, რაკათი და ქინარეთი;
36. ადამა, რამა და ხაცორი,
37. კედეში, ედრეი და ყენ-ხაცორი,
38. ირეონი, მიგლად-ედი, ხარემი, ბეთ-ყანათი და ბეთ-შემეში - ცხრამეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
39. ეს არის ნაფთალიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები მათი დაბებითურთ.
40. დანიანების შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით შეხვდა მეშვიდე წილი.
41. მათი სამკვიდროს საზღვარი იყო: ყორყა, ეშთაოლი და ყირშემეში,
42. შაყალაბონი, აიალთნი და ითლა,
43. ელონი, თიმნათა და ყეკრონი,
44. ელთეკე, გიბთონი და ბაყალა,
45. იჰუდი, ბარაკიანები და გათ-რიმონი;
46. იარკონის წყალი, რაკონი საზღვრებითურთ იაფოს მახლობლად.
47. გადასცდა მათ დანიანთა საზღვარი. გავიდნენ დანიანები და შეებრძოლნენ ლეშემს და აიღეს იგი, მახვილით მოსრეს, დაისაკუთრეს და დასახლდნენ იქ. უწოდეს ლეშემს დანი, თავიანთი მამამთავრის, დანის სახელი.
48. ეს არის დანიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.
49. დაამთავრეს ქვეყნის დანაწილება სამკვიდროებად საზღვრების მიხედვით. თავიანთ შორის მისცეს სამკვიდრო ისრაელიანებმა იესო ნავეს ძესაც.
50. უფლის ბრძანებისამებრ მისცეს მას ქალაქი, რომელსაც მოითხოვდა - თიმნათ-სერახი ეფრემის მთაზე. ააშენა ქალაქი და დასახლდა იქ.
51. ესენია სამკვიდროები, რომლებიც დაურიგეს ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და მამამთავრებმა ისრაელიანთა შტოებს წილის ყრით სილოამში, უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. ასე მორჩნენ ქვეყნის დანაწილებას.