ძველი აღთქმა

ნეემია

თავი მეათე

1. აჰა, ისინი, ვინც ბეჭდები დაუსვეს: განმგებელი ნეემია, ხაქალიას ძე, და ციდკია,

2. სერაია, ყაზარია, იერემია,

3. ფაშხური, ამარია, მალქია,

4. ხადგეში, შებანია, მალუქი,

5. ხარიმ, მერემოთი, ყობადია,

6. დანიელი, გინთონი, ბარუქი,

7. მეშულამი, აბია, მიამინი,

8. მაყაზია, ბილგაი, შემაყია - ესენი მღვდლები არიან.

9. ლევიანები: იესო აზანიას ძე, ბინუი-ხენადადის ძეთაგან, კადმიელი;

10. მათი ძმები: შებანია, ჰოდია, კელიტა, ფელაია, ხანანი,

11. მიქა, რეხობი, ხაშაბია,

12. ზაქური, შერებია, შებანია,

13. ჰოდია, ბანი, ბენინუ,

14. ხალხის თავკაცები: ფარყოში, ფახათი, მოაბი, ყელამი, ზათუ, ბანი,

15. ბუნი, ყაზგადი, ბებაი,

16. ადონია, ბიგვაი, ყადინი,

17. აცერი, ხიზკია, ყაზური,

18. ჰოდია, ხაშუმი, ბეცაია,

19. ხარიფი, ყანათოთი, ნებაი,

20. მაგფიყასი, მეშულამი, ხეზირი,

21. მეშეზაბელი, ცადოკი, იადუაყი,

22. ფელატია, ხანანი, ყანაია,

23. ოსია, ხანანია, ხაშუბი,

24. ჰალოხეში, ფილხა, შობეკი,

25. რეხუმი, ხაშაბანა, მაყასეია,

26. ახია, ხანანი, ყანანი,

27. მალუქი, ხარიმი, ბაყანა.

28. დანარჩენი ხალხი - მღვდლები, ლევიანები, კარისმცველნი, მგალობელნი, შეწირულნი, უცხო ქვეყანთა ხალხს გამორიდებულნი და ღვთის რჯულისკენ მოქცეულნი, მათი ცოლები, ვაჟები, ასულები, ყველა მცოდნე და გამგები,

29. შეუერთდნენ თავიანთ ძმებს, თავიანთ წარჩინებულებს, და შეჰფიცეს და ფიცით აღთქმა დადეს, რომ მოსეს, ღვთის მორჩილის ხელით მოცემულ ღვთის რჯულს დაიცავდნენ და შეასრულებდნენ უფლის, ჩვენი პატრონის, ყველა მცნებას, მის სამართალს და წესებს,

30. რომ ჩვენს ასულებს უცხო ქვეყნის ხალხებს არ გავატანდით, და არც მათ ასულებს შევრთავდით ჩვენს ვაჟებს.

31. იმ ქვეყნის ხალხებისგან, რომელთაც შაბათობით გასასყიდათ მოაქვთ საქონელი და ყოველგვარი საზრდო, აღარაფერს შევიძენთ შაბათ დღეს - წმიდა დღეს. მეშვიდე წელს ყანას დავასვენებთ და ყველანაირ ვალს მივუტევებთ.

32. წესად დავიდეთ, რომ წელიწადში სამი შეკელი გავიღოთ ჩვენი ღმერთის სახლის სამსახურისათვის -

33. საწირი პურისათვის, ყოველდღიური ძღვენისთვის, ყოველდღიური აღსავლენი მსხვერპლისათვის, შაბათებისათვის, ახალმთვარობებისთვის, დღესასწაულებისათვის, წმიდა საგნებისათვის, ისრაელის ცოდვებისგან განსაწმედი მსხვერპლისათვის და ჩვენი ღმერთის სახლის ყველანაირი საქმისთვის.

34. შეშის მოტანაზე მღვდლებმა, ლევიანებმა და ხალხმა წილი ვყარეთ, რომ ჩვენი ღმერთის სახლში, ჩვენ-ჩვენ მამისსახლთა მიხედვით, დათქმულ დროს, წლიდან წლამდე შეშა ვზიდოთ, რომ უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოზე ცეცხლი ისე ენთოს, როგორც რჯულში სწერია.

35. ჩვენ ვიკისრეთ მიწის პირველმოწეული ნაყოფის, ყველა ხეხილის პირველმოწეული ნაყოფის წლიდან წლამდე უფლის სახლში მიტანა,

36. ჩვენი ვაჟებიდან და პირუტყვიდან, რჯულში დაწერილის მიხედვით, პირმშოთა მიყვანა ჩვენი ღმერთის სახლში, ღვთის სახლში მომსახურე მღვდლებთან, ჩვენს პირველმოგებულ ხარებთან და ცხვრებთან ერთად.

37. ჩვენს პირველ ცომს, ჩვენს შესაწირავს, ყველა ხის ნაყოფს, მაჭარს და ზეითუნის ზეთს, მღვდლებს მივართმევთ, ჩვენი ღმერთის სახლის ოთახებში; ჩვენი მიწიდან მეათედს ლევიანებს მივუტანთ. ლევიანები მეათედს აიღებენ ყველა ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან.

38. აარონიანი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ისინი ლევიანთა მეათედს აიღებენ. ლევიანები ამ მეათედიდან მეათედს ჩვენი ღმერთის სახლის საგანძურის ოთახებში აიტანენ;

39. რადგან ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ისრაელიანებმა და ლევიანებმა შესაწირავი ხორბალი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი. იქ ინახება წმიდა ჭურჭელი; მოსამსახურე მღვდლები, კარისმცველნი და მგალობელნიც იქვე არიან. არ მივატოვებთ ჩვენი ღმერთის სახლს!