ძველი აღთქმა

ნეემია

თავი მეთერთმეტე

1. ერისმთავრები იერუსალიმში დასახლდნენ: დანარჩენმა ხალხმა წილი ყარა, რათა ათიდან ერთი იერუსალიმში - წმიდა ქალაქში, შეეყვანათ საცხოვრებლად, ხოლო ცხრანი სხვა ქალაქებში.

2. ხალხმა დალოცა ყველა ისინი, ვინც თავისი ნებასურვილით დასახლდა იერუსალიმში.

3. აჰა, ის ოლქის მთავრები, იერუსალიმში რომ დასახლდნენ. იუდას ქალაქებში თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში და ქალაქებში ცხოვრობდნენ ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა შთამომავალნი.

4. იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდიანთაგან და ბენიამინთაგან; იუდიანთაგან: ყათაია ყუზიას ძე, ზაქარიას ძე, ამარიას ძე, შეფატიას ძე, მაჰალალიელის ძე - ფარეციანთაგან.

5. მაყასეია ბარუქის ძე, ქოლ-ხოზეს ძე, ხაზაიას ძე, ყადაიას ძე, იოიარიბის ძე, ზაქარიას ძე, ჰაშილონის ძე.

6. ფარესიანები, იერუსალიმში რომ ცხოვრობდნენ, რიცხვით ოთხას სამოცდარვანი იყვნენ - მამაცი მოყმენი.

7. აჰა, ბენიამინიანები: სალუ მეშელამის ძე, იოყედის ძე, ფედაიას ძე, კოლაიას ძე, მაყასეიას ძე, ითიელის ძე, ესაიას ძე.

8. მის შემდეგ გაბაი, სალაი, რიცხვით ცხრაას ოცდარვა.

9. იოელ ზიქრის ძე იყო მათი ხელისუფალი; იუდა ჰასენუიას ძე მეორე კაცი იყო ქალაქში.

10. მღვდელთაგან: იედაყია იოიარიბის ძე, იაქინი,

11. სერაია ხილკიას ძე, მეშელამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე, ახიტუბის ძე, ღვთის სახლის წინამძღვარი.

12. მათი ძმები, რომელნიც სახლის სამსახურს ეწეოდნენ, რიცხვით რვაას ოცდაორნი იყვნენ. ყადაია იეროხამის ძე, ფელალიას ძე, ამცის ძე, ზაქარიას ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე,

13. და მისი ძმები - მამისსახლთა თავკაცები, ორას ორმოცდაორნი იყვნენ. ყამაშსაი ყაზარელის ძე, ახაზაის ძე,- მეშილმოთის ძე, იმერის ძე.

14. მათი ძმები, მამაცი ვაჟკაცები, ას ოცდარვანი იყვნენ. მათი ხელისუფალი იყო ზაბდიელ ჰაგედოლიმის ძე.

15. ლევიანთაგან: შემაყია ხაშების ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, ბენის ძე,

16. შაბთაი და იოზაბადი - ღვთის სახლის გარე საქმეების გამრიგე ლევიანთა თავკაცთაგან.

17. მათანია მიქას ძე, ზაბდის ძე, ასაფის ძე, ლოცვისას სადიდებლის მთავარი დამწყები, ბაკბუკია, მისი მეორე ძმა, ყაბდა შამუაყის ძე, გალადის ძე, იედუთუნის ძე.

18. წმიდა ქალაქში სულ ორას ოთხმოცდაოთხი ლევიანი იყო.

19. კარისმცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეებს რომ იცავდნენ, ას სამოცდათორმეტნი იყვნენ.

20. დანარჩენი ისრაელიანები და ლევიანები იუდას ყველა ქალაქში ცხოვრობდნენ, თავ-თავიანთ სამკვიდროებში.

21. შეწირულნი ყოფელში ცხოვრობდნენ; შეწირულთ ციხა და გიშფა ადგნენ თავს.

22. ლევიანთა ხელისუფალი იერუსალიმში იყო ყუზია ძე ბანისა, ძე ხაშაბიასი, ძე მათანიასი, ძე მიქასი, იმ ასაფიანთაგან, რომელნიც მგალობლებად იყვნენ ღვთის სახლის სამსახურში.

23. რადგან მეფის ბრძანება იყო მათზე, ყოველდღიური სარჩო იყო მგალობელთათვის დაწესებული.

24. ფეთასია მეშაბელის ძეს, ზარას იუდას ძის ძეთაგანს, ყველა სახალხო საქმე მეფის მიერ ჰქონდა მინდობილი.

25. თავიანთ სოფლებში და ყანებში იუდიანთაგან ცხოვრობდნენ კირიათ-ჰაარბაყში და მის დაბა-სოფლებში, დიბონში და მის დაბა-სოფლებში, იეკაბცელში და მის სოფლებში,

26. იეშუაყში, მოლადაში, ბეთ-ფალეტში,

27. ხაცარ-შეყალში, ბერშაბეში და მის დაბა-სოფლებში,

28. ციკლაგში, მექონაში და მის დაბა-სოფლებში,

29. ყენ-რიმონში, ცარყაში, იარუმუთში,

30. ზანოახში, ყადულამში და მათ სოფლებში, ლაქიშში და მის მინდვრებში, ყაზეკაში და მის დაბა-სოფლებში. ისინი დასახლდნენ ბერშაბედან ჰიმონის ხევამდე.

31. ბენიამინიანები დასახლდნენ გაბაყიდან მოკიდებული მიქმაშში ყაიაში, ბეთელში და მის დაბა-სოფლებში,

32. ყანათოთში, ნობში, ყანანიაში,

33. ყაცორში, რამაში, გითაიმში,

34. ხადიდში, ცებოყიმში, ნებალატში,

35. ლოდში და ონოში, ხარაშიმის ხევში.

36. იუდას ლევიანთაგან ერთი ნაწილი ბენიამინს მიეკუთვნა.