ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი ოცდამეექვსე

1. განადგურების შემდეგ იყო, რომ უთხრა უფალმა მოსეს და ელეაზარს, აარონ მღვდლის ძეს:

2. აღრიცხე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება ოცი წლიდან მოყოლებული გვარეულობათა მიხედვით, ყველა, ვისაც ლაშქრად გასვლა შეუძლია ისრაელში.

3. ასე ელაპარაკნენ მათ მოსე და ელეაზარ მღვდელი მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად:

4. ოცი წლიდან მოყოლებული როგორც ნაბრძანები აქვს უფალს მოსესთვის და ისრაელიანთათვის, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდნენ.

5. რეუბენი - ისრაელის პირმშო. რეუბენის ძენი: ხანოქი - ხანოქელთა საგვარეულო; ფალუსგან ფალუელთა საგვარეულო.

6. ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო, ქარმისგან ქარმიელთა საგვარეულო.

7. ეს არის რეუბენიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო ორმოცდასამიათას შვიდასოცდაათი.

8. ფალუს ძენი: ელიაბი.

9. ელიაბის ძენი: ნემუელი, დათანი, აბირამი. ეს ის დათანი და აბირამი იყვნენ, საზოგადოების რჩეულნი, რომლებმაც აუტეხეს ჯანყი მოსეს და აარონს კორახის დასთან ერთად, როცა უჯანყდებოდნენ უფალს.

10. გაიხსნა პირი მიწამ და ჩაყლაპა ისინი და კორახი; როცა განადგურდა მათი დასი, როცა ცეცხლმა შთანთქა ორასორმოცდაათი კაცი. მაგალითად იქცნენ ისინი.

11. კორახის ძენი კი არ დახოცილან.

12. სიმონიანები საგვარეულოების მიხედვით: ნემუელისგან ნემუელელთა საგვარეულაო, იამინისგან იამინელთა საგვარეულო, იაქონისგან იაქინელთა საგვარეულო,

13. ზერახისგან ზერახელთა საგვარეულო, საულისგან საულელთა საგვარეულო.

14. ესენია სიმონელთა საგვარეულოები: ოცდაორი ათას ორასი.

15. გადიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: ცეფონისგან ცეფონელთა საგვარეულო, ხაგისგან ხაგელთა საგვარეულო, შუნისგან შუნელთა საგვარეულო,

16. ოზნისგან ოზნიელთა საგვარეულო; ყერისგან ყერელთა საგვარეულო,

17. აროდისგან აროდელთა საგვარეულო,

18. ესენია გადიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო ორმოცი ათას ხუთასი.

19. იუდიანები: ყერი და ონანი; დაიხოცნენ ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში.

20. მათი საგვარეულოების მიხედვით იუდიანები იყვნენ: შელასგან შელაელთა საგვარეულო, ფერეცისგან ფერეცელთა საგვარეულო, ზერახისგან ზერახელთა საგვარეულო.

21. ფერეციანები იყვნენ: ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო, ხამულისგან ხამულელთა საგვარეულო.

22. ესენია იუდას საგვარეულოები რიცხვით სამოცდათექვსმეტი ათას ხუთასი.

23. ისაქარიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: თოლასგან თოლაელთა საგვარეულო, ფუვასგან ფუვაელთა საგვარეულო.

24. იაშუბისგან იაშუბელთა საგვარეულო, შიმრონიდან შიმრონელთა საგვარეულო,

25. ესენია ისაქარის საგვარეულოები რიცხვით სამოცდაოთხიათას სამასი.

26. ზებულონიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: სერედისგან სერედელები, ელონისგან ელონელები, იახლიელისგან იახლიელელები,

27. ესენია ზებულონელთა საგვარეულოები რიცხვით: სამოციათას ხუთასი.

28. იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: მენაშე და ეფრემი.

29. მენაშეანები: მაქირისგან მაქირელთა საგვარეულო, მაქირმა შვა გაალადი, გალაადისგან გალაადელთა საგვარეულო.

30. ესენია გალაადიანები: იეზერისგან იეზერელთა საგვარეულო, ხელევისგან ხელეველთა საგვარეულო,

31. ასრიელისგან ასრიელთა საგვარეულო, შექემისგან შექემელთა საგვარეულო,

32. შემიდასგან შემიდაელთა საგვარეულო, ხეფერისგან ხეფერელთა საგვარეულო,

33. ცელაფხად ხეფერის ძეს არ ჰყავდა ვაჟები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები. ცელაფხადის ქალიშვილებს ერქვათ: მახლა, ნოა, ხოგლა, მოლქა და თირცა.

34. ესენია მენაშეს საგვარეულოები, მათი რიცხვი იყო ორმოცდათორმეტი ათას შვიდასი.

35. ესენი არიან ეფრემიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: შუთელახისგან შუთელახელები, ბექერისგან ბექერელები, თახანისგან თახანელები.

36. ესენი არიან შუთელახიანები: ყერანისგან ყერანელთა საგვარეულო.

37. ესენია ეფრემიანთა საგვარეულოები, რიცხვით ოცდათორმეტი ათას ხუთასი. ესენი არიან იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით.

38. ბენიამინელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ბელასგან ბელაელთა საგვარეულო, აშბელისგან აშბელელთა საგვარეულო, ახირამისგან ახირამელთა საგვარეულო,

39. შეფუფიმისგან შეფუფამელთა საგვარეულო, ხუფამისგან ხუფამელთა საგვარეულო.

40. ბელაყიანები იყვნენ: არდი და ნაყამანი. არდელთა საგვარეულო, ნაყამანისგან ნაყამანელთა საგვარეულო.

41. ესენი არიან ბენიამინიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი რიცხვი იყო ორმოცდახუთი ათას ექვსასი.

42. ესენი არიან დანიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: შუხამისგან შუხამელთა საგვარეულო; ესენია დანის საგვარეულოები მათ საგვარეულოთა მიხედვით.

43. შუხამელთა მთელი საგვარეულო, რიცხვით ექვსასოთხი ათას ოთხასი.

44. აშერიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: იმნასგან იმნაელთა საგვარეულო, იშვასგან იშვაელთა საგვარეულო, ბერიყასგან ბერიყელთა საგვარეულო.

45. ბერიყიანთაგან; ხებერისგან ხებერელთა საგვარეულო; მალქიელისგან მალქიელელთა საგვარეულო.

46. აშერის ასულის სახელი იყო სარახი.

47. ესენია აშერიანთა საგვარეულოები, რიცხვით ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი.

48. ნაფთალიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: იახციელისგან იახციელების საგვარეულო, გუნისგან გუნიელთა საგვარეულო,

49. იეცერისგან იეცერელთა საგვარეულო, შილემისგან შილემელთა საგვარეულო.

50. ესენია ნაფთალიანთა საგვარეულოები მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი რიცხვი იყო ორმოცდახუთი ათას ოთხასი.

51. ეს არის რიცხვი ისრაელიანთა: ექვსასი ათას შვიდასოცდაათი.

52. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

53. ამათ დაუნაწილებ ქვეყანას სამკვიდროებად სახელთა რიცხვის მიხედვით.

54. მრავალრიცხოვანს უფრო დიდი სამკვიდრო მიეცი, მცირერიცხოვანს - მცირე; თითოეულს მათი რიცხვის მიხედვით მიეცეს სამკვიდრო.

55. ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს ქვეყანა, მამეული შტოების სახელთა მიხედვით მიიღონ სამკვიდრო.

56. წილისყრის პირობაზე უნდა დაუნაწილდეთ სამკვიდროები, მრავალრიცხოვანთ და მცირერიცხოვანთ.

57. აი, ლევიანთა რიცხვი მათი საგვარეულოების მიხედვით: გერშონისგან გერშონელთა საგვარეულო, კეჰათისგან კეჰათელთა საგვარეულო, მერარისგან მერარიელთა საგვარეულო.

58. ესენია ლევის საგვარეულოები: ლიბანელთა საგვარეულო, ხებრონელთა საგვარეულო, მახლიელთა საგვარეულო, მუშიელთა საგვარეულო, კორახელთა საგვარეულო. კეჰათმა შვა ყამრამი.

59. ყამრამის ცოლი იყო იოქაბედი, ლევის ასული, რომელიც ეგვიპტეში უშვა ცოლმა ლევის. მან კი ყამრამს უშვა აარონი, მოსე და მირიამი, მათი და.

60. შეეძინა აარონს ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.

61. დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უფლის წინაშე უცხო ცეცხლი მიჰქონდათ.

62. ოცდასამი ათასი იყო მათი რიცხვი, ყველა მამაკაცისა ერთი თვიდან მოყოლებული; რადგან ისინი არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, რადგან არ ჰქონდათ მათ მიცემული სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.

63. ესენი არიან აღრიცხულნი მოსესა და ელეაზარ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები მოაბის ველზე, იორდანეს პირას, იერიხონის მახლობლად.

64. მათში არავინ ყოფილა აღრიცხულთაგან მოსესა და აარონ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები სინაის უდაბნოში:

65. რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: უსათუოდ დაიხოცებიან უდაბნოში და ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩება, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა.