1. აი, ისრაელიანთა მგზავრობანი, როცა გამოვიდნენ ისინი ეგვიპტიდან ლაშქარ-ლაშქარ მოსესა და აარონის წინამძღოლობით.
2. აღწერა მოსემ უფლის ბრძანებით მათი გამოსვლა და მგზავრობანი. აი, მათი მგზავრობანი გამოსვლისას.
3. რამზესიდან გაემგზავრნენ პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს; პასექის მეორე დღეს გავიდნენ ისრაელიანები გაბედულად მთელი ეგვიპტის თვალწინ.
4. მარხავდნენ ეგვიპტელები პირმშოებს, რომლებიც დაუხოცა მათ უფალმა, და მათ ღმერთებსაც მიაგო სასჯელი უფალმა.
5. გაემგზავრნენ ისრაელიანები რამზესიდან და სუქოთში დაბანაკდნენ.
6. გაემგზავრნენ სუქოთიდან და დაბანაკდნენ ეთამში რომელიც უდაბნოს კიდეზე მდებარეობს.
7. გაემგზავრნენ ეთამიდან და გაემართნენ ფი-ჰახიროთისკენ, რომელიც ბაალ-ცაფონის ზემოთ მდებარეობს, და მიგდოლის წინ დაბანაკდნენ.
8. გაემგზავრნენ ფნე-ჰახიროთიდან, შუა გადაჭრეს ზღვა უდაბნოს მიმართულებით, გაიარეს სამი დღის სავალი გზა ეთამის უდაბნოში და მარაში დაბანაკდნენ.
9. გაემგზავრნენ მარადან და ელიმში მივიდნენ; თორმეტი წყარო და სამოცდაათი ფინიკის ხე იყო ელიმში. იქ დაბანაკდნენ.
10. გაემგზავრნენ ელიმიდან და მეწამულ ზღვასთან დაბანაკდნენ.
11. გაემგზავრნენ მეწამული ზღვიდან და სინის უდაბნოში დაბანაკდნენ.
12. გაემგზავრნენ სინის უდაბნოდან და დოფკაში დაბანაკდნენ.
13. გაემგზავრნენ დოფკიდან და ალუშში დაბანაკდნენ.
14. გაემგზავრნენ ალუშიდან და რეფიდიმში დაბანაკდნენ. იქ არ იყო სასმელი წყალი ხალხისთვის.
15. გაემგზავრნენ რეფიდიმიდან და სინაის უდაბნოში დაბანაკდნენ.
16. გაემგზავრნენ სინაის უდაბნოდან და კიბროთ-ჰათაავაში დაბანაკდნენ.
17. გაემგზავრნენ კიბროთ-ჰათაავადან და ხაცეროთში დაბანაკდნენ.
16. გაემგზავრნენ ხაცეროთიდან და რითმაში დაბანაკდნენ.
19. გაემგზავრნენ რითმადან და რიმონ-ფარეცში დაბანაკდნენ.
20. გაემგზავრნენ რიმონ-ფარეციდან და ლიბნაში დაბანაკდნენ.
21. გაემგზავრნენ ლიბნადან და რისაში დაბანაკდნენ.
22. გაემგზავრნენ რისადან და კეჰელათაში დაბანაკდნენ.
23. გაემგზავრნენ კეჰელათიდან შაფერის მთაზე დაბანაკდნენ.
24. გაემგზავრნენ შაფერის მთიდან და ხარადაში დაბანაკდნენ.
25. გაემგზავრნენ ხარადიდან და მაკჰელოთში დაბანაკდნენ.
26. გაემგზავრნენ მაკჰელოთიდან და თახათში დაბანაკდნენ.
27. გაემგზავრნენ თახათიდან და თარახში დაბანაკდნენ.
28. გაემგზავრნენ თარახიდან და მითკაში დაბანაკდნენ.
29. გაემგზავრნენ მითკადან და ხაშმონაში დაბანაკდნენ.
30. გაემგზავრნენ ხაშმონიდან და მოსეროთში დაბანაკდნენ.
31. გაემგზავრნენ მოსეროთიდან და ბნე-იაყაკანში დაბანაკდნენ.
32. გაემგზავრნენ ბნე-იაყაკანიდან და ხორ-გილგადში დაბანაკდნენ.
33. გაემგზავრნენ ხორ-გილგადიდან და იატბათაში დაბანაკდნენ.
34. გაემგზავრნენ იატბათიდან და აბრონაში დაბანაკდნენ.
35. გაემგზავრნენ აბრონიდან და ეციონ-გაბერში დაბანაკდნენ.
36. გაემგზავრნენ ეციონ-გაბერიდან და ცინის უდაბნოში დაბანაკდნენ. ეს კადეშია.
37. გაემგზავრნენ კადეშიდან და ჰორის მთაზე დაბანაკდნენ, ედომის ქვეყნის საზღვარზე.
38. ავიდა აარონ მღვდელი ჰორის მთაზე, უფლის ბრძანებისამებრ, და მოკვდა იქ ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის მეორმოცე წელს, მეხუთე თვის პირველში.
39. ას ოცდასამი წლისა იყო აარონი, როცა მოკვდა იგი ჰორის მთაზე.
40. გაიგო ქანაანელმა ყარად მეფემ, რომელიც ქანაანის ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობდა, ისრაელიანთა მოსვლა.
41. გაემგზავრნენ ჰორის მთიდან და ცალმონაში დაბანაკდნენ.
42. გაემგზავრნენ ცალმონიდან და ფუნონში დაბანაკდნენ.
43. გაემგზავრნენ ფუნონიდან და ობოთში დაბანაკდნენ.
44. გაემგზავრნენ ობოთიდან და იიმ-ყაბარიმში დაბანაკდნენ, მოაბის საზღვარზე.
45. გაემგზავრნენ იიმიდან და დიბონ-გადში დაბანაკდნენ.
46. გაემგზავრნენ დიბონ-გადიდან და ყალმონ-დიბლათაიმში დაბანაკდნენ.
47. გაემგზავრნენ ყალმონ-დიბლათაიმიდან და ყაბარიმის მთებზე დაბანაკდნენ, ნებოს წინ.
48. გაემგზავრნენ ყაბარიმის მთებიდან და მოაბის ველზე დაბანაკდნენ, იორდანეს პირას, იერიხონის მახლობლად.
49. დაბანაკდნენ იორდანეს პირას ბეთ-იეშიმოთიდან აბელ-შიტიმამდე, მოაბის ველზე.
50. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველზე, იორდანეს ნაპირას, იერიხონის მახლობლად:
51. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: როცა გადახვალთ იორდანეს გაღმა, ქანაანის ქვეყანაში,
52. აჰყარეთ თქვენს წინაშე ქვეყნის მკვიდრნი, გაანადგურეთ ყველა მათი გამოსახულება და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი და მოუშალეთ ყველა გორაკი.
53. დაიმკვიდრეთ ქვეყანა და დასახლდით იქ, რადგან თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად.
54. დაუნაწილეთ წილისყრით ქვეყანა თქვენს გვარეულობებს: მრავალრიცხოვანს მეტი წილი მიეცით, მცირერიცხოვანს ნაკლები წილი მიეცით. ვისაც სად შეხვდება წილი, იქ დაიმკვიდროს. მამა-პაპის შტოთა მიხედვით დაინაწილეთ.
55. თუ არ აჰყრით ქვეყნის მკვიდრთ, იქ დარჩენილნი ეკლად ექცევიან თქვენს თვალებს და ნემსებად - თქვენს ფერდებს, შეგავიწროებენ იმ ქვეყანაში, სადაც იცხოვრებთ.
56. და რაც განმიზრახავს თქვენთვის გასაკეთებლად, გაგიკეთებთ.