1. როცა დაასრულა მოსემ სავანის გამართვა, ზეთი სცხო და აკურთხა იგი და მთელი მისი მოწყობილობა, სამსხვერპლო და მთელი მისი მოწყობილობა. ზეთი სცხო მათ და აკურთხა ისინი.
2. მიიტანეს ისრაელის თავკაცებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების უფროსებმა (იგინივე იყვნენ ტომების თავკაცები, ისინი ხელმძღვანელობდნენ აღწერას)
3. შესაწირავი უფლის წინაშე - ექვსი ჩარდახიანი ურემი და თორმეტი ხარი; თითო ურემი ორ თავკაცზე და თითო ხარი თითოზე; დააყენეს ესენი სავანის წინ.
4. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
5. გამოართვი მათ და სადღესასწაულო კარვის სამუშაოთათვის განაკუთვნე. მიეცი ლევიანებს, თითოეულს თავისი სამუშაოს მიხედვით.
6. აიღო მოსემ ურემი და ხარები და მისცა ისინი ლევიანებს.
7. ორი ურემი და ოთხი ხარი გერშონიანებს მისცა მათი სამუშაოს მიხედვით,
8. ოთხი ურემი და რვა ხარი მერარიანებს მისცა მათი სამუშაოს მიხედვით, რასაც ასრულებდნენ ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით.
9. კეჰათიანებს არ მისცა, რადგან საწმიდარის სამუშაო ჰქონდათ დაკისრებული, მხრებით უნდა ეტარებინათ.
10. მიიტანეს თავკაცებმა მსხვერპლი სამსხვერპლოს სატფურებისთვის მისი ზეთისცხების დღეს და მიიტანეს თავიანთი შესაწირავიც თავკაცებმა სამსხვერპლოს წინ.
11. უთხრა უფალმა მოსეს: დღეში თითო თავკაცმა მიიტანოს თავისი შესაწირავი სამსხვერპლოს სატფურებისთვის.
12. პირველ დღეს თავისი შესაწირავი მიიტანა ნახაშონ ყამინადაბის ძემ, იუდას ტომიდან.
13. მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი და სამოცდაათის შეკელის (საწმიდარის შეკელით) ერთი ვერცხლის ბადია; ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.
14. ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე;
15. ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
16. ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად;
17. და სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი, ხუთი ჭედილა და ხუთი ბოტი და ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ნახშონ ყამინადაბის ძის შესაწირავი.
18. მეორე დღეს მიიტანა ნათანიელ ცუარის ძემ, ისაქარის თავკაცმა;
19. მიიტანა მან თავისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.
20. ერთი ოქროს თასი, ათშეკელიან საკმევლით სავსე.
21. ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
22. ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
23. სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი. ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ნათანიელ ცუარის ძის შესაწირავი.
24. მესამე დღეს - ზებულონიანთა თავკაცმა, ელიაბ ხელონის ძემ.
25. მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.
26. ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე,
27. ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
28. ერთიც თხა ცოდვის გამოსასყიდად,
29. სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ელიაბ ხელონის ძის შესაწირავი.
30. მეოთხე დღეს - რეუბენიანთა თავკაცმა ელიცურ შედეურის ძემ.
31. მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით); ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.
32. ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე,
33. ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად,
34. ერთიც თხა ცოდვის გამოსასყიდად;
35. სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ელიცურ შედეურის ძის შესაწირავი.
36. მეხუთე დღეს - სიმონიანთა თავკაცმა შელუმიელ ცურიშადაის ძემ.
37. მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით); ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, ძღვენისათვის.
38. ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
39. ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
40. ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
41. სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. იყო შელუმიელ ცურიშადაის შესაწირავი.
42. მეექვსე დღეს - გადიანთა თავკაცმა ელიასაფ დეღუელის ძემ.
43. მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი განმტკიცული ფქვილით - ძღვენისათვის.
44. ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
45. ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლალი ცხვარი აღსავლენად.
46. ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
47. სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ელიასაფ რეღუელის ძის შესაწირავი.
48. მერვე დღეს - ეფრემიანთა თავკაცმა ეღიშამაყ ყამიჰუდის ძემ.
49. მისი შესაწირავი ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ.
50. ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
51. ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
52. ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
53. სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ექიშამაყ ყამიჰუდის ძის შესაწირავი.
54. მერვე დღეს - მენაშეანთა თავკაცმა გამელიელ ფედაცურის ძემ.
55. მისი შესაწირავი ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით), ორივენი სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ.
56. ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
57. ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად;
58. ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად;
59. სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი. ეს იყო გამელიელ ფედაცურის შესაწირავი.
60. მეცხრე დღეს - ბენიამინიანთა თავკაცმა აბიდან გიდეონის ძემ.
61. მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით), ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ.
62. ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
63. ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლიღი ცხვარი აღსავლენად.
64. ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
65. სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო აბიდან გიდეონის ძის შესაწირავი.
66. მეათე დღეს - დანიანთა თავკაცმა ახიეზერ ყამიშადაის ძემ.
67. მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ.
68. ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
69. ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
70. ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
71. სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ახიეზერ ყამიშადაის ძის შესაწირავი.
72. მეთერთმეტე დღეს - აშერიანთა თავკაცმა ფაგიელ ყაქრანის ძემ.
73. მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ.
74. ათშეკელიანი, ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
75. ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
76. ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
77. სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ბატკანი. ეს იყო ფაგიელ ყაქრანის ძის შესაწირავი.
78. მეთორმეტე დღეს - ნაფთალიანთა თავკაცმა ახირაყ ყენანის ძემ.
79. მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ.
80. ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
81. ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
82. ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
83. სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ახირაყ ყენანის ძის შესაწირავი.
84. ეს არის შესაწირავი სამსხვერპლოს სატფურებისათვის მისი ზეთისცხების დღეს, ისრაელის თავკაცებისგან შეწირული თორმეტი ვერცხლის ლანგარი, თორმეტი ვერცხლის ტაშტი, თორმეტი ოქროს თასი;
85. თითოეული ლანგარი - სამოცდაათშეკელიანი. თითოეული ტაშტი - საამოცდაათშეკელიანი. მთელი ჭურჭლეულობის ვერცხლი - ათასოთხასი შეკელი (საწმიდარის შეკელით).
86. თორმეტი ოქროს თასი, საკმევლით სავსე; თითოეული თასი - ათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). თასების მთელი ოქრო - ასოცი შეკელი.
87. აღსავლენად სულ თორმეტი კურატი, თორმეტი ჭედილა, თორმეტი წელგამოვლილი ცხვარი და მათი თანმხლები ძღვენი; თორმეტი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
88. სამადლობელი მსხვერპლისათვის სულ ოცდაოთხი კურატი, სამოცი ჭედილა, სამოცი ბოტი და სამოცი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო მსხვერპლი სამსხვერპლოს სატფურებისთვის მისი ზეთისცხების შემდეგ.
89. როცა შედიოდა მოსე სადღესასწაულო კარავში მასთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა მას მოწმობის კიდობნის სახურავს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუიდან. ასე ელაპარაკებოდა მას უფალი.