ძველი აღთქმა

ტობითი

თავი მეცხრე

1. მოუხმო ტობიამ რაფაელს და უთხრა:

2. ყაზარია, ძმაო, წაიყოლე თან მსახური ბიჭი და ორი აქლემი და გაემგზავრე მიდიის რაგეში გაბაელთან და წამოიღე ვერცხლი, და ისიც მოიწვიე ქორწილში.

3. რადგან დამაფიცა რაღუელმა, არ წავიდე.

4. მამაჩემი კი ითვლის დღეებს და, თუ დიდხანს დავყოვნდები, დიდად შეწუხდება.

5. გაემგზავრა რაფაელი, მივიდა გაბაელთან და მისცა მას ხერწერილი. მან კი გამოიტანა დაბეჭდილი ქისა და ჩააბარა მას.

6. განთიადზე დაადგნენ ორივენი გზას და მივიდნენ ქორწილში. აკურთხეს მათ ტობია და მისი ცოლი.