1 |
რომელიც იყო დასაბამიდან, რომელიც ვისმინეთ და ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომელსაც
ვჭვრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას; |
1 |
რომელი იყო პირველითგან, რომელი გუესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა, რომელი ვიხილეთ
და ჴელნი ჩუენნი ჰმსახურებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა. |
2 |
(რადგან სიცოცხლე ცხად იქმნა, რაც ვიხილეთ და ვმოწმობთ,
და გაუწყებთ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა
ჩვენ). |
2 |
და ცხორებაჲ იგი გამოცხადნა და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ
და გითხრობთ თქუენ ცხორებასა მას საუკუნესა, რომელი იყო მამისა თანა და
გამოგჳჩნდა ჩუენ; |
3 |
რაც ვისმინეთ და ვიხილეთ, იმას გაუწყებთ, რათა თქვენც
ეზიაროთ ჩვენთან ერთად, ხოლო ჩვენ ვეზიარებით მამას და ძეს მისას - იესო
ქრისტეს. |
3 |
რომელი გუესმა და ვიხილეთ, გითხრობთ თქუენ, რაჲთა თქუენცა
ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაჲ ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა
თანა იესუ ქრისტესსა. |
4 |
ამას გწერთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული. |
4 |
და ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი
სავსებით იყოს. |
5 |
ეს არის აღთქმა, რომელიც ვისმინეთ მისგან, და გაუწყებთ
თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი. |
5 |
და ესე არს აღთქუმაჲ იგი, რომელი გუესმა მისგან და
გითხრობთ თქუენ, რამეთუ ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა
ერთ. |
6 |
თუ ვამბობთ, მას ვეზიარებითო და ბნელში კი დავდივართ,
ვცრუობთ და არ ვიქცევით ჭეშმარიტებას თანახმად. |
6 |
უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ზიარებაჲ გუაქუს მის თანა და
ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით, ვტყუით და არა ვიქმთ ჭეშმარიტებასა. |
7 |
ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში,
მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი
ცოდვისგან გაგვწმენდს. |
7 |
ხოლო უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით, ვითარცა იგი ნათელსა
შინა არს, ზიარებაჲ გუაქუს ურთიერთას. სისხლი იგი იესუ ქრისტეს, ძისა
მისისაჲ განმწმედს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა. |
8 |
თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და
ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. |
8 |
უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თჳსთა
ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა. |
9 |
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი,
მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან. |
9 |
უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ
ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ყოვლისაგან სიცრუისა. |
10 |
თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში. |
10 |
უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ არა ვცოდეთ, მტყუვრად გამოვაჩინებთ მას და სიტყუაჲ მისი
არა არს ჩუენ შორის. |