1 |
ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგანაა შობილი, და ყველას,
ვისაც უყვარს მშობელი, მის მიერ შობილიც უყვარს. |
1 |
ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ქრისტე, იგი ღმრთისაგან შობილ არს და
ყოველსა რომელსა უყუარდეს მშობელი, უყუარს შობილიცა იგი მისგან. |
2 |
იმით შევიცნობთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს
ღმერთი და ვიმარხავთ მის მცნებებს. |
2 |
ამით უწყით, რამეთუ გჳყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს
ღმერთი გჳყუარდეს და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. |
3 |
ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიმარხავდეთ მის
მცნებებს; მისი მცნებები კი მძიმე როდია. |
3 |
რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა
ვიმარხვიდეთ და მცნებანი მისნი მძიმე არა არიან. |
4 |
რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ
ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა. |
4 |
რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს
სოფელსა და ესე არს ძლევაჲ, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოებაჲ ჩუენი. |
5 |
ვინ არის ქვეყნის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ
იესო არის ძე ღვთისა? |
5 |
რაჲ არს, რომლითა სძლევს სოფელსა? არამედ რომელსა
ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ? |
6 |
ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით;
არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული,
რადგანაც სულია ჭეშმარიტება. |
6 |
ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა, იესუ ქრისტე
არა წყლითა ხოლო, არამედ წყლითა და სისხლითაცა; და სული არს, რომელი
წამებს, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ. |
7 |
ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული
წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია. |
7 |
რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ,
სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან. |
8 |
და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო
ეს სამი ერთია. |
8 |
რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული და წყალი და
სისხლი; და სამნივე ესე ერთისა მიმართ არიან. |
9 |
თუ კაცთა მოწმობას ვიღებთ, ღვთის მოწმობა უმეტესია,
რადგანაც ეს არის საღმრთო მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე. |
9 |
უკუეთუ წამებასა კაცთასა მოვიღებთ, წამებაჲ ღმრთისაჲ უფროჲს არს, რამეთუ ესე არს
წამებაჲ ღმრთისაჲ, რომელი წამა ძისა მისისათჳს. |
10 |
ვისაც სწამს ძე ღვთისა, თავის თავშივე აქვს მოწმობა; ვისაც არა სწამს ღმერთი, ცრუდ
სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე. |
10 |
რომელსა ჰრწმენეს ძისა მიმართ ღმრთისა, აქუს წამებაჲ იგი თავსა შორის თჳსსა;
რომელსა არა ჰრწმენეს ღმერთი, მტყუვრად გამოაჩინა იგი, რამეთუ არა ჰრწმენა წამებაჲ
იგი, რომელი წამა ღმერთმან ძისა მისისათჳს. |
11 |
მოწმობა კი ის არის, რომ ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე, და ეს სიცოცხლე მის
ძეშია. |
11 |
და ესე არს წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან და ესე ცხორებაჲ
ძისა მისისა თანა არს. |
12 |
ვისაც ჰყავს ძე, სიცოცხლე აქვს; ვისაც არა ჰყავს ძე ღვთისა, არც სიცოცხლე აქვს.
|
12 |
რომელსა აქუნდეს ძე, აქუს ცხორებაჲცა. რომელსა არა აქუნდეს ძე ღმრთისაჲ, მას არცა
ცხორებაჲ აქუს. |
13 |
ეს მოგწერეთ, ღვთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო
სიცოცხლე. |
13 |
ესე მივწერე თქუენდა, მორწმუნეთა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა, რაჲთა უწყოდით,
რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ გაქუს, რაჲთა გრწმენეს სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა. |
14 |
და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს,
კიდევაც გვისმენს. |
14 |
და ესე არს განცხადებულებაჲ, რომელი მაქუს მისა მიმართ, რამეთუ უკუეთუ რაჲმე
ვითხოოთ ნებისაებრ მისისა, ისმენს ჩუენსა. |
15 |
და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ გვექნება
ყველაფერი, რაც ვთხოვეთ. |
15 |
რაჲცა-იგი ვითხოოთ და უწყით, რამეთუ მოვიღოთ თხოაჲ იგი, რომელი ვითხოვეთ მისგან. |
16 |
თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც
სიკვდილი მოსდევს, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით
შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს-მეთქი. |
16 |
უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოვოს
და მოსცეს მას ცხორებაჲ, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ; არს ცოდვაჲ
სასიკუდინე, არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს. |
17 |
ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ ყოველი ცოდვა როდია მომაკვდინებელი. |
17 |
ყოველივე სიცრუვე ცოდვა არს და არს ცოდვაჲ არა სასიკუდინე. |
18 |
ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე
იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას. |
18 |
ვიცით, რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, არა ცოდოს, არამედ რომელი-იგი
შობილ იყოს ღმრთისაგან, დაიმარხოს თავი თჳსი და ბოროტი მას არა შეეხოს. |
19 |
ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ, და მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული. |
19 |
ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას. |
20 |
ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და
ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და
საუკუნო სიცოცხლე. |
20 |
ხოლო ვიცით, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ
ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე
არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ. |
21 |
შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან. ამინ. |
21 |
შვილნო, დაიცვენით თავნი თჳსნი კერპთაგან. ამინ. |