ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როგორა ბედავს რომელიმე თქვენგანი, ვისაც დავა აქვს სხვასთან, ურჯულოთა სამსჯავროს წინაშე წარსდგეს და არა წმიდათა წინაშე?

1 იკადროს-მე ვინ თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყუსისა მიმართ, განშჯად ცრუთა წინაშე და არა უფროისღა წმიდათა წინაშე?
2 ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ? 2 არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ? და უკუეთუ თქუენგან განიკითხვის სოფელი, არა ჰღირთა სამსჯავროჲსა მის საწუნელისა?
3 ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც? 3 არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი განვიკითხნეთ, ნუუკუე ამის სოფლისაჲცა?
4 თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცნ პირებს აყენებთ. 4 უკუეთუ ამის სოფლისა სამშჯავროჲ რაჲმე გაქუნდეს, შეურაცხნი იგი კრებულისა შორის, ესენი დასხენით?
5 თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ: ნუთუ თქვენს შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა? 5 საკდემელად თქუენდა გეტყჳ: ეგოდენ არავინ არს თქუენ შორის ბრძენ, რომელმანმცა შეუძლო განკითხვად შორის ძმისა თჳსისა?
6 მაგრამ ძმა ძმასთან დავობს, და თანაც ურწმუნოთა წინაშე. 6 არამედ ძმაჲ ძმისა თანა განისჯების, და ესე ურწმუნოთა წინაშე.
7 ისიც დიდად დამამცირებელია თქვენთვის, ერთმანეთს რომ უჩივით. რატომ არ არჩევთ უსამართლობა აიტანოთ, ან იზარალოთ რამე? 7 აწ უკუე ყოვლითურთ ძლეულება არს თქუენდა ესე, რამეთუ სასჯელი გიც ურთიერთას. რაჲსათჳს არა უფროჲსღა თქუენ გევნების? რაჲსათჳს არა უფროჲსად თქუენ მიგეხუეჭების?
8 მაგრამ თქვენ თვითონ უსამართლოდ ექცევით და ზიანს აყენებთ თქვენსავე ძმებს. 8 არამედ თქუენ ავნებთ და მოჰხუეჭთ, და ამას ძმათა.
9 ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, 9 ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგაჰრთა,
10 ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 10 არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ.
11

ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.

11 და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა.
12 ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს. 12 ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ჴელმწიფებასა დავემორჩილო.
13 საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი ერთსაც შემუსრავს და მეორესაც. სხეული კი არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი - სხეულისათვის. 13 საზრდელი მუცლისათჳს და მუცელი საზრდელისათჳს. ხოლო ღმერთმან იგიცა და ესეცა განაქარვოს. ხოლო ჴორცნი ესე არა სიძვისათჳს, არამედ უფლისათჳს, და უფალი ჴორცთათჳს.
14 ღმერთმა აღადგინა თვით უფალი, და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით. 14 ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღმადგინნეს ძალითა თჳსითა.
15 იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი? ღმერთმა ნუ ქნას. 15 არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუეენნი ასონი ქრისტესნი არიან? აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? ნუ იყოფინ!
16 ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: „ორივე იქნება ერთ ხორც“. 16 არა უწყითა, რამეთუ რომელი შეეყოს მეძავსა, ერთ ჴორც არიან, რამეთუ იტყჳს: იყვნენ ორნივე ერთ ჴორც.
17 ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად. 17 ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს.
18 ერიდეთ სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს. 18 ევლტოდეთ სიძვასა, ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ჴორცთა არს; ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს.
19 ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს? 19 არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თჳსთა თავთანი?
20 რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა. 20 რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ.